დღევანდელ სტატიაში მოცემული მითითებები დაგეხმარებათ, კონტექსტური რეკლამა Yahoo-ზე განათავსოთ:
ამისთვის, უნდა გადახვიდეთ ბმულზე: https://advertising.yahoo.com/gemini/!
შემდეგ, შეხვიდეთ თქვენს ანგარიშში, ან შექმნათ, თუ არ გაქვთ.
ავტორიზაციის შემდეგ, აჭერთ ღილაკს Get started
სისტემა გადაგიყვანთ გვერდზე, სადაც უნდა შეავსოთ შემდეგი ველები:
კომპანიის სახელი;
საიტის მისამართი;
Საკონტაქტო ელ. ფოსტა;
ტელეფონის ნომერი;
ქვეყანა;
ვალიუტა.
ამის შემდეგ, დაეთანხმებით წესებს და აგრძელებთ რეკლამის დაყენებას.
ჯერ უნდა აირჩიოთ მიზანი:
ვებ-გვერდის მონახულება;
ბრენდის პოპულარიზაცია;
აპლიკაციის ჩამოტვირთვა.
დღეს განვიხილავთ კამპანიის შექმნის ვარიანტს, რომლის მთავარი მიზანი საიტის მონახულებაა. ასე რომ, მიზნის არჩევის შემდეგ, უნდა დავიწყოთ სარეკლამო კამპანია.
აირჩიეთ რეკლამის ტიპი:
search only;
search and native;
native only.
რა მნიშვნელობით არის გამოყენებული სიტყვა Native? – ამ შემთხვევაში აქ იგულისხმება, რომ რეკლამა გამოიყურება, როგორც ორიგინალური კონტენტი.
შემდეგ გადადიხართ სტანდარტული პარამეტრების დაყენებაზე:
ასაკი;
სქესი;
გეოტარგეტინგი;
რეკლამის ენა;
მომხმარებლის ინტერესები.
რეკლამის ჩვენების პირობა არის საკვანძო სიტყვების გამოყენება. მათი პოვნა შეგიძლიათ Google Word Planner-ში.
შემდეგ, ვნიშნავთ ბიუჯეტის დღიურ ან მთლიან ლიმიტს (მინიმალური ბიუჯეტი არის $5).
ყველა პარამეტრის დაყენების შემდეგ, მოგიწევთ თქვენი ანგარიშის შევსება.
რეკლამის მაგალითი Yahoo-ს საძიებო სისტემაში.