ჩვენ ონლაინში ფულის გამომუშავებისა და კრეატიულობის გამოვლენის ყველაზე პოპულარულ გზებს წარმოგიდგენთ და ასევე, მოგცემთ პრაქტიკულ რჩევებს, თუ როგორ დაიწყოთ ნულიდან საკუთარი ვებსაიტის ან ბლოგის შექმნა.
არსებობს რამდენიმე მიზეზი, თუ რის გამო არჩევენ ადამიანები ინტერნეტში მუშაობის დაწყებას:
მოქნილობა და მოხერხებულობა – ინტერნეტში მუშაობა საშუალებას გაძლევთ იმუშაოთ მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან და თქვენთვის მოსახერხებელ დროს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც სურს შეუთავსოს სამუშაო პირად ცხოვრებას ან მოგზაურობას.
დიდი შემოსავლის პოტენციალი – ონლაინ ბიზნესს შეუძლია მნიშვნელოვანი შემოსავალი მოგიტანოთ სწორი სტრატეგიის შერჩევისა და შრომისმოყვარეობის გამოჩენის შემთხვევაში.
ფართო შესაძლებლობები თვითგანვითარებისთვის – ინტერნეტში მუშაობა საშუალებას გაძლევთ შეისწავლოთ ახალი ტექნოლოგიები, შეიძინოთ ახალი უნარები და დაუკავშირდეთ სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის მქონე ადამიანებს.
ბრენდისა და პერსონალური ბრენდინგის შექმნა – ინტერნეტში მუშაობა საშუალებას გაძლევთ შექმნათ თქვენი პერსონალური ბრენდი და პოპულარიზაცია გაუწიოთ მას სოციალურ ქსელებსა და სხვა ონლაინ პლატფორმებზე.
ბიზნესის მასშტაბირების შესაძლებლობა – ინტერნეტი საშუალებას გაძლევთ სწრაფად გააფართოვოთ თქვენი ბიზნესი, მოიზიდოთ ახალი კლიენტები და გააფართოვოთ თქვენი საქმიანობის გეოგრაფია.
რამდენიმე ტიპის აქტივობის გაერთიანების შესაძლებლობა – თქვენ შეგიძლიათ ინტერნეტში იმუშაოთ და რამდენიმე ტიპის აქტივობა ერთმანეთს შეუთავსოთ. ასევე მიიღოთ შემოსავალი სხვადასხვა პროექტზე მუშაობით, რაც საშუალებას მოგცემთ, არ იყოთ დამოკიდებული შემოსავლის ერთ წყაროზე.
ინოვაცია და კრეატიულობა – ინტერნეტ ბიზნესი იძლევა ექსპერიმენტების, ახალი იდეებისა და კონცეფციების შექმნისა და დანერგვის შესაძლებლობას, რაც განსაკუთრებით იზიდავს შემოქმედებით ადამიანებს.
ფულის გამომუშავებისა და კრეატიულობის ყველაზე პოპულარული გზების მიმოხილვა:
Freelancing – დისტანციურად მუშაობა სხვადასხვა კლიენტებთან და პროექტებზე. ფრილანსერებს შეუძლიათ იმუშაონ სხვადასხვა სფეროში, როგორიცაა სტატიების წერა, გრაფიკული დიზაინი, ვებ განვითარება და ა.შ.
ბლოგის გაკეთება – საკუთარი ბლოგის შექმნა და განვითარება ისეთ თემებზე, როგორებიცაა სამზარეულო, მოდა ან მოგზაურობა. ბლოგერებს შეუძლიათ ფული გამოიმუშაონ რეკლამით ან საკუთარი პროდუქციის გაყიდვით.
YouTube არხის შექმნა – საკუთარი YouTube არხი მიუძღვენით კონკრეტულ თემას, როგორიცაა მაგალითად, პროდუქტების მიმოხილვა, სამზარეულო ან მოგზაურობა. არხის მფლობელებს შეუძლიათ ფული გამოიმუშაონ რეკლამიდან, სპონსორებისგან, ნახვების დაგროვებით ან საკუთარი პროდუქციის გაყიდვით.
პოდკასტი – საკუთარი აუდიო პროგრამების შექმნა და ჩაწერა კონკრეტულ თემაზე, როგორიცაა ახალი ამბები, სპორტი ან გასართობი თემატიკა დაგეხმარებათ, ფული გამოიმუშაოთ რეკლამით, სპონსორების საშუალებით ან საკუთარი პროდუქციის გაყიდვით.
სერვისებისა და პროდუქტების გაყიდვა – საკუთარი სერვისების ან პროდუქტების გაყიდვა ონლაინ მაღაზიების, საქონლისა და სერვისების გაყიდვის პლატფორმების გამოყენებით, ან საკუთარი ვებსაიტის შექმნით შეგიძლიათ.
ონლაინ კურსის შექმნა – შექმენით ონლაინ კურსები სხვადასხვა თემაზე, როგორიცაა მაგალითად, პროგრამირება, მარკეტინგი ან სილამაზე და თავის მოვლა.
ფოტოგრაფია და გრაფიკული დიზაინი: გაყიდეთ თქვენი ფოტოები და გრაფიკული ნამუშევრები სხვადასხვა პლატფორმებზე.
კრიპტოვალუტაში ინვესტიცია – კრიპტოვალუტების ყიდვა, გაყიდვა და ვაჭრობა ონლაინ ბირჟებზე შემოსავლის მიღების კიდევ ერთი კარგი წყაროა. თუმცა, აუცილებელია გამოიჩინოთ სიფრთხილე და გადაწვეტილებები მიიღოთ კარგად დაფიქრების შემდეგ.
სოციალური ქსელები – შექმენით და განავითარეთ თქვენი საკუთარი სოციალური მედიის ანგარიშები და გამოიმუშავეთ ფული რეკლამიდან, დაფინანსებული პოსტებიდან და საკუთარი პროდუქტების გაყიდვით. ინფლუენსერები დღეისთვის საკმაოდ კარგ შემოსავალს იღებენ.
საიტებისა და აპლიკაციების ტესტირება – ახალი საიტებისა და აპლიკაციების ტესტირება და დეველოპერებისთვის გამოხმაურების მიწოდება შემოსავლის მიღების საკმაოდ კარგი მეთოდია.
თითოეულ ამ მეთოდს აქვს თავისი მახასიათებლები, დადებითი და უარყოფითი მხარეები და კონკრეტული მეთოდის არჩევა დამოკიდებულია თქვენს ინტერესებზე, უნარებსა და გამოცდილებაზე.