სტატისტიკის მიხედვით, საძიებო სისტემები გლობალურად, ყოველდღიურად მილიარდობით მოთხოვნას ამუშავებენ და აქედან, 90%-მდე Google-ზე მოდის. იგივე სიტუაციაა საქართველოში – დამთვალიერებლების რაოდენობით, ლიდერ პოზიციაზე სწორედ „გუგლია“.
საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია ხანგრძლივი, კომპლექსური და თანმიმდევრული პროცესია, რომელიც დაახლოებიღ, 3 დან 12 თვემდე პერიოდს მოიცავს.
ყურადღება ექცევა 3 ძირითად მიმართულებას:
- Technical SEO;
- On-Page SEO;
- Off-Page SEO.
SEO იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ საძიებო სისტემას უამრავი პოტენციური კლიენტი იყენებს. ამ გზით კი, წინასწარ შევძლებთ მიახლოებითი შედეგების განსაზღვრას და მომდევნო 3 დან 12 თვის ვადებში SEO გეგმის შემუშავებას.
Technical SEO
ამ დროს, ყურადღება ექცევა შემდეგ მახასიათებლებს:
- აიტის სტრუქტურა;
- საიტის ადაპტირებულობა ნებისმიერ მოწყობილობასთან;
- საიტის ჩატვირთვის სისწრაფე;
- იმას, რომ საიტი არ იყოს გადატვირთული არასაჭირო კოდებითა და ფოტოებით;
- საიტი უნდა ინდექსდებოდეს საძიებო სისტემაში;
- „გუგლის“ ალგორითმებს უნდა შეეძლოთ სიაიტის სტრუქტურის წაკითხვა.
On-Page SEO
ამ შემთხვევაში უნდა მოწესრიგდეს შიდა სამზარეულო.
ესენია:
- საიტის კონტენტი;
- საიტის გვერდების სათაურები და აღწერები;
- საიტზე არსებული ფოტოების ოპტიმიზაცია;
- საძიებო ფრაზების რელევანტურად გადანაწილება;
- საიტის გვერდების ლინკების (URL) User Friendly ად შექმნა;
- საიტის შიდა გადალინკვები;
- საიტმაპი (Sitemap).
Off-Page SEO
ეს კი გულისხმობს ჩვენი საიტის ავტორიტეტზე ზრუნვას – „გუგლის“ ალგორითმები დაადგენენ, რა იწერება თქვენზე მონათესავე საიტებზე, რომელ სტატიაში ხართ ნახსენები და ა.შ.
შიდა საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის მეთოდები:
- ვებ რესურსის შევსება საკვანძო სიტყვების შემცველი თემატური შინაარსით (სიტყვები და წინადადებები, რომლითაც ისინი ეძებენ საქონელს/მომსახურებას Google-ში);
- კოდის და შიდა კონტენტის ოპტიმიზაცია ვებ რესურსის ჩატვირთვისა და მუშაობის სიჩქარის გაზრდის მიზნით;
- ქეშირების ფუნქციის დაყენება როგორც კლიენტის, ასევე სერვერის მხარეს;
- ვებ რესურსის ადაპტაცია პორტატული მოწყობილობებისთვის;
- ვებ რესურსების ვალიდაცია – შეცდომების, არააქტიური ტეგების, ასევე საძიებო სისტემის დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმება;
- ვებგვერდის გვერდებს შორის შიდა კავშირის ორგანიზება, რათა გაუმჯობესდეს მომხმარებლის ნავიგაცია ვებსაიტზე;
- საძიებო სისტემების მიერ ინდექსირებისთვის საჭირო მეტა თეგების კორექტირება ან შექმნა.