რა არის ადაპტური ვებ-დიზაინი და რატომ ჯდება ის უფრო ძვირი?

ადაპტირება თანამედროვე ვებ-საიტების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია. საქმე იმაშია, რომ საიტი სათანადოდ უნდა გამოიყურებოდეს როგორც კომპიუტერის ეკრანზე, ისე სმარტფონსა და პლანშეტზე. სწორედ ამ მიზნით იქმნება ადაპტური დიზაინი და გამოიყენება ადაპტური განლაგება. შედეგად, ვებ განვითარების პროცესი უფრო რთული ხდება და დამატებით რესურსებს მოითხოვს, რაც მომსახურების საფასურს აძვირებს, თუმცა შედეგი ამად ღირს – საიტი იდეალურად ჯდება ყველა ძირითადი ტიპის მოწყობილობის ეკრანზე, რაც უზრუნველყოფს აუდიტორიის სრულ დაფარვას.

რა არის ადაპტური დიზაინი?

ადაპტაცია არის საიტის უნარი „ადაპტირდეს“ სხვადასხვა ტექნიკურ პირობებთან (კერძოდ – მომხმარებლის მოწყობილობის ეკრანის ზომასთან). ადაპტური ვებსაიტი კარგად გამოიყურება როგორც დესკტოპის მონიტორზე (ჩვეულებრივი კომპიუტერი), ისე პლანშეტისა და სმარტფონის ეკრანზე, ჩვენების ხარისხი კი არ არის დამოკიდებული ეკრანის დიაგონალსა თუ მოყვანილობაზე.

ადაპტური განლაგების მთავარი მიზანია, ნებისმიერ მოწყობილობაში, საიტი დარჩეს მოსახერხებელი და ფუნქციურად დატვირთული.

კიდევ რატომ არის ადაპტური დიზაინი ასეთი მნიშვნელოვანი?

დღეს, მომხმარებელთა დაახლოებით 50% საიტებს გაჯეტებიდან – სმარტფონებიდან და პლანშეტებიდან სტუმრობს. ეს მოსახერხებელია, რადგან შეგიძლიათ ინტერნეტთან წვდომა გქონდეთ ნებისმიერ ადგილზე: ქუჩაში, ტრანსპორტსა თუ საწოლში.

მობილური აუდიტორია მუდმივად იზრდება და მისი საჭიროებების იგნორირება შეუძლებელია. ამიტომ, დეველოპერებმა ვებსაიტებს პორტატულ მოწყობილობებთან ადაპტაციის პროცესი დაიწყეს.

ადრე, როდესაც მობილური აუდიტორიის წილი შედარებით მცირე იყო, ადაპტური განლაგება არ ითვლებოდა უკიდურეს საჭიროების მქონდეს. ახლა კი ადაპტაციის საკითხი დგას, როგორც საიტის განვითარების ერთ-ერთი პუნქტი, რომელსაც ვებ-სტუდია დამკვეთს თანამშრომლობის დასაწყისშივე უგზავნის.

დღეს უკვე, თანამედროვე ვებსაიტები ერთმანეთს ეჯიბრებიან და იბრძვიან ადამიანების ყურადღების მოსაპოვებლად – რაც უფრო მარტივი და კომფორტულია საიტი, მით უფრო დიდ აუდიტორიას იზიდავს ის. ხოლო არაადაპტირებული (ფიქსირებული) საიტები ცუდად არის ადაპტირებული მობილურ მოწყობილობებზე გამოსატანად – საუკეთესო შემთხვევაში, მოწყობილობა ჰორიზონტალურად უნდა დაიჭიროთ, რომ მთელი გვერდი ნახოთ. ტექსტი კი ხშირად არ იკითხება და სურათები მთელ ეკრანს იკავებს.

საიტი, რომელიც არ არის ადაპტირებული მცირე ეკრანის მქონე მოწყობილობებზე, არა მხოლოდ კარგავს აუდიტორიას, არამედ კარგავს რეიტინგსაც, რადგან ისეთი საძიებო სისტემები, როგორიცაა Google, ითვალისწინებს, თუ რამდენმა მომხმარებელმა თქვა უარი საიტზე შესვლაზე.

გაყიდვების წყარო

მობილურისთვის მოსახერხებელი ვებსაიტები ხელს უწყობენ გაყიდვების ზრდას. ამიტომ, ადაპტური დიზაინის ვებსაიდი გაყიდვების მაჩვენებელზე მნიშვნელოვანწილად მოქმედებს.

რატომ ჯდება ადაპტაცია უფრო უფრო ძვირი?

ეს განპირობებულია განვითარების უფრო დიდი სირთულით. პირველ რიგში, ადაპტური დიზაინისთვის თქვენ უნდა შექმნათ განლაგების რამდენიმე ვარიანტი – სხვადასხვა ზომისთვის. გარდა ამისა, თითოეული ვერსიისთვის საჭიროა დამატებითი ინჟინერია. ამას მეტი ძალისხმევა და დრო სჭირდება ვებ-დიზაინერისგან. შესაბამისად, იზრდება როგორც განვითარების დრო, ასევე ღირებულება.

მეორეც, ადაპტური განლაგება უფრო რთულია. მისი განხორციელება უფრო შრომატევადი პროცესია.

მესამე, ტესტირების მოცულობა იზრდება. მის გაშვებამდე, ის საფუძვლიანად უნდა შემოწმდეს.

ადაპტაციური რესურსის საბოლოო ღირებულება არაადაპტირებულისგან შეიძლება განსხვავდებოდეს 25-50%-ით, ეს დამოკიდებულია რესურსის ტიპსა და მახასიათებლებზე.