Gmail-ის ასეთი პოლიტიკა მარკეტოლოგებს თავსატეხს უჩენს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენი რეკლამა მომხმარებლების ყურადღებას ვერ მიიქცევს.
ჩვენ სწორედ იმაზე გავამახვილებთ ყურადღებას, თუ როგორ უნდა მოახვედროთ თქვენი რეკლამა კონკურენტების შეთავაზებებზე მაღლა, რომ ის უფრო თვალშისაცემი იყოს.
Gmail-ზე რეკლამის განთავსებისას ხელი მიგიწვდებათ რეკლამის რედაქტორზე, რომლის გამოყენებითაც შეგიძლიათ ატვირთოთ:
- სურათები;
- ვიდეო;
- ტექსტი;
- შექმნათ ღილაკები;
- დაამატოთ პროდუქტის ბარათები;
ან გამოიყენეთ თქვენი საკუთარი html შაბლონი.
პირველობას GSP google-ს დახმარებით შეძლებთ?
ეს არის გუგლის დასპონსორებული აქციები (Google Sponsored Promotions).
ამ ტიპის რეკლამები თქვენს Gmail ანგარიშში ხვდება ხოლმე.
ის დაგეხმარებათ, რომ თქვენი სამიზნე აუდიტორიის ინბოქსში თქვენს კონკურენტებზე მაღლა მოხვდეთ. არ არის საწირო კონკურენტების მიერ წერილების გაგზავნის დროის გამოცნობა და თქვენც არ მოგიწევთ იჩქაროთ მათთვის დასწრება – თქვენი შეთავაზება სამიზნე აუდიტორიამდე უფრო ადრე მიაღწევს.
ამასთან, თქვენ შეძლებთ, სამიზნე აუდიტორია დემოგრაფიული სურათის, ინტერესების და საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შეარჩიოთ და ისინი თქვენს მომხმარებლებად აქციოთ.
ეს მიდგომა მუშაობს როგორც ბრენდის ცნობადობის, ასევე გაყიდვების გასაზრდელად.
მის ერთადერთ უარყოფით მხარედ ის შეიძლება ჩაითვალოს, რომ პლატფორმა ფასიანია. თუმცა, წარმატების მიღწევისას თანხების დაზოგვა არ ღირს.