რა არის ვებ-დიზაინი და რა უნდა ვიცოდეთ ვებ-განვითარების შესახებ?

ვებ-განვითარება რთული, მაგრამ საინტერესო პროცესია, რადგან ყოველ ჯერზე, როდესაც ბევ-განვითარებაზე მუშაობთ, რაღაც ახალს აღმოაჩენთ თქვენი ბიზნესის შესახებ. ეს ასევე კომპლექსური პროცესია, რადგან ჩვენ ვქმნით არა მხოლოდ ვებსაიტებს, არამედ ამ დროს, გვარდება ბიზნესის ინდივიდუალური პრობლემები, ყურადღება ექცევა თქვენს მარკეტინგულ კონცეფციას და ხდება თქვენი უპირატესობების წარმოჩენა.

ვებგვერდის შექმნის ეტაპები:

ხელშეკრულების გაფორმება – ეს, დამკვეთს და დეველოპერს შესაძლებლობას აძლევს, ორმხრივი პასუხისმგებლობა აიღონ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე;

ტექნიკური მახასიათებლების შექმნა და დამტკიცება – ამ ეტაპზე იქმნება საიტის განვითარების ტექნიკური სპეციფიკა. ამ დოკუმენტის დამტკიცება საშუალებას მოგცემთ შეადაროთ მხარეების მოლოდინები და წინასწარ დაადგინოთ მომავალი სამუშაოების საზღვრები;

ვებსაიტის დიზაინი – ვებსაიტის დიზაინი არის მომავალი პროდუქტის მთლიანობის გასაღები. მისი საბოლოო მიზანია მომხმარებლისთვის მოსახერხებელი პლატფორმის შექმნა და არსებული ბიუჯეტის ფარგლებში, თქვენს მიერ დასახული ყველა ამოცანის შესრულება;

დიზაინის კონცეფციის შექმნა და დამტკიცება – საიტის დიზაინის კონცეფციაში გაწერილი უნდა იყოს საიტის ძირითადი იესახე და გრაფიკული ელემენტების ადგილმდებარეობა.

საიტის შიდა გვერდების დიზაინის შექმნა და დამტკიცება – საიტის შიდა გვერდები, ერთის მხრივ, უნდა შეესაბამებოდეს ზოგად კონცეფციას, მეორეს მხრივ კი, უნდა გიქმნიდეთ წარმოდგენას, თუ როგორი იქნება საიტი შექმნის შემდეგ;

დიზაინის განლაგება და CMS-თან ინტეგრაცია – ამ ეტაპზე დეველოპერმა უნდა იზრუნოს, რომ თქვენს მიერ შედგენილი და დამტკიცებული საიტის გვერდები ერთნაირად კარგად გამოიყურება ყველა ბრაუზერში. დიზაინის CMS-თან (ვებგვერდის მართვის სისტემა) ინტეგრაციის შემდეგ, თქვენი ვებ-გვერდი მზად იქნება კონტენტით შევსებისთვის;

საიტის შევსება კონტენტით – ამის შემდეგ თქვენი საიტი უნდა შეივსოს კონტენტით – ტექსტებით, გრაფიკითა და ცხრილებით;

საიტის ტესტირება – ხოლო ამ ეტაპზე ხდება დამკვეთის მიერ შესრულებული სამუშაოს დამტკიცება. დეველოპერები ამოწმებენ ვებსაიტის ფუნქციონალურობას ტექნიკური მახასიათებლების მოთხოვნებთან შესაბამისობაში;

საიტის ჰოსტინგი – ბოლო ეტაპზე, საიტი განთავსდება ვებდეველოპერთა სერვერზე, ან დამკვეთის საკუთრებაში არსებულ პლატფორმაზე.