როგორ გავზარდოთ ონლაინ გაყიდვები?

გაყიდვების პროცესში ბევრი რამ არის დამოკიდებული ნდობაზე და ურთიერთგაგებაზე. ონლაინ სივრცეში კომუნიკაციისას კი, ურთიერთობების ჩამოყალიბება უფრო რთულდება, რადგან ადამიანების კეთილგანწყობას ვერ მოვიპოვებთ ხელის ჩამორთმევით, ღიმილით თუ კომპლიმენტებით. თუმცა, რა თქმა უნდა, ონლაინ სივრცეში სხვა მეთოდებით შეგვიძლია იგივე შედეგებზე გასვლა, თუმცა, ამას უფრო მეტი ძალისხმევა და კრეატიული მიდგომა სჭირდება, რადგან ჩვენს კონკურენტებსაც ზუსტად იგივე მიზნები ამოძრავებთ…

რა უნდა გავითვალისწინოთ ონლაინ გაყიდვებისას

თქვენი პროდუქციისთვის პრეზენტაციის გაწევა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. კვლევითი კომპანია Gartner პროგნოზირებს, რომ 2024 წელს პირისპირ საქმიანი შეხვედრებზე მთლიანი შეხვედრების მხოლოდ 25% მოვა.

ვირტუალური გაყიდვების წარმატება, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პრეზენტაცია, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად გესმით და აკმაყოფილებთ თქვენი აუდიტორიის საჭიროებებს.

ეფექტური ვირტუალური პრეზენტაცია იგივე სარგებელს მოგცემთ, რასაც პირდაპირი შეხვედრა. ვირტუალური პრეზენტაციის უნარები შეიძლება იყოს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე თქვენი პროდუქტის ან სერვისის შესაძლებლობები და მას შეუძლია განსაზღვროს თქვენი პროდუქტის წარმატება ან წარუმატებლობა.

არსებობს მრავალი ტექნიკა, რომელთაც წამყვანი ბრენდები იყენებენ. კარგი ამბავი ის არის, რომ ისინი არ უკავშირდება დიდ დანახარჯებს:

დისტანციური კომუნიკაცია – ეს შეიძლება ნიშნავდეს ყველაფერს, დაწყებული მყისიერ შეტყობინებაზე პასუხის გაცემიდან, კლიენტისთვის ელექტრონული ფოსტის გაგზავნით გაგრძელებული და ონლაინ შეხვედრის ჩატარებით დამთავრებული.

ვირტუალური პრეზენტაცია – ეს არ მოიაზრებს კონკრეტულ ტექნოლოგიას, რადგან მასში იგულისხმება ნებისმიერი სიტუაცია, როდესაც თქვენ ესაუბრებით ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც თქვენთან ერთად არ არიან იმავე ოთახში.

კავშირი – არ აქვს მნიშვნელობა სად იმყოფებით (ოფისში თუ მუშაობთ სახლიდან), მთელი ვირტუალური პრეზენტაცია დამოკიდებულია სტაბილურ ინტერნეტ კავშირზე. ამიტომ გირჩევთ, ინვესტიცია ჩადოთ უსწრაფეს ინტერნეტში, რომ თქვენმა კომპიუტერებმა გაუძლოს დატვირთვას.

ვებ-გვერდის გამართულობა – თქვენი ვეგვერდი ადაპტირებული უნდა იყოს როგორც ნებისმიერ მოწყობილობაზე, ასევე, უნდა უძლებდეს დატვირთვას და აღჭურვილი უნდა იყოს ყველა იმ ფუნქციით, რაც მყიდველს ონლაინ შენაძენის გაკეთებას გაუმარტივებს.