როგორ გავუმკლავდეთ ბოტებს და დავიცვათ Telegram არხი?

Telegram-ში ბოტები შეიძლება დაიყოს ორ ტიპად: ნეირობოტები, რომლებსაც შეუძლიათ პოსტების ანალიზი და მნიშვნელოვანი კომენტარების დაწერა და ჩვეულებრივი ბოტები, რომლებიც იწერენ არხს და ამით შემოიფარგლებიან. პირველი ქმნის აქტივს, ხოლო მეორე აფუჭებს ტელეგრამ არხის სტატისტიკას.

ამ სტატიაში ჩვენ გირჩევთ, თუ როგორ უნდა ამოიცნოთ ორივე მათგანი და როგორ გაუმკლავდეთ მათ.

რას ნიშნავს ნეიროკომენტატორი და ნეირობოტი?

ესენია ბოტები, რომლებიც დაპროგრამეს იმისთვის, დატოვონ კომენტარები პოსტების ქვეშ Telegram-ზე. ზოგჯერ ძნელია გარჩევა, კომენტარი დაწერა ადამიანმა თუ ბოტმა. ასეთი ბოტები ჩვეულებრივ ტოვებენ კომენტარებს პოსტის გამოქვეყნებისთანავე. საქმე იმაშია, რომ ბოტები მიერთებული არიან ნერვულ ქსელზე, რომელიც წამში ასკანერებს პოსტს და პასუხობს მას.

რატომ იყენებენ ასეთ ბოტებს?

ეს ბოტები თავიანთ მფლობელებს ეხმარებიან მიაღწიონ სამიზნე აუდიტორიას და პოტენციურ მომხმარებლებს. ის ასე მუშაობს – ბოტს მიმაგრებული აქვს ბმული. მას შემდეგ, რაც ადამიანი გამოიწერს ბოტს სხვადასხვა თემატურ არხზე, ის კომენტარებში კომუნიკაციას იყებს რეალური ადამიანის სახელით. ხალხი ხედავს სასარკებლო კომენტარებს, დააკლიკებს მისი ავტორის სახელზე და გადადის ბმულზე.

ეს მეთოდი ნებისმიერ ნიშას ერგება. თუმცა, ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომ თქვენს არხზე მსგავსი ბოტები არ არსებობდნენ. სხვა შემთხვევაში, აბონენტებმა და რეკლამის დამკვეთებმა შეიძლება იფიქრონ, რომ თვალს არ ადევნებთ საკუთარ არხს.

როგორ ამოვიცნოთ ნეიროკომენტარი?

დააკვირდით კომენტარის შინაარსს – თუ ის არ პასუხობს თემას, ან აზრსმოკლებულია, დიდი ალბათობით, ბოტთან გაქვთ საქმე;

  • შეამოწმეთ ნიკნეიმი – ხშირად, სახელთან ერთად, ბოტს აწერია კომპანიის მაიდენტიფიცირებელი აბრევიატურებიც;
  • შეამოწმეთ პუნქტუაცია და ორთოგრაფია – ხშირად, ბოტები არაგრამატიკულად წერენ.

როგორ ხასიათდებიან ჩვეულებრივი ბოტები?

ბოტები ცარიელი ანგარიშებია, რომლებიც შექმნილია სპეციალური პროგრამების გამოყენებით სოციალურ ქსელებში. არსებითად, ესენი არიან მკვდარი სულები, რომლებიც გამოიწერენ არხს და თვალს ადევნებენ მას, თუმცა, არაფერს არ იწონებენ. შედეგად, არხს ჰყავს ათობით ათასი გამომწერი და ასობით ნახვა.

თუმცა, არსებობენ ბოტები, რომლებიც ნახულობენ პოსტებს და იწონებენ კიდეც მას. ამ შემთხვევაში, გამოდის, რომ არხის გამოწერა არ იზრდება, მაგრამ ჩართულობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მაღლდება. მაგალითად, პოსტებს ნახულობს 100 ათასი ადამიანი, თუმცა არხს 10 ათასი გამომწერი ჰყავს.

ჩვეულებრივ, ასეთ ბოტებს ქმნიან არაკეთილსინდისიერი ადმინები ან კონკურენტები, რათა გააფუჭონ არხის სტატისტიკა, რადგან ცუდი სტატისტიკის პირობებში ნაკლებ სავარაუდოა, რომ ვინმემ რეკლამის განთავსება ისურვოს.

როგორ ამოვიცნოთ ჩვეულებრივი ბოტები?

ეს დამოკიდებულია ბოტის ხარისხზე. თუ კონკურენტმა გამოგიგზავნათ ყველაზე იაფი ბოტები, ეს იქნება მარტივი ანგარიშები იეროგლიფებით მეტსახელში ან გაუგებარი მომხმარებლის სახელებით, როგორიცაა „@srkvijvi143324“. მათ უმეტესობას ფოტოებიც კი არ ექნება, ხოლო თუ ექნება ფოტოები – უხარისხო და  მხოლოდ ერთი.

ხოლო ძვირადღირებული ბოტები პრაქტიკულად არ განსხვავდება ჩვეულებრივი მომხმარებლებისგან.

როგორ გავუმკლავდეთ ბოტებს?

მიმართეთ დაცვის მექსნიზმებს.

ეს არის სერვისები, რომლებიც აანალიზებენ ყველას, ვისაც გამოწერა სურს და არ უშვებენ საეჭვო ექაუნთებს.

ისინი ძირითადად მუშაობენ ორ პრინციპზე დაყრდნობით:

  • თაღლითები, როგორც წესი, ქმნიან ბოტების დიდ რაოდენობას ერთდროულად. შედეგად, სერვისი ითვლის ყველას, ვინც დარეგისტრირდა გარკვეულ წუთში და კრძალავს მათ;
  • შეადარეთ აბონენტები მითითებული პარამეტრებით. მაგალითად, შეგიძლიათ დააყენოთ პარამეტრი ისე, რომ ბოტმა მხოლოდ აბონენტებს მისცეს ზედმეტსახელი ინგლისურ ენაზე, დანარჩენი კი აკრძალოს.