Facebook პიქსელი აკვირდება მომხმარებელთა ქცევებს რეკლამის ნახვიდან, ვებ-გვერდზე გადმოსვლით გაგდრძელებული და დამთავრებული იმ მოქმედებებით, რომელთაც პოტენციური მყიდველი საიტზე განახორციელებს (მაგალითად, პროდუქტის კალათში ჩაგდება).
როდესაც რეკლამის ნახვის შემდეგ პოტენციური კლიენტები საიტზე გადმოდიან, Facebook Pixel-ი მათ ქცევებს ე.წ Event-ის სახით ინახავს.
Facebook-ი ხედავს და აკვირდება 9 სახის ქცევას:
View Content, კონტენტის ხილვა – გვიჩვენებს გვერდების ნახვის საერთო რაოდენობას (სტატიის გვერდი, პროდუქტის გვერდი, მთავარი გვერდი და ა.შ)
Search, ძიება – გვიჩვენებს ძიების რაოდენობას (პროდუქტის ძიების)
Add to cart, კალათში დამატება – ითვლის, თუ რამდენმა ადამიანმა დაამატა პროდუქტი კალათში
Add to wishlist, სურვილებში, რჩეულ პროდუქტებში დამატება – ითვლის რამდენმა მომხმარებელმა დაამატა პროდუქტი რჩეული ნივთების კატეგორიაში
Initiate Checkout, შესყიდვის გვერდზე გადასვლა – ითვლის, თუ რამდენი ადამიანი გადავიდა “კალათში დამატების” კატეგორიიდან “ყიდვის” გვერდზე
Add Payment Info, გადახდის მეთოდის დამატება – ითვლის რამდენმა ადამიანმა განაგრძო პროცესი და დაამატა ბარათი/გადახდის მეთოდი
Make Purchase, შესყიდვის განხორციელება – გვიჩვენებს, რამდენმა ადამიანმა შეიძინა პროდუქტი
Lead, ლიდი – გვიჩვენებს, რამდენმა მომხმარებელს გაგვიზიარა პირადი მონაცემები (საკონტაქტო ინფორმაცია, მეილი, სახელი, ა.შ). ეს ხდება რეგისტრაციის, ან შეკვეთის გაფორმების დროს.
Complete registration, რეგისტრაცია – გვიჩვენებს რამდენი ადამიანი დარეგისტრირდა საიტზე
ახლა უკვე იცით, რომ Facebook Pixel ვებ-საიტზე გაყიდვების გაზრდის საუკეთესო საშუალებაა. გამოიყენეთ ეს ხელსაწყო მომხმარებლების უკეთ გასაცნობად, მათი ქცევების გასაანალიზებლად, მათ შესანარჩუნებლად და ახალი, რელევანტური და მეტად თარგეთირებული აუდიტორიის აღმოსაჩენად.