ის საშუალებას გაძლევთ, ტარგეტირებით მოახდინოთ მიზნობრივ აუდიტორიაზე გასვლა და სარეკლამო ბიუჯეტის რაციონალური ხარჯვის პირობებში, პროდუქციის ონლაინ გაყიდვების მაქსიმალური შედეგი მიიღოთ.
რა სახის ინფორმაცია გადის საძიებო სისტემაში Google Shopping-ის სარეკლამო კამპანიით?
Google shopping რეკლამა შეიცავს პროდუქტის მდიდარ ინფორმაციას, როგორიცაა პროდუქტის სურათი, ფასი, სავაჭრო სახელი და პროდუქტის შეფასება. ანუ, პროდუქტის ყველა მნიშვნელოვანი ატრიბუტი.
მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები:
- Google შოპინგის მთავარი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ რეკლამის ამ სახეობას ჯერ კიდევ ვერ შეეჩვია ბევრი. კატალოგები მიმზიდველად გამოიყურება და ზოგჯერ, ფარავს ტექტურ რეკლამებს, რაც უზრულველყოფს პროდუქტის წარმატებას;
- კონკურენცია ჯერ კიდევ არ არის მაღალი, რადგან ყველა ონლაინ მაღაზიას არ შეუძლია სწრაფად დაიწყოს მსგავსი ფორმატის გაშვება.
- თითო დაწკაპუნებაზე შედარებით დაბალი ღირებულება და მყიდველის მიერ უფრო ინფორმირებული არჩევანი მოგების ზრდის გარანტია;
- მყიდველები უფრო კომფორტულად ეძებენ პროდუქტებს ფოტოების საფუძველზე;
- რეკლამა აჩვენებს სურათს და პროდუქტის ძირითად თვისებებს, რაც არჩევანს უფრო ამარტივებს;
- Google Shopping-ის გამოყენებით, მარტივად აჯობებთ კონკურენტებს, თუ მყიდველებს დაბალ ფასებს შესთავაზებთ. უფრო მეტიც, მისი თითო დაწკაპუნების ღირებულება ხშირად უფრო დაბალია, ვიდრე საძიებო რეკლამის ტექსტურ რეკლამებში;
- დიდი ასორტიმენტის მაღაზიებისთვის უფრო ადვილია პროდუქციის ამ ფორმატში წარმოდგენა;
- იდეალურია სტანდარტული პროდუქციის გასაყიდად (ცნობილი ბრენდების ელექტრონიკა და ა.შ.);
- თუ პერსონალში არ არის PPC სპეციალისტი და მაღაზიის ფასები ხშირად იცვლება, მაშინ არ გჭირდებათ მათი ხელით განახლება თითოეულ რეკლამაში.
რაც შეეხება უარყოფით მხარეებს:
ფორმატი არ არის შესაფერისი ყველა პროდუქტისთვის. ზოგიერთ შემთხვევაში უფრო გააზრებული მიდგომაა საჭირო (კოსმეტიკა, ფეხსაცმელი, კომპლექსური პროდუქტები);
CTR – იგივე, დაწყაპუნების სიჩქარე უფრო დაბალი იქნება, ვიდრე კონტექსტურის რეკლამის შემთხვევაში, რადგან მომხმარებელი არჩევანს აკეთებს რესურსის მონახულების გარეშე;
მოგიწევთ, თქვენი სამიზნე გვერდი Google-ის მოთხოვნებს მოარგოთ;
საჭირო საკვანძო სიტყვების ჩაწერა შეუძლებელია.
სად გამოჩნდება თქვენი რეკლამა GOOGLE-ში?
• Google Shopping Tab – გარკვეულ ქვეყნებში;
• Google-ს საძიებო სისტემაში, ტექსტური რეკლამისგან გამოყოფილ ადგილზე TOP პოზიციებზე და Google image search-ში;
• Google-ს პარტნიორ ვებ საიტებსა და აპლიკაციებში;
• Google Display Network-ში, რომელშიც შედის YouTube, Gmail, და Google Discover.