- ადამიანები ინსტაგრამზე შედიან, რათა გამოაქვეყნონ თავიანთი ფოტოები და გადახედონ სხვების პოსტებს;
- ხალხი ამ ქსელისგან დადებით ემოციებს და შთაგონებას ელის;
- ადამიანებს სურთ კომუნიკაცია, კომენტარების და მოწონებების გაცვლა;
- ინსტაგრამზე ფოტო ჩვეულებრივ უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ტექსტი;
- ფოტოს ეფექტის პროგნოზირება რთულია, მაგრამ შედეგებმა შესაძლოა სასიამოვნოდ გაგაოცოთ.
ამ მარტივი ჭეშმარიტების არგათვალისწინება ზოგჯერ ანგრევს მარკეტოლოგების ყველა ძალისხმევას.
ინსტაგრამის მომხმარებლების კიდევ ერთი თავისებურებაა, ისაუბრონ საკუთარ მიმდევრებთან, მათ შორის, თქვენზე. ისინი შეგიძლიათ წაახალისოთ მოწონებებით, მადლობის წერილებითა და პრიზებით.
თუმცა, დიდი შეცდომაა, როდესაც ონლაინ ბიზნესი კრიტიკისთვის არ ემზადება, რადგან სოციალურ ქსელებში მხოლოდ დადებითი გამოხმაურების მიღება თითქმის შეუძლებელია. მნიშვნელოვანია, ბრენდმა იცოდეს, რას ამბობს ხალხი მასზე გულწრფელად, რა არ მოსწონთ და რა მოსწონთ.
სოციალურ ქსელებში პოპულარიზაციისას „ფეიჯები“ არაერთ გავრცელებულ შეცდომას უშვებენ:
- რეკლამის გაშვება „ვოლზე“ კონტენტის გარეშე – არ უნდა გქონდეთ იმის იმედი, რომ ხალხი კარგად რეკლამირებულ ბრენდს სიახლეების მოლოდინში გამოიწერს და ყურადღებას არ მიაქცევს კონტენტის არარსებობას.
- სათაურში მრავალი სასვენი ნიშნის გამოყენება – ეს ართულებს დამახსოვრებას და აადვილებს შეცდომებს წერისას. უმჯობესია გაიმეოროთ სახელი და ოფიციალური ჰეშთეგი. არ დაივიწყოთ შესაბამისი ავატარი.
- კომპანიის საკონტაქტო ინფორმაციის და მისამართის არ მითითება – მაგალითად, თუ გაქვთ რესტორანი, ინფორმაცია უნდა განათავსოთ საკონტაქტო დეტალების შესახებ (საიტი, მისამართი, ნომერი მაგიდის დაჯავშნისთვის, შეკვეთები/საკვების მიტანის სერვისი/საჩივრები). ნუ გექნებათ იმედი, რომ ყველა კლიენტი თავად მოისურვებს, რომ მისამართი გკითხოთ.
ვიზიტორებს არ დაეხმაროთ, რომ გიპოვონ ინსტაგრამზე – გამოიყენეთ ბრენდირებული ჰეშთეგი, რომლის წყალობითაც მომხმარებლებს შეეძლებათ ადვილად იპოვონ პოსტები თქვენი დაწესებულების შესახებ.
ინსტაგრამის ტექნიკური განახლებების იგნორირება – ინსტაგრამის განახლებები არაერთ შესაძლებლობას გთავაზობთ, ასე რომ, თქვენც არ უნდა ჩამორჩეთ მათ.
ანგარიშის დახურვა – თუ ლოიალური აუდიტორიის გაზრდა გსურთ, მაშინ თქვენი ანგარიში გახსნილი და ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
არასწორად დაგეგმილი კონტენტი – მოსაწყენი, ერთფეროვანი პოსტები, კატეგორიების გარეშე, არარეგულარული განთავსება აუდიტორიის ჩვევების გათვალისწინების გარეშე (ყავა დილით, საქმიანი ლანჩი შუადღეზე და ალკოჰოლი პარასკევს) ან, კიდევ უფრო უარესი, ფოტო სპამი. თუ ამ ყველაფერს არ გაითვალისწინებთ, თქვენი კონტენტი ახალ მომხმარებლებს ვერ მოიზიდავს.
კონტენტის მხოლოდ სარეკლამო პოსტებით შევსება – თუ თქვენს გვერდს სარეკლამო ბანერს დაამსგავსებთ, სადაც სარეკლამო შეტყობინებები მთლიანი კონტენტის 2/3 იქნება, ეს მხოლოდ გაღიზიანებას გამოიწვევს. ეცადეთ, თქვენი პოსტები იყოს ინფორმაციული, სახალისო და ესთეტიკური.
პოსტების გამეორება – ერთი და იგივე ფოტოს გამოქვეყნება სხვადასხვა ფილტრებით დამუშავების შემდეგ, მომხმარებლებს შეუმჩნეველი არ დარჩებათ და ისინი მიხვდებიან, რომ თქვენი გვერდის იმიჯს სათანადო ყურადღებას არ უთმობთ.
კონკურსის ჩატარება გამარჯვებულის გამოვლენის გარეშე – ზოგიერთი კონკურსი იმართება ვირუსული ეფექტისთვის, გამარჯვებულის გამოცხადება და დასაჩუქრება კი კომპანიას გეგმაშიც არ აქვს. ეს დიდი შეცდომაა. თუ მომხმარებელმა ტყუილში გამოგიჭირათ, მის ნდობას ვეღარ დაიბრუნებთ, დასაჩუქრებული მომხმარებელი იყო თქვენთან დიდი ხნით დარჩება.
საჩუქრის შეცვლა გაფრთხილების გარეშე – ამ შემთხვევაშიც, მომხმარებელი იმედგაცრუებული დარჩება. ეცადეთ, ის საჩუქარი გადასცეთ გამარჯვებულს, რომელსაც დაჰპირდით.
თუ ამ მითითებებს გაითვალისწინებთ, თქვენი გვერდი Instagram-ზე უფრო სწრაფად დააგროვებს ლოიალურ გამომწერებს და თქვენი პროდუქციის გაყიდვებიც გაიზრდება.