რა არის Google My Business და როგორ უნდა გამოვიყენოთ ის?

Google My Business კომპანიებს შესანიშნავ შესაძლებლობას სთავაზობს, გამოჩნდნენ Google-ის ძიების შედეგებში, თანაც, უფასოდ.

რა პლიუსები აქვს Google My Business?

Google My Business საშუალებას გაძლევთ, თქვენი ბიზნესის ადგილმდებარეობა Google Maps-სა და ადგილობრივი ძიების შედეგებში შეიტანოთ;

თქვენ შეგიძლიათ, აჩვენოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია თქვენი ბიზნესის შესახებ, მათ შორის სამუშაო საათების დრო, საკონტაქტო ინფორმაცია ან თქვენი ვებსაიტის ან სტატიების ბმული.

თუ ონლაინ ბიზნესს ფლობთ და არ გაქვთ ფიზიკური მაღაზია, ამ შემთხვევაშიც უნდა განიხილოთ Google My Business გვერდის ქონა.

როგორ გავაუმჯობესოთ ჩვენი ბიზნესის ხილვადობა ადგილობრივ ძიებაში?

Google My Business-ის განთავსება ინტერნეტში თქვენი ბიზნესის ხილვადობის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ეფექტური გზაა.

მაგალითად, Google-ში ჩაწერეთ – „რესტორნები ახლომახლო“. შეამჩნევთ, რომ Google თქვენი ამჟამინდელი მდებარეობიდან გამომდინარე გიჩვენებთ სამ ლოკაციაზე არსებულ რესტორანს. შესაბამისად, სამ ბიზნესს, რომლებიც თქვენი ძიების მოთხოვნის შედეგად გამოჩნდა, აქვს GMB გვერდი და ექცევიან თქვენი, როგორც პოტენციური მომხმარებლის თვალთახედვაში. ხოლო ის რესტორნები, რომლებსაც არ აქვთ GMB გვერდი, თქვენი ძიების შედეგებში არ გამოჩნდებიან.

იქედან გამომდინარე, რომ Google რეგულარულად ცვლის ალგორითმებს, ადგილობრივ ძიებაში ადგილის შესანარჩუნებლად განთავსებული უნდა გქონდეთ Google My Business და რეგულარულად უნდა აოპტიმიზებდეთ მას.

როგორ ხდება Google My Business-ის გვერდის ოპტიმიზაცია?

GMB გვერდის შექმნის შემდეგ ნაბიჯზე უნდა დარწმუნდეთ, რომ ის ოპტიმიზირებულია. ამისთვის, უნდა შეავსოთ ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

როდესაც ადამიანები თქვენს ბიზნესს იპოვნიან ძიების შედეგებში, მათი შემდეგი ნაბიჯი იქნება თქვენს ვებ-გვერდის ლინკზე დაწკაპუნება მეტი ინფორმაციის მისაღებად. თუ არ გაქვთ მითითებული თქვენი ზუსტი მისამართი, მაშინ ადამიანებისთვის რთული იქნება, ფიზიკურად გიპოვნონ. ხოლო თუ თქვენი ბიზნესის პოვნა ადვილი არ არის, მომხმარებელი სხვაზე გააკეთებს არჩევანს. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული უნდა იყოთ რომ თქვენი ბიზნესი იყენებს ინტერნეტში ძებნის გზებს და ახალი მომხმარებლების მოზიდვის შესაძლებლობა არ უნდა დაკარგოთ.

რატომ უნდა დაამატოთ ფოტო-ვიდეო მასალა GMB-ის პოსტებს?

თქვენ შეგიძლიათ 10-მდე ფოტო ან ვიდეო დაამატოთ Google პოსტებში. ეს იმას ნიშნავს, რომ შეძლებთ, კიდევ უფრო მეტი გააკეთოთ თქვენი პოსტების ასამაღლებლად და კონკურენტებისგან მათ გამოსარჩევად.

სურათები და ვიდეოები დაგეხმარებათ ამბის მოყოლაში. სურათის დამატების შესაძლებლობა კი ნამდვილად სასარგებლო იქნება ელექტრონული კომერციის ბიზნესში.

არ გამოგრჩეთ Google My Business-ის ბენეფიტები!

დარწმუნდით, რომ თქვენს ბიზნესს განახლებული აქვს Google My Business გვერდი. თუ  დროს არ გამოყოფთ მისი შექმნისა და ოპტიმიზაციისთვის, მაშინ გამოტოვებთ Google ძიების შედეგებში გამოჩენის ერთ-ერთ საუკეთესო უფასო გზას.