დღეს, ყველა ინდუსტრიის კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა, მომხმარებლებთან უფრო ღრმა ურთიერთობები განავითარონ ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით. ამ ტექნოლოგიების უპირატესობების გასაცნობად, კომპანიებმა უნდა გააცნობიერონ, როგორ მივიდნენ სწორ გადაწყვეტილებამდე და როგორ მოარგონ პროგრამები მომხმარებელთა კონკრეტულ მოთხოვნებსა და პრეფერენციებს. ამ ბალანსის მიღწევამ შეიძლება შექმნას უფრო მნიშვნელოვანი კავშირი თქვენს მომხმარებლებთან და საბოლოოდ გააუმჯობესოს თქვენი ბრენდის რეპუტაცია და მომგებიანობა.
ყოვლისმომცველი ციფრული პლატფორმის შემუშავება გამოწვევას წარმოადგენს მრავალი საშუალო ბაზრის კომპანიისთვის. ამისთვის საჭიროა, ტექნოლოგიური აპლიკაციების, მომხმარებლის გამოცდილებისა და კორპორატიული სტრატეგიის ეფექტურ ციფრულ გადაწყვეტაში ინტეგრირება.
იმისათვის, რომ ეფექტურად გამოიყენოთ ტექნოლოგია მომხმარებელთა გამოცდილების გასაუმჯობესებლად, თქვენ უნდა გაითვალისწინოთ, თუ როგორ შეუძლია ინოვაციას გააუმჯობესოს თქვენი გაყიდვები ორ ძირითად სფეროში – ესენია: არსებული კლიენტებთან ურთიერთობების განვითარება და ახალი მომხმარებლების მოზიდვა.
ძველი კლიენტების შესანარჩუნებლად საჭიროა, თქვენს თავს დაუსვათ კითხვები:
ვიყენებ პროგნოზირებულ ანალიტიკას მომხმარებლის ჩვევებისა და საჭიროებების გასაგებად?
ვინარჩუნებ ინტერნეტთან კავშირს და ვაკვირდები სოციალურ მედიას პროდუქტის ტენდენციებისა და მოსაზრებების გასაცნობას?
როგორ მოვახდინო სხვადასხვა ტიპის კლიენტების სეგმენტირება?
ხოლო ახალი მომხმარებლების მოსაზიდად თქვენ პირველ რიგში უნდა გაიგოთ:
- მაქვს თუ არა ეფექტური ურთიერთობის სტრატეგია და ძლიერი პროგრამები ახალი კლიენტების მოსაზიდად?
- იყენებს თუ არა ჩემი კომპანია მონაცემთა ანალიტიკას იმის დასადგენად, თუ რა პროდუქტები სჭირდება მომხმარებელს და როდის?
- ვიყენებ ციფრულ მარკეტინგის საცალო მოვაჭრეებთან პარტნიორობისთვის?
- ვიყენებ თუ არა მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის (CRM) პროგრამულ უზრუნველყოფას იმის დასადგენად, ათვალიერებენ თუ არა პოტენციური კლიენტები ჩემს შინაარსს და ინფორმაციას?
- შევიმუშავე თუ არა ინოვაციური გზები პოტენციური მომხმარებლებისთვის, რომ ჩემი პროდუქცია შეძენამდე გამოსცადონ?
რა არის საჭირო კლიენტებთან მიმდინარე ურთიერთობების განვითარებისთვის?
ციფრული გადაწყვეტილებები ორგანიზაციებს აძლევს შესაძლებლობას იპოვონ ლოიალური მომხმარებლები გამარტივებული და მიზანმიმართული გამოცდილების მიწოდებით. მნიშვნელობა არ აქვს, ყიდით პროდუქციას თუ სერვისებს – კომპანიამ უნდა დანერგოს პროგნოზირებადი ანალიტიკური ტექნოლოგია, რათა დარჩეს მოქნილი და წინასწარი გათვლები გააკეთოს მთელი წლის განმავლობაში, რომ უკეთ დააკმაყოფილოს თავისი კლიენტების საჭიროებები.
შესაძლებლობების შექმნა ახალ კლიენტებთან
კომპანიები მონაცემებს აგროვებენ მომხმარებლებისგან, რომ ეს ინფორმაცია გამოიყენონ გაყიდვების სტრატეგიების შესამუშავებლად. თუმცა, თქვენ შეგიძლიათ კიდევ უფრო გააუმჯობესოთ მიდგომა, თუ როგორ მიაღწიოთ თქვენს კლიენტებამდე ისეთი ტექნოლოგიების გამოყენებით, როგორიცაა CRM აპლიკაციები და მარკეტინგული ავტომატიზაციის ინსტრუმენტები. CRM პლატფორმები განსაკუთრებით სასარგებლოა ახალ მომხმარებლებთან ურთიერთობის განვითარებისთვის. ამ სისტემების ეფექტურმა გამოყენებამ შეიძლება აჩვენოს, თუ როგორ ურთიერთობდნენ მომხმარებლები თქვენს კომპანიასთან, როგორიცაა სტატიის კითხვა ან თქვენი ვებსაიტის კონკრეტული გვერდის მონახულება. ეს იდეები დაგეხმარებათ მოარგოთ თქვენი გაყიდვები ან პროდუქტის შეთავაზება პოტენციურ მყიდველს საჭირო დროს.
ამას გარდა, ციფრული მარკეტინგის აპლიკაციების გამოყენება, როგორიცაა სოციალური მედია, მობილური აპლიკაციები და ელ.ფოსტის აპლიკაციები, გთავაზობთ კრეატიულ გზებს, რომ გაგაცნოთ ახალი მომხმარებლები და შეაფასოთ მათი ინტერესი. მრავალი თვალსაზრისით, ეს აპლიკაციები ხსნის ახალ შესაძლებლობებს, რომ გააცნოთ ხალხს თქვენი პროდუქტები და წაახალისონ ისინი მათი გამოყენებისკენ.
ხშირად კომპანიები ერიდებიან ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, რადგან არ იციან საიდან დაიწყონ. თუმცა, ეფექტური ტექნოლოგიური აპლიკაციებისა და შესაძლებლობების გარეშე, მომხმარებლებმა შეიძლება იგრძნონ იმედგაცრუება ციფრული ტექნოლოგიით და შემდეგ გადავიდნენ სხვა ვარიანტზე, რომელიც უფრო მარტივია და უზრუნველყოფს უკეთეს სავაჭრო გამოცდილებას.
თუმცა, ტექნოლოგიური ინვესტიციები უნდა იყოს გააზრებული და ფრთხილად განხორციელებული. კომაპნიები ხშირად კარგავენ ფულს ისეთ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებში, რომლებიც არ შეუწყობს ხელს მათ წარმატებას. ხოლო სწორ ტექნოლოგიებში ინვესტიცია უზარმაზარ გავლენას მოახდენს თქვენს კლიენტებზე და უზრუნველყოფს თქვენი კომპანიის მდგრად წარმატებას.