როგორ დავტესტოთ კრეატიული იდეები Facebook-ზე?

მაღალი ხარისხის კრეატივი არა მხოლოდ უფრო მეტად იზიდავს აუდიტორიას, არამედ ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას. ეს დადებითად მოქმედებს ეფექტურობის საკვანძო მაჩვენებლებზე, მაგალითად, ცნობადობის გაზრდაზე.

თუმცა, ზოგჯერ ძნელია ზუსტად განსაზღვრო, მაღალი ხარისხის რეკლამის რომელი ელემენტები იწვევს აუდიტორიაში უფრო მეტ გამოხმაურებას და რა უწყობს ხელს სტაბილურად მაღალი შედეგების მიღწევას.

ეფექტური სტრატეგიების შემუშავებაში მნიშვნელოვანი ფაქტორია როგორც ხარისხიანი კრეატივისა და სისტემატური გაზომვების კომბინაცია.

როგორც შევარჩიოთ შემოქმედებითი ტესტირებისთვის მიდგომა?

ეფექტური ტესტირების სტანდარტიზებული მიდგომა მინიმუმამდე ამცირებს სუბიექტურ შეფასებას და უკეთეს შედეგებს იძლევა.

მარკეტინგში მიღებულია ქმედებების შემდეგი თანმიმდევრობა:

  • განსაზღვრეთ რა ბიზნეს მიზნის მისაღწევად იქმნება კრეატიული;
  • ჩამოაყალიბეთ ჰიპოთეზა, რომელიც უნდა დაიტესტოს. მაგალითად – „კრეატივი ანიმაციური გამოსახულებით უფრო დაგვეხმარება მიზნების მიღწევაში, ვიდრე კრეატივი, რომელშიც ადამიანები მიიღებენ მონაწილეობას;
  • დააყენეთ ტესტი მეტრიკებით, რაც დაადასტურებს ან უარყოფს ჰიპოთეზას;
  • შესაძლო შედეგებზე დაყრდნობით შეიმუშავეთ სამოქმედო გეგმა. მაგალითად, თუ კრეატივი გეიმპლეით უფრო ეფექტური გამოდგა, გამოიყენეთ ის მთავარ კამპანიაში.

ტესტის დაყენება:

როგორც წესი, ტესტის დაყენებისას თქვენ ცდილობთ მსგავსი პირობები შექმნათ ნაკლები დანახარჯებით. ამიტომ, უნდა გადაწყვიტოთ, რა არის თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი – უფრო საიმედო შედეგებზე გასვლა, თუ ტესტის ღირებულებისა და ხანგრძლივობის შემცირება. ტესტირების ვარიანტები დამოკიდებულია თქვენს გადაწყვეტილებაზე.

მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ შერცეული ვარიანტის ღირებულება და სარგებელი, რადგან ამ ფაქტორებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ტესტის შედეგების სანდოობასა და პროგნოზირებადობაზე.

ტესტები შეიძლება დაიყოს ორ ჯგუფად: სტანდარტული ან გასაშვებად მზა (A/B ტესტირება) და გაფართოებული. სტანდარტული ტესტები, როგორც წესი, არ საჭიროებს დიდ მომზადებას ან განსაკუთრებულ ძალისხმევას. გაფართოებული ტესტების დაყენება კი უფრო რთულია, რადგან მაგრამ მათ შეუძლიათ უფრო დეტალური და ზუსტი სტატისტიკის  უზრუნველყოფა.

შესაბამისად, შემოქმედებითი ტესტირების ორი ძირითადი ტიპია:

სტანდარტული A/B ტესტირება

თუ ამ ტიპის ტესტირების ჩატარება გსურთ, Facebook-ზე A/B ტესტირების ინსტრუმენტი შეგიძლიათ გამოიყენოთ „ექსპერიმენტების“ განყოფილებაში, რომელსაც Ads Manager-ში მიაგნებთ.

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ კრეატივის სტანდარტული ტესტირების პროცედურა ადვილი ამოცანაა, თუმცა, იმისთვის, რომ ეს ეფექტურად გააკეთოთ და საიმედო შედეგები მიიღოთ, დიდი ყურადღების გამოჩენაა საჭირო.

მასში 2-დან 5-მდე სატესტო ჯგუფია, თითოეული მათგანი კი შეიძლება შეიცავდეს ცალკეულ კრეატიულ, სარეკლამო კომპლექტს, კამპანიას ან კამპანიის ჯგუფს.

ტესტის დაყენებისას, არსებობს ერთი ან რამდენიმე წარმატების საწომის დაყენების არჩევანი.

სისტემა თანაბრად ანაწილებს ბიუჯეტს ტესტირებულ ობიექტებს შორის და ირჩევს გამარჯვებულს. მაგალითად, შეგიძლიათ შეადაროთ ვიდეო და ფოტო კრეატივის ეფექტურობა, მოკლე და გრძელი ვიდეოები, ვიდეოები ხმის გარეშე და ა.შ.

სტანდარტული შემოქმედებითი ტესტირება, რა თქმა უნდა, ეფექტური ინსტრუმენტია. თუმცა, თუ კიდევ უკეთეს შედეგებზე გასვლა გსურთ, უმჯობესია ის გამოიყენოთ, როგორც უფრო დიდი ტესტირების სტრატეგიის ნაწილი.