ონლაინ მაღაზიის შექმნა

ჩვენ შეგვიძლია დაგიმზადოთ ონლაინ მაღაზია, რომელიც გაგიზრდით გაყიდვებსა და მომხარებელთა რაოდენობას ინტერნეტის მეშვეობით.

დღეისათვის ონლაინ მაღაზია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ვებსაიტის ტიპია. მიმდინარე პროცესებმა ხელი შეუწყო ონლაინ კომერციის განვითარებას და მაღაზიების გაციფრულებას.

თითოეული კომპანია ცდილობს საკუთარი პროდუქცია ონლაინ პლატფორმაზე განათავსოს და თავისი მიზნობრივი აუდიტორია ინტერნეტის მეშვეობით მოიზიდოს.  ონლაინ მაღაზია გეხმარებათ თქვენი პროდუქცია ატვირთოთ ვებსაიტზე, აქტიურად დააკავშიროთ სოციალურ ქსელებს და მოახდინოთ მისი რეალიზაცია, როგორც ონლაინ გადახდების მეშვეობით ასევე განვადებით ან თუნდაც მიწოდების შემდეგ ანგარიშსწორებით.

ონლაინ მაღაზიას თავისი უპირატესობები გააჩნია, თქვენი პროდუქციის ონლაინ განთავსების შემდეგ მომხარებელი მარტივად იღებს გადაწყვეტილებას შეიძინოს ესა თუ ის პროდუქტი და მას აღარ ჭირდება ამისთვის წინასწარ მომზადება. ყოველივე აღნიშნულის ეფექტურად მისაღწევად აუცილებელია გქონდეთ გამართული და მომხარებლის საჭიროებებზე მორგებული ვებსაიტი, რომელიც მომხარებელს დაყოვნებისა და შეფერხების გარეშე მიაღებინებს სასურველ პროდუქტს.

გამოყენებული ტექნოლოგიები:

ჩვენთან ონლაინ მაღაზიის შექმნა შესაძლებელია სამ ძირითად ფრეიმვორქზე  Laravel, React -სა  და Wordpress- ზე, რომლებსაც თავისი უპირატესობები გააჩნიათ.

Laravel-სა და React-ზე პროექტის დამზადება გაცილებით მეტ დროსა და ფინანსებს საჭიროებს, ვინაიდან ვებ აპლიკაციის შექმნა ხდება ნულიდან, უშუალოდ მომხარებლის მიზნებსა და საჭიროებებზე მორგებით. მოცემულ ფრეიმვორქს ხშირად ვიყენებთ ექსკლუზიური ვებსაიტების შექმნისას, რომლებსაც გააჩნიათ განსაკუთრებული ფუნქციონალი და განსხვავდებიან სხვა ჩვეულებრივი ონლაინ მაღაზიებისგან.

მაგრამ თუ ჩვენი მიზანი მხოლოდ პროდუქტის გაყიდვაა  ონლაინ ანგარიშსწორებით თუ განვადებით ერთ-ერთი საუკეთესოა Wordpress ფრეიმფორქი, რომელიც დღეისათვის ჩვენს მომხარებლებში ყველაზე მოთხოვნადია. მოცემული CMS გვაძლევს შესაძლებლობას შევქმნათ დახვეწილი დიზაინის მქონე ონლაინ მაღაზია, რომელიც სრულყოფილად იქნება ადაპტირებული ყველა ზომის მოწყობილობასთან, იქნება დაკავშირებული სოციალური ქსელების ონლაინ მაღაზიებთან და მარტივად შეძლებთ გაყიდოთ სასურველი პროდუქცია.

WordPress-ზე ონლაინ მაღაზიის დამზადება გაცილებით ნაკლებ დროსა და ფინანსებთან არის დაკავშირებული, მაგრამ აუცილებელია თავიდანვე სწორად მოხდეს პროექტის დაგეგმვა, რომ მომავალში თავიდან აიცილოთ ისეთი რისკები, რაც ხშირად ახასიათებს აღნიშნულ ფრეიმვორქს.

თუ გადაწყვეტთ ჩვენთან დაამზადოთ ონლაინ მაღაზია დაგვიკავშირდით.  ჩვენ გაგიწევთ კონსულტაციას, დავასაბუთებთ თუ რომელი ფრეიმვორქის  გამოყენება იქნება საუკეთესო თქვენთვის, როგორც მოკლე ასევე გრძელვადიანი მიზნების მისაღწევად.

ტელ: 557729794

ელ-ფოსტა: [email protected]