დღევანდელ რეალობაში, რეკლამის განთავსებას Facebook-ზე, Instagram-სა და Messenger-ში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ახალი მომხმარებლების მოზიდვისა და აქტუალობის შენარჩუნების კუთხით. ამიტომ, ბიზნესის მფლობელებმა სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსება ბიუჯეტში აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ.
ეს საკმაოდ ადვილია, თუ ჩვენს ინსტრუქციას მიჰყვებით:
გახსენით Meta Business Suite.
გადადით Ads Manager-ში თქვენს საინფორმაციო დაფაზე და დააჭირეთ მწვანე ღილაკს „Create“.
მომართეთ თქვენი რეკლამის საწყისი ნაწილები და გადადით ბიუჯეტზე – ფეისბუქის რეკლამის განრიგის გამოსაყენებლად, მონიშნეთ Lifetime და მიუთითოთ მთლიანი თანხა, რომლის დახარჯვაც გსურთ ამ რეკლამაზე.
ბიუჯეტის ინფორმაციის ქვევით აირჩიეთ „მაჩვენე დამატებითი პარამეტრები“ და დააჭირეთ „შეცვლას“ პუნქტის Ad Scheduling-ის გვერდით.
შემდეგ, აირჩიეთ „რეკლამის გაშვება გრაფიკით“.
გამოჩნდება თარიღები და დროები, სადაც შეგიძლიათ მიუთითოთ, ზუსტად როდის გსურთ თქვენი რეკლამის გაშვება. მაგალითად, თუ თქვენი აუდიტორია ონლაინში დილის 10:00-დან 14:00 საათამდეა, შეგიძლიათ თქვენი რეკლამა დროის ამ მონაკვეთში გაუშვათ.