ხოლო სოციალური ქსელის, როგორც სარეკლამო პლატფორმის ეფექტურობა პირდაპირ გამომდინარეობს მისი პოპულარობიდან – რაც უფრო მეტი ადამიანი სტუმრობს მათ გვერდებს ყოველდღიურად, მით მეტს გაიგებს მომხმარებელი კონკრეტული ბრენდის შესახებ. თუ გსურთ ინსტაგრამზე რეკლამის განთავსება, რამდენიმე რჩევა უნდა გაითვალისწინოთ.
ინსტაგრამ რეკლამის მახასიათებლები:
Instagram უზარმაზარი სოციალური ქსელია, სადაც ადგილი მოიძებნება, როგორც დიდი, ასევე მცირე ბრენდებისთვის. მთავარია სარეკლამო სტრატეგიის სწორად აგება.
ამ სოციალური ქსელის აუდიტორიის გათვალისწინებით (ახალგაზრდები 18-დან 29 წლამდე), ინსტაგრამზე პოპულარიზაცია განსაკუთრებით ეფექტური იქნება ახალგაზრდული ბრენდებისთვის, სილამაზის ინდუსტრიისთვის და კულინარიისთვის. თუმცა, მაშინაც კი, თუ თქვენ მიმართავთ თქვენი აუდიტორიის უმცირეს პროცენტს, მაგალითად, 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებს, ყოველთვის შეგიძლიათ თქვენი რეკლამა კონკრეტულად ამ დემოგრაფიულ მიმართულებაზე მიმართოთ.
ვინაიდან Instagram ძირითადად ვიზუალური პლატფორმაა, ტექსტური რეკლამა აქ პრაქტიკულად არ გამოიყენება. ადგილობრივი აუდიტორიის მოსაზიდად, თქვენ უნდა იზრუნოთ მაღალი ხარისხის ვიზუალური კონტენტის შექმნაზე – მოამზადოთ კარგი ვიდეო ან ფოტომასალა.
თუ გსურთ კონკურენცია გაუწიოთ სხვა ბრენდებს, უნდა შექმნათ კრეატიული რეკლამა და მოიპოვოთ თქვენი აუდიტორიის ნდობა.
რეკლამის სახეები ინსტაგრამზე:
Instagram-ზე 2 ტიპის რეკლამა არსებობს:
მიზნობრივი რეკალამა;
პოპულარიზაცია ბლოგერების/პუბლიკის საშუალებით.
ორივე ვარიანტს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. მაგალითად, მიზნობრივი რეკლამა უზრუნველყოფს სწრაფ გაშვებას და მარტივ მართვას. ბლოგერების საშუალებით პოპულარიზაცია შეიძლება იყოს უფრო ეფექტური, რადგან ინფლუენსერებს უკვე ჰყავთ ლოიალური მაყურებლები.
მიზნობრივი რეკლამის სახეობები:
შეგიძლიათ გაუშვათ ინსტაგრამის სთორიში;
ფოტორეკლამა;
ვიდეორეკლამა;
პოსტი, რომელშიც რამდენიმე ფოტოს და ვიდეოს ერთდროულად განათავსებთ.
რეკლამა სთორებში:
სთორებში რეკლამის გამოყენებით, შეგიძლიათ ხალხს აჩვენოთ თქვენი ბრენდის უნიკალურობა, მიიპყროთ მომხმარებლების ყურადღება და წაახალისოთ ისინი გარკვეული ქმედებებისკენ. დაახლოებით 4 მილიონი კომპანია ყოველთვიურად აქვეყნებს რეკლამას თავიანთ პროდუქტებს Instagram-ის ამ განყოფილების საშუალებით.
თქვენ რეკლამები სთორებში განთავსება შეგიძლიათ Facebook Ads Manager-ის მეშვეობით. ამისათვის საჭიროა:
გადახვიდეთ Ads Manager-ში;
დააჭირეთ „რეკლამის შექმნას“;
აირჩიეთ „მიზანი” და “გაშუქება”;
გადადით ქვეგანყოფილების გვერდზე „განლაგების ტიპები”;
დააჭირეთ „ფლეისთმენთის რედაქტირებას“;
მიუთითეთ „პალტფორმები“ – „ისტორიები“.
დააყენეთ საჭირო სარეკლამო კამპანიის პარამეტრები;
ატვირთეთ ვერტიკალურად განლაგებული ფოტო ან ვიდეო 15 წამამდე ხანგრძლივობით.
რეკლამა ინფლუენსერების საშუალებით:
რეკლამა ინფლუენზერის საშუალებით არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი საქონლისა და მომსახურების პოპულარიზაციისთვის სოციალურ ქსელებში.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბრენდირებული კომპანიების 45% ანაწილებს სარეკლამო ბიუჯეტს ერთდროულად 50-100 ბლოგერს შორის.
მიმდევრების რაოდენობის მიხედვით, ინფლუენსერები იყოფიან:
ნანო-ინფლუენსერებად – ვისაც 10 ათასამდე გამომწერი ჰყავს. მათი აუდიტორია საკმაოდ ლოიალურია. მაგრამ ამავე დროს, ბლოგერს მცირე გამოცდილება აქვს რეკლამების გამოქვეყნებაში, ამიტომ შესაძლოა დათანხმდეს კიდეც საჭირო რეკლამის გაკეთებას ბარტერის საშუალებით.
მიკროინფლუენსერები – 100 ათასამდე მიმდევარით. ბლოგერების ამ კატეგორიას ასევე ჰყავს ერთგული აუდიტორია. მაგრამ მათ აქვთ რეკლამის განმთავსებლებთან მუშაობის მეტი გამოცდილება, ამიტომ თანამშრომლობა შეიძლება განხორციელდეს საკმაოდ დაბალ ფასად.
მსხვილი ინფლუენსერები – 1 მილიონამდე ადამიანის აუდიტორიით. ასეთი ბლოგერები აქტიურად მუშაობენ რეკლამის განმთავსებლებთან, ასე რომ მათ დიდი გამოცდილება აქვთ, მაგრამ მათი აბონენტები ნაკლებად ლოიალურები არიან და ნაკლებად რეაგირებენ რეკლამაზე.
ცნობილი სახეები მილიონზე მეტი გამომწერით. ამ კატეგორიას აქვს არათანმიმდევრული ჩართულობა, მაგრამ დიდი წვდომა. ფასები საკმაოდ მაღალია, რაც შეიძლება არ იყოს გამართლებული.
რეკლამის განთავსების წესები:
ინსტაგრამზე რეკლამის განთავსებისას უნდა გაითვალისწინოთ სოციალური ქსელის წესებით გათვალისწინებული მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მარკეტინგული შინაარსი არ იქნება ნაჩვენები მომხმარებლებისთვის. წესები ასეთია:
ფეისბუქის საშუალებით ინსტაგრამზე სარეკლამო პოსტების გამოქვეყნება შესაძლებელია მხოლოდ ბიზნეს პროფილის შექმნით.
თქვენ უნდა მართოთ Facebook ანგარიში, რომელიც დაკავშირებულია თქვენს Instagram პროფილთან.
ტექსტის შინაარსის მაქსიმალური სიგრძეა 300 სიმბოლო.
ფოტოების ზომის შეზღუდვები დამოკიდებულია მათ ფორმატზე:
კვადრატი – არანაკლებ 600×600 პიქსელი, არაუმეტეს 1936×1936 პიქსელი;
მართკუთხა ლანდშაფტი – არანაკლებ 600×315 პიქსელი, არაუმეტეს 1936×1936 პიქსელი;
მართკუთხა პორტრეტი – არანაკლებ 600×750 პიქსელი, არაუმეტეს 1936×1936 პიქსელი.
ვიდეოს ზომა უნდა იყოს მაქსიმუმ 4 გიგაბაიტი.
აკრძალულია ისეთი პროდუქტების რეკლამირება, როგორიცაა მედიკამენტები, თამბაქოს ნაწარმი, მოზრდილებისთვის განკუთვნილი პროდუქტები და სხვა.
როგორ ვიყიდოთ რეკლამა ინსტაგრამზე?
Instagram იყენებს ეფექტურ მარკეტინგულ ინსტრუმენტებს, რომლებიც უკვე ცნობილია რეკლამის განმთავსებლებისთვის. მათი გამოყენებით, შეგიძლიათ დააყენოთ, გაუშვათ და თვალყური ადევნოთ კამპანიებს ისევე, როგორც Facebook-ზე.
Instagram-ზე რეკლამის განთავსება შესაძლებელია Facebook-ის საშუალებით. ამისთვის საჭიროა რამდენიმე ნაბიჯი:
შექმენით ბიზნეს ექაუნთი;
შექმენით სარეკლამო კამპანია;
დააყენეთ ბიუჯეტი;
გამოაქვეყნეთ სარეკლამო კონტენტი.