ზოგიერთი ადამიანი აპრიორში უფრო სანდოდ გამოიყურება სტატუსიდან გამომდინარე. იგივე ეხება საიტებს. რა აქცევს თქვენს ვებ-გვერდს „გამარჯვებულებად“?
ამ სტატიაში წარმოგიდგენთ მომხმარებლის ნდობის გაზრდის 5 გზას:
1.გახადეთ თქვენი საიტი დასამახსოვრებელი
რა უნდა გაკეთდეს ამისთვის?
გამეორება – ტვინი რეაგირებს მოვლენებზე, რომლებიც განმეორებით ხდება, რადგან ისინი ან მნიშვნელოვანია (და უნდა იყოს შენახული მეხსიერებაში) ან ჩვეულებრივი (უნდა იყოს ავტომატიზებული).
პირველობა და სიახლე – დასაწყისში განთავსებული ინფორმაცია, როგორც წესი, მნიშვნელოვანია, რადგან ის გავლენას ახდენს იმაზე, თუ რა მოხდება შემდეგ. ამას ეწოდება პირველობის ეფექტი.
სიურპრიზი – როდესაც რაღაც მოულოდნელი ხდება, ის გამოირჩევა სხვა ყველაფერს შორის და შესაბამისად, უკეთ ამახსოვრდებათ.
ემოციური გავლენა – თუ სიტუაცია ან მომენტი დაკავშირებულია ძლიერ ემოციებთან, მაშინ ის უფრო დასამახსოვრებელი გახდება.
რაც უფრო კარგად დაამახსოვრდებათ თქვენი ვებ-გვერდი, მით უფრო მეტ ნდობას გამოიწვევს ის მომხმარებლებში.
2.დიზაინის ხარისხი:
ხარისხიანი დიზაინი გავლენას ახდენს იმაზე, რომ ადამიანებმა პოზიციურად აღიქვენა თქვენი ვებ-საიტი.
რა უნდა გააკეთოთ ამისთვის?
კონტენტის ორგანიზება – დაუსთვით თქვენს თავს კითხვები: გაქვთ თუ არა ყველა საჭირო ინფორმაცია, რომელსაც პოტენციური მომხმარებლები ჩვეულებრივ ეძებენ ხოლმე შესყიდვის დაწყებამდე? ადვილად საპოვნელია ეს ინფორმაცია? სწორად არის დაჯგუფებული?
ვიზუალური მიმზიდველობა – მომხმარებელთა თითოეულ ჯგუფს აქვს საკუთარი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყურება მიმზიდველი ვებსაიტი. დიზაინი უნდა შექმნათ თქვენი სამიზნე აუდიტორიის გათვალისწინებით.
ფერები – თუმცა, ფერებს აქვთ უნარი, გააღვიძონ გარკვეული გრძნობები, რაც დამოკიდებულია კულტურასა და სოციალურ აღქმაზე. განსაზღვრეთ, რას უნდა ნიშნავდეს თქვენი ვებსაიტის ფერები თქვენი აუდიტორიისთვის?
საერთო შეცდომები – გაქვთ უმოქმედო ლინკები? შეცდომები ბეჭდვაში? სურათები სწორად იტვირთება და ისინი კარგი ხარისხისაა? იტვირთება თუ არა საიტი საკმარისად სწრაფად? – ასეთი შეცდომების გამოსწორებას ყურადღება უნდა მიაქციოთ.
3.გულწრფელობა
თუ გსურთ, რომ ხალხში დნობა გამოიწვიოთ, მათთან მაქსიმალურად გულწრფელი უნდა იყოთ. ხშირად ხდება ისე, რომ მოგების ზრდისკენ სწრაფვისას, ზოგიერთი კომპანია იწყებს არაკეთილსინდისიერი გზებს: ისინი ქმნიან ცრუ დეფიციტს, არ ახსენებენ დაბრუნების პოლიტიკას და ა.შ. ამ ყველაფრით ერთჯერად მოგებას მიიღებთ, თუმცა თუ ერთგული მომხმარებლების ყოლა გსურთ, რომლებიც სხვებსაც ურჩევენ თქვებს ვებგვერდს, ჯობს უფრო გრძელი, მაგრამ სანდო გზა აირჩიოთ.
4.შინაარსი
გაითვალისწინეთ, რომ თქვენს საიტზე სამი ტიპის ვიზიტორები ხვდებიან:
ინფორმირებული – ადრე სმენიათ თქვენს შესახებ, იციან რას აკეთებთ, დარწმუნებულნი არიან, რომ იდეალურად შეეფერება თქვენი სერვისი და პროდუქცია.
ნაწილობრივ ინფორმირებული: ყურმოკვრით სმენიათ თქვენს შესახებ, ზუსტად არ იციან, რას აკეთებთ, მაგრამ ფიქრობენ, რომ შესაძლოა მათთვის შესაფერისი იყოთ.
არაინფორმირებული: მათ აქამდე არასოდეს სმენიათ თქვენი შესახებ, არ იციან რას აკეთებთ და არ იციან, შეგიძლიათ თუ არა შესთავაზოთ ის, რაც მათ სჭირდებათ.
გაითვალისწინეთ, რომ ყველა მათგანის ინტერესი სრულად უნდა დააკმაყოფილოთ.
თუმცა, ჩნდება კითხვები – რა არის ვებსაიტზე დაშვებული შინაარსის მაქსიმალური რაოდენობა? შესაძლებელია თუ არა დეტალურმა ინფორმაციამ გაზარდოს თქვენი საიტის სანდოობა, მაგრამ ამავდროულად შეამციროს ინდიკატორები გვერდზე ზედმეტი ინფორმაციის გამო? – დიდი ალბათობით, ეს არ მოხდება.
5.სოციალური მტკიცებულება
გაითვალისწინეთ, რომ თქვენი საიტის ყველაზე ლოიალური ვიზიტორებიც კი მიმართავენ მესამე მხარეს რჩევისთვის.
- ნახეთ, რას წერენ თქვენზე ფორუმებზე;
- ონლაინში სად არის ნახსენები თქვენი კომპანია;
- რა აღწერებით აზიარებენ თქვენს ფოტოებს;
- რას გიწერენ კომენტარებში;
- გაქვთ თუ არა მიმოხილვები Google+-ზე და ა.შ.
შეიძლება უნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ვიზიტორები, რომლებმაც კომპანიის შესახებ შეისწავლეს როგორც კარგი, ასევე ცუდი მიმოხილვები, უფრო მეტად გახდებიან მისი მომხმარებლები, რადგან მათ წინასწარ იციან, რა მოლოდინები უნდა ჰქონდეთ თქვენგან.