ვიზუალური მასალის მნიშვნელობა ბიზნესის პოპულარიზაციაში

თქვენი ბიზნესის პოპულარიზაციისთვის ვიზულურ მასალას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ფოტოზე ორიენტირებული სოციალური ქსლელები, როგორიცაა Pinterest, Instagram და Tumblr თავის მოთხოვნებს უყენებს ბიზნესს და თუ ამ ტენდენციებს ჩამორჩები, მარკეტოლოგების მთელი შრომა წყალში ჩაიყრება.

ვებსაიტის ოპტიმიზაცია, სოციალური მედიის პროფილები და სხვა პლატფორმები დაგეხმარებათ, უამრავ ადამიანს მოუყვეთ თქვენს შესახებ, თუმცა თუ ფოტოები ხარისხი არასათანადოა, ეს ყველაფერი არ იმუშავებს.

ვიზუალური მასალა ყოველდღიურად მოითხოვს განახლებას – ავატარის შეცვლა, ვიზუალის გამოქვეყნება პოსტებისთვის და სხვა მრავალი ქმედებაა საჭირო იმისთვის, რომ მომხმარებლებმა თქვენი საიტი სერიოზულად აღიქვან. სოციალური მარკეტინგით წარმატების მისაღწევად, ბრენდებს მოეთხოვებათ, ტექსტებზე დაფუძნებული პოსტების მიღმა შეიმუშაონ გამოსახულების პოპულარიზაციის სტრატეგია და  ფოტოები, ლოგოები და გრაფიკა შეიტანონ სოციალური შინაარსის პროგრამებში.

როგორ შეგიძლიათ ეფექტურად გამოიყენოთ გამოსახულება სოციალურ მარკეტინგიში?

მიუხედავად იმისა, რომ სურათის პოპულარიზაცია ახალია სოციალური მარკეტინგისთვის, არსებობს გარკვეული ტაქტიკა, რომლის გამოყენებაც მარკეტოლოგებს შეუძლიათ.

ჩვენ წარმოგიდგენთ ოთხ პრაქტიკულ გზას თქვენი სოციალური მედიის მარკეტინგის პროგრამაში გამოსახულების ჩასართავად:

აირჩიეთ ფართოდგამოყენებული სურათები – უმჯობესია ბრენდმა აირჩიოს სურათები, რომლებიც ზოგად შინაარსს ატარებს. თქვენს ბრენდთან ხშირად გამოყენებული სურათების იდენტიფიცირება წარმატებული ვიზუალური სოციალური მარკეტინგის საფუძველია.

გამოაქვეყნეთ პოსტები ვიზუალიზებულ სოციალურ ქსელში – ბევრ ბრენდს აქვს მინიმუმ ერთი Facebook გვერდი და Twitter ანგარიში. ასევე გაქვთ ანგარიშები Pinterest-ზე, Tumblr-სა და Instagram-ზე? ეს ვიზუალური სოციალური ქსელები ბევრად უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე Facebook და ისინი ძალიან პოპულარულია.

მონიტორინგი და გაზომვები – თქვენი ბრენდირებული გამოსახულების ასლის სოციალური მიმოქცევის თვალყურის დევნება და მონიტორინგი მნიშვნელოვანი, თუმცა ძალიან რთული ამოცანაა, რადგან სოციალური მედიის მონიტორინგის სერვისების უმეტესობა აკონტროლებს მხოლოდ პოსტის საკვანძო სიტყვებს და ტეგებს.

წაახალისეთ ბრენდის მომხმარებლები – ადამიანები, რომლებიც აზიარებენ თქვენი ბრენდის სურათებს, თქვენი უდიდესი გულშემატკივრები არიან. დააჯილდოვეთ ისინი თქვენი ვიზუალური შინაარსის გაზიარებისთვის. სოციალური მედიის მონიტორინგისა და გამოსახულების ამოცნობის გამოყენებით, შეგიძლიათ განსაზღვროთ ვინ აზიარებს ფოტოებს ყველაზე ხშირად და ასევე გაიგოთ, რა გავლენა აქვს თქვენს ბრენდთან ურთიერთქმედების ხარისხზე და როგორ აისახება ეს გაყიდვებზე.