როგორ გავხსნათ საბანკო ანგარიში დისტანციურად?

საქართველოს ფარგლებს გარეთ მხოვრებ მოქალაქეებს ბანკებში ანგარიშის გახსნა სხვადასხვა მიზეზის გამო შეიძლება დასჭირდეთ:

გადარიცხვები;

საქმიანი საჭიროებები;

კონტრაგენტებთან ურთიერთ ანგარიშსწორებისთვის;

დეპოზიტზე თანხის დაზოგვისთვის.

თუმცა, ყველაზე ხშირად საბანკო ანგარიშის გახსნის მიზეზი არის უნაღდო ანგარიშსწორების საჭიროება: ფულის გადარიცხვა, ბარათით გადახდა, შესყიდვების გაკეთება ინტერნეტში.

როგორ უნდა გახსნათ საბანკო ანგარიში საქართველოში? ამ სტატიაში ზუსტ ინსტრუქციას გაეცნობით.

ვის აქვს უფლება გახსნას ანგარიში ქართულ ბანკში?

ანგარიშის გახსნა შეუძლიათ როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე არარეზიდენტებს, რომლებიც 183 დღის განმავლობაში იმყოფებიან საქართველოში.

ანგარიშების სახეები, რომელთა გახსნა საქართველოს ბანკებშია შესაძლებელი:

მიმდინარე ანგარიში – მისი დახმარებით შეგიძლიათ განახორციელოთ გადარიცხვები მთელს მსოფლიოში, შეზღუდვების გარეშე, გადაცვალოთ ვალუტები, გადაიხადოთ ინვოისები. ასევე შეგიძლიათ განახორციელოთ ოპერაციები და ჩარიცხოთ თანხები სამ ვალუტაში: ლარი, აშშ დოლარი და ევრო. საქართველოში საბანკო ანგარიშს ხსნიან მეწარმეები და იურიდიული პირები ბიზნესის წარმოებისთვის.

სადეპოზიტო ანგარიში – ასეთი ანგარიშის მფლობელი იღებს მოგებას ბალანსზე არსებული თანხის პროცენტულად. მიღებული თანხების გატანა შეგიძლიათ ყოველთვიურად ან ხელშეკრულების ბოლოს, კონკრეტული ბანკის პირობებიდან გამომდინარე.

ბარათის ანგარიში – ეს არის პლასტიკური ბარათი, რომელიც არარეზიდენტებს სჭირდებათ კომფორტული გადახდებისა და შესყიდვებისთვის.

საქართველოს ბანკების მოთხოვნები ანგარიშის გასახსნელად

საქართველოს მოქალაქისთვის ანგარიშის გახსნა მარტივი და სწრაფი პროცედურაა. ზოგიერთი ბანკი საშუალებას გაძლევთ, დისტანციურად წარადგინოთ დოკუმენტები. უცხო ქვეყნის მოქალაქეები პირადად უნდა ესტუმრონონ ბანკის ფილიალებს. თუ ეს შეუძლებელია, შეგიძლიათ გასცეთ მინდობილობა წარმომადგენელზე, რომელიც გაივლის ამ პროცედურას ანგარიშის მფლობელის ნაცვლად. მინდობილობა და მასთან ერთად პასპორტის ასლი დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიულად.

საგადასახადო რეზიდენტები ხდებიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობდნენ 183 დღის განმავლობაში, რაც მნიშვნელოვნად ზრდის საბანკო დაწესებულებიდან დადებითი გადაწყვეტილების მიღების შანსებს.

როგორ გავხსნათ საბანკო ანგარიში საქართველოში დისტანციურად?

  • იპოვეთ სანდო ადამიანი, რომელიც თქვენი სახელით წავა ბანკში;
  • დოკუმენტების ნოტარიულად დამოწმება;
  • გაუგზავნეთ საბუთები საქართველოში თქვენს წარმომადგენელს;
  • დოკუმენტების თარგმნა ქართულად;
  • განაცხადის გაკეთება ანგარიშის გახსნაზე;
  • უნდა მიიღეთ თქვენი საბანკო ანგარიშის დეტალები.

საუკეთესო ქართული ბანკები საბანკო ანგარიშის გასახსნელად

  • საქართველოს ბანკი/სოლო ბანკი;
  • თიბისი ბანკი;
  • ლიბერთი ბანკი;
  • ტერა ბანკი.