როდესაც პოტენციური მომხმარებელი თქვენს რეკლამასთან ინტერაქციაში შემოვა, დააჭერს მას მაუსს და გადავა საიტზე, შეიძენს პროდუქტს ან ჩააგდებს მას კალათაში, Facebook პიქსელი ყველა ამ ქცევის გათვალისწინებით იწყებს ანგარიშის მომზადებას, რომელიც ინახება Facebook-ის Ads Manager-ში (რეკლამის მენეჯერში).
რაში გვეხმარება Facebook Pixel?
- პიქსელის საშუალებით, თქვენ შეძლებთ ციფრული მარკეტინგული სტრატეგიის გაუმჯობესებას, რადგან ის ზომავს არა მარტო CTR-ს (Click Through Rate), არამედ რეკლამის კონვერსიის რაოდენობასაც;
- მისი საშუალებით, გროვდება რეკლამის ანალიზისთვის საჭირო ინფორმაცია და ნათელი ხდება მომხმარებლის ქცევა მას შემდეგ, რაც ისინი რეკლამას ნახავენ;
- Facebook Pixel საშუალებას გვაძლევს, რეკლამის მიზნად კონვერსიების რიცხვი (გაყიდვების, შესყიდვის რაოდენობა) ავირჩიოთ. ამის შემდეგ, ის შეაგროვებს ლიდებს და მომხმარებლების ინფორმაციას, Facebook-ი თქვენს რეკლამას მხოლოდ იმ მომხმარებლებს აჩვენებს, რომლებსაც ახასიათებთ ონლაინ შოპინგი და უფრო მეტად სავარაუდოა, რომ შეიძენენ პროდუქტს თქვენი საიტიდან;
- პიქსელის საშუალებით შეგვიძლია ინფორმაცია მივიღოთ ვებ-საიტის ვიზიტორებისა და მომხმარებლების შესახებ.
რა არის რემარკეტინგი?
რემარკეტინგი მომხმარებლების რიცხვის გაზრდის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი საშუალებაა. მისი დახმარებით, Facebook რეკლამით კვლავ მიაწვდენთ ხმას იმ მომხმარებლებს, რომლებმაც უკვე გამოხატეს ინტერესი თქევნი პროდუქტის მიმართ და თქვენს ვებ-საიტზე შემოსვლის შემდეგ, პროდუქტი კალათში შეინახეს. ამ ტაქტიკით, პოტენციურ მომხმარებლებს შეახსენებთ, რომ ისინი დაინტერესდნენ თქვენი პროდუქტით და მათ უბიძგებთ შესყიდვის გაკეთებისკენ.