მობილური აპლიკაციის A/B ტესტირების ტოპ 10 ინსტრუმენტი

მობილური აპლიკაციებისთვის A/B ტესტირება არის განსაზღვრული დეტალის სხვადასხვა ვერსიის გამოცდას გულისხმობს. ამ დროს, აუდიტორიას ყოფენ ორ ან მეტ ჯგუფად და თითოეული სეგმენტისთვის ცვლიან კონკრეტულ დეტალს, რითაც ვადგენთ, როგორ იმოქმედებს ეს ცვლილება მომხმარების ქცევაზე.

მობილური აპლიკაციების A/B ტესტირებას ბევრი ტექნიკური გამოწვევა ახასიათებს. თუმცა, ეს მნიშვნელოვანი პროცედურაა იმისთვის, აპლიკაციის მარკეტინგი უფრო გამართული იყოს.

A/B ტესტირების შედეგად, ხდება მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილების რუკის შედგენა, რაც აუმჯობესებს აპებში მათ ჩართულობას.

A/B ტესტირება დეველოპერებსა და მარკეტერებს საშუალებას აძლევს:

შეძლონ აპს-შიდა ჩართულობის ოპტიმიზაცია;

გაიგონ, რა მუშაობს სხვადასხვა აუდიტორისთვის;

დააკვირდნენ ახალი ფუნქციის გავლენას;

უკეთ შეისწავლონ მომხმარებლის ქცევა;

გააუმჯობესონ ძირითადი შესრულების ინდიკატორები (KPI).

A/B ტესტირება აპლიკაციაში

მობილური აპლიკაციებისთვის არსებობს ორი ტიპის A/B ტესტირება, რომლებიც ერთნაირი პრინციპით მუშაობენ, თუმცა აქვთ განსხვავებული ფუნქციები.

A/B ტესტირება აპლიკაციაში გვიჩვენებს, თუ როგორ მოქმედებს აპის UX და UI მეტრიკაზე ისეთი ცვლილებები, როგორიცაა სესიის დრო, ჩართულობა, ვიზიტორის შენარჩუნების მაჩვენებელი, ჩართულობა და სასიცოცხლო ხანგრძლივობა (LTV).

A/B ტესტირება მარკეტინგული კამპანიებისთვის

მარკეტერებისთვის აპლიკაციის A/B ტესტირება მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობის გაზრდის საშუალებას წარმოადგენს. ტესტირებამ შესაძლოა გამოავლინოს, თუ რომელი რეკლამა მუშაობს უკეთესად, რომელი სარეკლამო არხია ყველაზე ეფექტური და რომელი შეტყობინებები უბიძგებს მომხმარებლებს განმეორებით ესტუმრონ აპლიკაციას.

A/B ტესტირების სწორად ჩასატარებლად, საკუთარ თავს უნდა ჰკითხოთ:

რის გამოცდა გსურთ?

ვინ არის თქვენი სამიზნე აუდიტორია?

როგორი იქნება ტესტის შედეგი?

როგორ მოიქცევით, თუ თქვენი ვარაუდი დადასტურდება ან არ დადასტურდება?

ტესტირებამდე უნდა ჩამოაყალიბოთ ჰიპოთეზა, რომელიც კამპანიის ეფექტურობის შესახებ წარმოდგენას შეგიქმნით. დაიწყეთ პრობლემის მოხაზვით, რომლის გადაჭრაც გსურთ და შეისწავლეთ ამჟამად არსებული მონაცემები.

აუდიტორიის დაყოფა სეგმენტებად

A/B ტესტირება აუდიტორიების ჯგუფებად დაყოფაშიც დაგეხმარებათ. სასურველია, რომ აუდიტორია ძალიან პატარა არ იყოს. ჯგუფების დაყობა შეგიძლიათ მათი გემოვნების და ინტერესების მიხედვით.

ტესტირების შემდეგ, შეგიძლიათ განსაზღვროთ, რომელი ვარიანტი იძლევა უკეთეს შედეგებს. გახსოვდეთ, რომ გადახედოთ ყველა მნიშვნელოვან მეტრიკას, რომელზეც ტესტირებამ გავლენა იქონია.

ტესტირებაში დაგეხმარებათ შემდეგი პლატფორმები:

VWO Mobile App Testing

Optimizely

AB Tasty

Adobe Target

Firebase A/B Testing

Leanplum

Amplitude

Taplytics

Apptimize

LaunchDarkly