რა განსხვავებაა ვებსაიტის ადაპტურ დიზაინსა და მობილური ვერსიას შორის?

თანამედროვე ვებსაიტები ერთმანეღს ეჯიბრებიან, თუ როგორ მიიქციონ მომხმარებლების ყურადღება. იქადან გამომდინარე, რომ მომხმარებელთა დაახლოებით 50% საიტებს გაჯეტებიდან – სმარტფონებიდან და პლანშეტებიდან სტუმრობს, დღის წესრიგში დადგა ადაპტური ვებ-დიზაინის შექმნა, რომლის ფუნქციებიც ისევე გადავა პლანშეტებისა და სმარტფონების ეკრანებზე, როგორც კომპიუტერის მონიტორზე ჩანს.

თუმცა, ადაპტური დიზაინი ერთადერთი გზა არ არის, რომ საიტი სმარტფონების მომხმარებლებისთვისაც ისეთივე მოსახერხებელი იყოს, როგორიც კომპიუტერის.

რით განსხვავდება ვებსაიტის ადაპტირება და ცალკე მობილური ვერსიის შექმნა ერთმანეთისგან?

ადაპტური განლაგება საკმაოდ რთულია და შეიცავს რამდენიმე ტიპის დიზაინის ელემენტს, მაგრამ უფრო ადვილია მისი ადმინისტრირება: მაგალითად, ფასების შესაცვლელად თქვენ უბრალოდ ერთხელ გააკეთებთ ცვლილებას და ის ყველგან დაფიქსირდება.

მობილური ვერსია არსებითად ცალკე ვებსაიტია, რომელიც შექმნილია სპეციალურად მცირე ეკრანებზე გამოსატანად. ის მაქსიმალურად ოპტიმიზებულია მობილური მოწყობილობებისთვის, მაგრამ მისი ადმინისტრირება უფრო რთული ხდება, რადგან ცვლილებების შეტანა მოგიწევთ არა ერთ, არამედ ორ საიტზე. ამას კი დამატებითი რესურსები სჭირდება.

თუ რომელ ვერსიას აირჩევთ, ეს თქვენი გადასაწყვეტია, თუმცა ბიზნესმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ პლანშეტების და სმარტფონების ეპოქაში, როცა ადამიანები ინტერნეტს იყენებენ ტრანსპორტში, ქუჩასა თუ კაფეებში, მნიშვნელოვანია, რომ მათი მოთხოვნილებები თქვენმა ვებ-გვერდმა სრულად დააკმაყოფილოს.

ეს იმას ნიშნავს, რომ:

  • ვებ-გვერდი სრულად უნდა ჩაიტვირთოს;
  • უნდა იკითხებოდეს ტექსტი;
  • ფოტოებმა არ უნდა გადაფაროს ტექსტები;
  • მომხმარებლებს უნდა შეეძლოთ დაჭერის ფუნქციით სარგებლობა – მაგალითადდ, გადახდა, კატეგორიების არჩევა და ა.შ.