რა არის Crowd მარკეტინგი და როგორ დაგეხმარებათ ის ნახვების გაზრდაში?

ბოლო დროს საიტებისთვის სულ უფრო რთული ხდება ძიების შედეგების გაზრდა, რადგან თამაშის წესები სწრაფად იცვლება. ჩნდება უფრო მეტი კონკურენტი, რომლებიც სხვადასხვა სარეკლამო ინსტრუმენს იყენებენ პოპულარობის მოსაპოვებლად. თავის მხრივ, საძიებო სიტყვები ემსახურება კარგი შედეგების მოპოვებას, თუმცა, საიტებისთვის სულ უფრო რთული ხდება TOP-ში მოხვედრა.

როგორ გადარჩება თქვენი ბიზნესი ასეთ პირობებში? ჩვენს სტატიაში შევეცდებით, სწორედ ამ კითხვაზე პასუხი გაპოვნინოთ.

პრომოუშენის ძველი მეთოდები წარსულს ბარდება, ანაც სახეცვლილი ფორმით იბრუნებს სიცოცხლისუნარიანობსას. სწორედ ასე გაჩნდა ახალი მიმართულება – Crowd marketing.

რა არის Crowd მარკეტინგი?

ეს არის ოპტიმიზაციის სტრატეგია, რომელიც გულისხმობს თქვენი პროდუქტის ან სერვისის პოტენციურ მომხმარებლებთან დაკავშირებას არხებით, რომლებსაც რეგულარულად სტუმრობს თქვენი პოტენციური მომხმარებლების დიდი რაოდენობა (ე.წ. ბრბო). Crowd marketing არის ბრენდის ცნობადობის გაზრდა და ბრენდის, პროდუქტის თუ ვებსაიტის მიმოხილვებისთვის თვალყურის დევნება.

ძირითადი უპირატესობები:

  • ამ დროს, უკავშირდებით თქვენი პროდუქტის/მომსახურების პოტენციურ მომხმარებლებს. სხვა სიტყვებით, ეს არის ჩართულობა, რომელიც მოიცავს მთელ ინტერნეტს და ფოკუსირებულია სოციალური მედიის ჯგუფებსა და ფორუმებზე;
  • ინფორმაციის განათავსებთ თემატურ პლატფორმებზე (ფორუმები, ბლოგები, მიმოხილვის სერვისები, ბაზრები და ა.შ.) და შედეგად, მოიზიდავთ დაინტერესებულ ვიზიტორებს;
  • იზრდება ტრეფიკის წყაროების რაოდენობა, რაზეც საძიებო სისტემები კარგად რეაგირებენ;
  • მცირდება საძიებო სისტემის ფილტრებში მოხვედრის რისკი;
  • იზრდება საიტის ცნობადობა და ნდობა მის მიმართ;
  • მიღებული ტრრფიკი ადვილად გარდაიქმნება თქვენს მომხმარებლებად.

რატომ მუშაობს ბრბოს მარკეტინგი ასე კარგად?

SEO ტაქტიკა ძირითადად ალგორითმებს ეფუძნება და ის სწრაფად იცვლება Google-ის ცვლილებების მიხედვით. ახალი SEO ტაქტიკის გამოცდა კი დიდი რისკია –  თუ ის არასწორად გაკეთდა, თქვენი ვებსაიტი შეიძლება დიდი რისკის ქვეშ დადგეს. ხოლო Crowd marketing-ის საშუალებით, თქვენ დაზღვეული ხართ ასეთი რისკებისგან.

ვინაიდან Crowd მარკეტინგი მოიცავს კავშირს, სოციალური მედიის პლატფორმები და ფორუმები ორი ყველაზე შესაფერისი პლატფორმაა უფრო დიდი აუდიტორიის დასაკავშირებლად.

Crowd მარკეტინგი თქვენთვის შესაფერისია, თუ:

არ გსურთ თქვენი ძნელად გამომუშავებული ფულის ინვესტიცია SEO კომპანიებისგან ძვირადღირებული გეგმების შესაძენად;

ეძებთ ხელმისაწვდომი მარკეტინგის სტრატეგიას, რომელიც მოიტანს გაყიდვების ეფექტურ ზრდას;

გაქბთ დრო და რესურსები, რომ ჩაერთოთ Crowd მარკეტინგში.

როგორია Crowd მარკეტინგის მეთოდები და გზები?

ვინაიდან Crowd მარკეტინგი არის დინამიური კონცეფცია – ეს ნიშნავს, რომ მისი კეთების მრავალი გზა არსებობს და ის მოიცავს შემდეგ  პუნქტებს:

  • ინფორმაციის განაწილება;
  • კომენტარები ფორუმსა და ბლოგებზე;
  • კომენტარები სოციალური მედიის ჯგუფებსა და განხილვებში;
  • აქტიური მონაწილეობა ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმში.