ნივთების ინტერნეტი (IoT) – როგორ გამოვიყენოთ ის კომერციული მიზნით?

ნივთების ინტერნეტი (IoT) ბოლო პერიოდში 21-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტექნოლოგიად იქცა. ის არაფრით ჩამოუვარდება 5G ინტერნეტს ან ხელოვნურ ინტელექტს. აუცილებელი არ არის, IoT მძლავრი ტექნოლოგია იყოს, ისიც საკმარისია, მას მძლავრ ტექნოლოგიასთან შეეძლოს დაკავშირება.

რომელი ნივთების დაკავშირებაა შესაძლებელი ინტერნეტთან?

პასუხი ცალსახაა – ინტერნეტთან ყველაფრის დაკავშირება შეიძლება – სამშენებლო ბეტონიდან დაწყებული, ძაღლის ყელსაბამით დასრულებული. მაგალითად,  ბეტონში ჩამაგრებული სენსორები მუშებს ბზარის გაჩენის შესახებ შეატყობინებს, ძაღლის ყელსაბამის საშუალებით კი თქვენს შინაურ ცხოველს ადვილად მიაგნებთ, რომც დაიკარგოს.

ზუსტად ამ პრინციპს ემყარება ჭკვიანი სახლები, რომლებიც დღეს ასეთი პოპულარული ხდება. ტექნოლოგიური პროგრესის დამსახურებით, სახლები აღიჭურვება სენსორებით, რომლებიც ყველაფერს უზრუნველყოფენ – შუქის ჩაქრობიდან დაწყებული, ტემპერატურის კონტროლითა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით დასრულებული.

IoT-ს ძირითადი გამაძლიერებელი ტექნოლოგიები, რომლებიც მას პრაქტიკულს ხდიან:

ხელმისაწვდომობა იაფფასიანი, დაბალი სიმძლავრის სენსორის ტექნოლოგიაზე;

დაკავშირებაინტერნეტის ქსელური პროტოკოლების უამრავმა რაოდენობამ გააადვილა სენსორების ღრუბელთან დაკავშირება მონაცემთა ეფექტური გადაცემისთვის;

  • ღრუბლოვანი გამოთვლითი პლატფორმები;
  • მანქანათმცოდნეობა და ანალიტიკა;
  • სასაუბრო ხელოვნური ინტელექტი (AI).

IoT-ის სისტემა საჭიროებს ისეთ აპარატურა, როგორიცაა სენსორები ან მოწყობილობები. ეს სენსორები და მოწყობილობები აგროვებენ მონაცემებს გარემოდან, ან ან ახორციელებენ მოქმედებებს გარემოში.

ნივთების ინტერნეტის კომერციული მიზნით გამოყენება:

ნივთების ინტერნეტი ყველაზე ფართოდ სწორედ კომერციულ ბაზარზეა ათვისებული. ქსელში ჩართული გასართობი მოწყობილობების შექმნა ისეთი რთული ამოცანა არაა, როგორიც ხელოვნური ინტელექტის შემუშავება. სწორედ ამიტომ, ამერიკული პლატფორმა  Kickstarter არაერთ იდეას გვთავაზობს დევიზით – „დავეხმაროთ შემოქმედებითი პროექტების განხორციელებას“. პროექტებს შორის კი არის: ოთახის კართან მიახლოების მონიტორინგის მოწყობილობა და ველოსიპედის სენსორი.

რამდენად დაცულია ჩვენი მონაცემები ამ დროს?

ყველაფერი, რაც ინტერნეტთანაა დაკავშირებული, შეიძლება გახდეს „ჰაკერების“ სამიზნე და გამონაკლისი არც ნივთებია. თუმცა, რისკები სარგებელზე ბევრად ნაკლებია.