რა არის Google-ის ბიზნეს პროფილი?
ეს უფასო ინსტრუმენტია, რომელიც მცირე ბიზნესის და არაკომერციული ორგანიზაციის მფლობელებს საშუალებას აძლევს, თავიანთი კომპანიების შესახებ ინფორმაცია გაავრცელონ Google Search-სა და Maps-ში. ბიზნეს-პროფილის დახმარებით, შეძლებთ კლიენტებთან ურთიერთობას, სიახლეების გამოქვეყნებას და დააკვირდებით, როგორ ურთიერთქმედებენ კლიენტები თქვენს ბიზნესთან Google-ში.
იმისთვის, რომ ტენდენციებს არ ჩამორჩეთ და ბიზნესი Google-ში დაარეგისტრიროთ, რამდენიმე ინსტრუქციას უნდა მიყვეთ:
გახსენით კომპიუტერში Google-ს ექაუნთი.
- ხოლო თუ არ გაქვთ, შექმენით ახალი. ამისთვის, რეგისტრაციისას უნდა მიუთითოთ თქვენი კომპანიის დომენის ელფოსტის მისამართი.
გადადით პროფილის შექმნის გვერდზე.
მიუთითეთ კომპანიის სახელწოდება
- როდესაც თქვენი კომპანიის სახელის პირველ ასოებს შეიყვანთ, შესაძლოა სხვადასხვა ვარიანტები ამოგიგდოთ.
- ამასთან, თუ შეტყობინებას მიიღებთ იმის შესახებ, რომ ვიღაცამ უკვე დაადასტურა თქვენი ბიზნეს ინფორმაცია, სთხოვეთ ამ პირს, გადმოგცეთ ამ ბიზნეს პროფილზე უფლებები.
შემდეგ, იპოვეთ თქვენი საქმიანობის ტიპი.
- მიუთითეთ, აქვს თუ არა თქვენს კომპანიას მისამართი, სადაც ემსახურებით მომხმარებლებს. თუ ფილიალი გაქვთ, სადაც თქვენი თანამშრომლები კლიენტებ იღებენ სამუშაო საათებში, დააჭირეთ „კი“-ს.
შესაძლოა, დაგჭრდეთ სამუშაო საათების მითითება ან რუკაზე თქვენი კომპანიის მისამართის მონიშვნა.
- თუ არ გაქვთ ფილიალი, სადაც თქვენი თანამშრომლები კლიენტებს იღებენ, დააჭირეთ „არა“-ს.
მიუთითეთ თქვენი მომსახურების არეალი. შეგიძლიათ მიუთითოთ ქალაქი, საფოსტო ინდექსი ან ტერიტორიის სხვა აღნიშვნა, სადაც მუშაობთ.
- შეგიძლიათ დაამატოთ 20-მდე სერვის ცენტრი.
- გაითვალისწინეთ: რეკომენდირებულია მომსახურების არეალის არა უმეტეს 2 საათის სავალ გზამდე შეზღუდვა, თუმცა, ზოგიერთი კომპანია უფრო შორ დისტანციასაც უთითებს.
მიუთითეთ კომპანიის ტელეფონის ნომერი და საიტის URL (უნიფიცირებული რესურსი ლოკატორი).
შემდეგ, აირჩიეთ მონაცემთა დადასტურების მეთოდი:
- გირჩევთ, დადასტურების მოთხოვნის გაგზავნამდე შეამოწმოთ თქვენს მიერ მითითებული ინფორმაცია.
თქვენი მონაცემების დაუყოვნებლივ დასადასტურებლად გვერდის ზედა, წითელ ბანერზე დააწკაპუნეთ სიტყვაზე – „დადასტურება“.
ხოლო მოგვიანებით დასადასტურებლად, დააჭირეთ ღილაკს – Confirm later.
- თუ თქვენი კომპანიის პროფილში ქსელის მონაცემების მართვის ნებართვა არ გაქვთ, დახმარებისთვის მიმართეთ ვინმეს, ვისაც აქვს ასეთი ნებართვა.