რა არის უწყვეტი განათლება და რა როლი ეკისრება ამაში ინტერნეტს?

უწყვეტი სწავლის კონცეფცია 1970-იან წლებში გაჩნდა, თუმცა მან მხოლოდ ახლა მიაღწია ნამდვილ პოპულარობას. ჩვენ მოგიყვებით, როგორ გეხმარებათ შემეცნებისადმი სწრაფვა კარიერის შექმნაში და რა წვლილი მიუძღვით ამ პროცესში კომპანიებს.

საიდან გაჩნდა მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის ტენდენცია?

ალბათ გეცნობათ ეს სცენარი – დაამთავრე სკოლა, ჩააბარე უნივერსიტეტში და შემდეგ, დაიწყე მუშაობა. შესაძლოა, ადამიანს პენსიაზე გასვლამდე ერთი სამუშაო ადგილი ჰქონოდა. უწყვეტი განათლება კი, როგორც ცნება, არც არსებობდა. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება ყველა პროფესიას. მაგალითად, ექიმს ყოველთვის უწევდა ესწავლა: ის უნივერსიტეტში სწავლის რამდენიმე ეტაპს გადიოდა, შემდეგ კი მუდმივად სწავლობდა პროფესიაში დამკვიდებული სიახლეების შესაბამისად – ეცნობოდა მკურნალობის ახალ მეთოდებს, მედიკამენტებს და კვლევებს. მაგრამ ახლა თითქმის ყველა სფერო სწრაფად ვითარდება და თუ ტენდენციებს არ მიადევნეთ თვალი, ნებისმიერ პროფესიაში ჩამორჩენა გექნებათ ვინც არ უნდა იყოთ – დეველოპერი თუ მენეჯერი.

1970-იან წლებში ევროპაში აქტიური მსჯელობა დაიწყეს ადამიანის პოტენციალისა და მისი კავშირის შესახებ ქვეყნების ეკონომიკასა და სოციალურ ცხოვრებასთან. ბევრ პროფესიაში მიდგომა უფრო სწრაფად შეიცვალა. ახლა, იმისთვის, რომ წარმატებული სპეციალისტი იყოთ, მნიშვნელოვანია ტენდენციებისთვის თვალის დევნება.

გარდა ამისა, მოძველდა მიდგომა „ერთი პროფესია სიცოცხლის ბოლომდე“. ადამიანებმა გააცნობიერეს, რომ ნებისმიერ ასაკში შეუძლიათ დაეუფლონ ახალ სპეციალობას და ნულიდან დაიწყონ განვითარება.

უწყვეტი განათლების მიდგომის შემქნელებს სჯეროდათ, რომ განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო განურჩევლად ასაკისა და სოციალური სტატუსისა. მათ გადაწყვიტეს, ყოველწლიურად 40 მილიონი დოლარი გამოეყოთ ზრდასრულთა, მათ შორის პენსიონერთა ტრენინგზე. კანონი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო – პირველად განიხილებოდა უწყვეტი განათლება სახელმწიფო დონეზე, რის შემდეგაც, უფრო ღია გახდა კოლეჯები, უნივერსიტეტები და ბიბლიოთეკები. 1980-იანი წლების შუა პერიოდისთვის, კონცეფციისადმი ინტერესი შემცირდა, თუმცა ის კვლავ დაბრუნდა 1990-იან წლებში. ახლა კი უწყვეტი სწავლის მიდგომა უფრო პოპულარულია, ვიდრე ოდესმე.

რამ განაპირობა უწყვეტი განათლების მიდგომის პოპულარობა დღეს?

თანამედროვეობაში თითქმის ყველა სფერო ისე სწრაფად ვითარდება, რომ პოზიციის შენარჩუნებისთვის ძალიან სწრაფი რეაგირება გჭირდებათ. კარიერული ზრდისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თქვენი პროფესიული უნარების ამაღლება, არამედ ახალი სფეროების შესწავლაც.

თანაც, სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესი და ინტერნეტი დაეხმარა ცოდნის გავრცელებას. 2000-იან წლებში თითქმის ყველას ჰქონდა კომპიუტერები და ლეპტოპები და ბევრმა დაიწყო საკუთარი თავის ონლაინ სივრცეში განათლება. როდესაც გამოჩნდა, რომ ხალხი მზად იყო ამისთვის, გამოჩნდა ონლაინ განათლების ბაზარიც. ამას დაემატა კორონავირუსის პანდემიის პერიოდი, რომელმაც ონლაინ განათლების სისტემა სულ სხვა კუთხით დაგვანახა. ონლაინ კურსები და ლექციები – სულ რამდენიმე წლის წინ ეს უჩვეულოდ მოგეჩვენებოდათ, თუმცა დღეს, ჩვენი საფოსტო ყუთები სავსეა მსგავსი შეთავაზებებით.

ნებისმიერ ასაკში განათლებაზე ხელმისაწვდომობა ახალ შესაძლებლობებს უხსნის ადამიანებს. შეგიძლიათ, თქვენს სფეროში უსასრულოდ დახვეწოთ უნარები. თანამშრომლები, რომლებსაც კარგად ესმით სხვა სპეციალობების კოლეგების მუშაობის სპეციფიკა, უფრო მეტად აფასებენ – ისინი ხედავენ სრულ სურათს და შეუძლიათ მეტის გაკეთება, ვიდრე მხოლოდ პირდაპირი მოვალეობების შესრულება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში საკუთარი პასუხისმგებლობა გაიაზრონ კომპანიებმა.

პასუხისმგებლიანი და წინდახედული კომპანიები რესურსებს დებენ იმაში, რომ თანამშრომლებს აუნაზღაურონ ტრენინგები და კურსები. ეს პირველ რიგში, მათვე მოუტანს სარგებელს.

რატომ დაიწყეს დამსაქმებლებმა ინვესტიციების ჩადება თანამშრომლების ტრენინგში?

მსხვილი კომპანიები დიდი ხანია ახორციელებენ ინვესტიციებს პერსონალის განათლებაში. მაგალითად, Google-ში ყველა პოტენციურ თანამშრომელს დახმარებას ჰპირდებიან უწყვეტი ტრენინგის ორგანიზებაში. „უწყევტი სწავლა Google-ის ბუნების ნაწილია“, – აცხადებენ კომპანიაში. ამავე პრინციპებს იხავს Apple და ყველანაირად ეხმარება თანამშრომლებს ახალი ცოდნის მიღებაში.

როგორ უნდა გააგრძელოთ სწავლა, თუ უნივერსიტეტი დიდი ხნის წინ დაამთავრეთ?

ეს სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ. უბრალოდ, მიმართეთ გუგლს და მოიძიეთ მასალები იმ თემაზე, რომელიც თვქენთის სასარგებლო და საინტერესოა. შეგიძლიათ შემოიფარგლოთ უფასო ონლაინ კურსებით, ან გაეცნოთ ბაზარზე არსებულ ფასიან შეთავაზებებს. რა თქმა უნდა, ასევე შეგიძლიათ ტრადიციული გზით – წიგნების საშუალებით გააგრძელოთ განათლების მიღება, თუმცა ამ შემთხვევაში, დიდი დროის დახარჯვა მოგიწევთ შეძენილი ცოდნის სტრუქტურირებისთვის და დატვირთული გრაფიკის პირობებში, ეს შეიძლება რთული აღმოჩნდეს.

სპეციალობის მიუხედავად, ყველას აქვს წვდომა ონლაინში არსებულ ინფორმაციაზე – შეგიძლიათ მეტი გაიგოთ მონაცემთა მეცნიერების, ან ბრენდის პოპულარიზაციის, ნეიროეკონომიკის ან შფოთვის წინააღმდეგ ბრძოლის გზების შესახებ. ვიღაც საფუძვლიანად სწავლობს თემას, რომლის შესახებაც მანამდე თითქმის არაფერი იცოდა და პროფესიასაც იცვლის.