Google Analytics თქვენს ბიზნსესს მრავალ კითხვაზე პასუხის პოვნაში დაეხმარება – როგორია გაყიდვები? რომელი არხებიდან გადმოდიან მყიდველები? რა შინაარსის განვითარებაა საჭირო? – სწორედ ამ და სხვა კითხვებზე მიიღებთ პასუხს, თუ თქვენი საიტისა და მომხმარებლების ურთიერთქმედება გაინტერესებთ.
რა არის Google Analytics და რისთვის არის ის საჭირო?
Google Analytics არის მეტრიკული სერვისი, რომელიც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ მონაცემები მომხმარებელთა რაოდენობის შესახებ და გააანალიზოთ მათი ქცევა.
Google Analytics მახასიათებლები:
- საშუალებას გაძლევთ თვალყური ადევნოთ ტენდენციებს;
- გვაწვდის ინფორმაციას, რომელი ვებ-გვერდებიდან ხვდებიან ისინი ჩვენს საიტზე და როგორია მათი ქცევა გვერდზე ყოფნისას;
- გვაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ აქციოთ ვიზიტორები მყიდველებად და კლიენტებად;
- აკონტროლებს, რა მიზეზით ტოვებენ მომხმარებლები გვერდს;
- აჩვენებს, თუ რა კითხვების შედეგად პოულოვენ მომხმარებლები გვერდს;
- იძლევა საიტზე ყველაზე პოპულარული გვერდების სიას;
- საშუალებას გაძლევთ აკონტროლოთ სარეკლამო კამპანიების ეფექტურობა;
გვაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა კონტენტი უბიძგებს მომხმარებლებს მოქმედებისკენ ან იპყრობს მათ ყურადღებას.
სერვისზე რეგისტრაცია
ეს არის პირველი ნაბიჯი. რეგისტრაციის პროცედურის წარმატებით დასრულების შემდეგ, იქმნება ახალი ანგარიში:
- დაარქვით ექუნთს სახელი;
- მიუთითეთ საიტის URL;
- და ავსებთ მთლიან ველს.
ვებსაიტის ინტეგრაცია
ვებსაიტზე ანალიტიკის დასაყენებლად, შეგვიძლია გამოვიყენოთ რამდენიმე მარტივი მეთოდი:
- გამოიყენეთ Global Site Tag-ის სკრიპტი;
- გამოიყენეთ Tag მენეჯერი.