როგორ მივაგნოთ ჩვენთვის მომგებიან ნიშას ბიზნესის დაწყებისას?

ბიზნესის წამოწყებას ფიქრობთ, მაგრამ არ იცით საიდან დაიწყოთ? ან ახალი ნიშის დაჭერა გსურთ, თუმცა მისი არჩევა გიჭირთ? ამ სტატიაში რამდენიმე ბიზნეს ტრენდს გაგიზიარებთ, რომლებიც ბაზარზე პოპულარობით სარგებლობს და რაც ახალი ნიშის დაკავებაში დაგეხმარებათ.

ხშირად ხდება ისე, რომ მეწარმეები ველოსიპედის ხელახლა გამოგონებას ცდილობენ, არადა, ბაზარზე ველოსიპედის სათადარიგო ნაწილებზე, ანაც, მის ტექნიკურ მოთხოვნილებაზეა მოთხოვნა. ასე რომ, მომგებიანი ნიშები უნდა მოვძებნოთ იქ, სადაც მოთხოვნა არსებობს, თუმცა საკმარისად არ არის მაღალხარისხიანი შეთავაზებები.

ამის გასაკეთებლად საჭიროა, მიჰყვათ ხუთ ნაბიჯს:

შექმენით კომპეტენციის რუკა 

უპასუხეთ სამ მარტივ კითხვას:

რაში ხარ კომპეტენტური?

რომელ სფეროში გაგაჩნიათ ყველაზე მეტი კონტაქტი?

რისი კეთება გაინტერესებთ?

კომპეტენციები – ჩამოწერეთ ყველაფერი, რისი კეთებაც გეხერხებათ.

პროფესიონალური კონტაქტები – აუცილებელია იმ ადამიანების სიის შექმნა, რომლებსაც იცნობთ, როგორც თავიანთი დარგის პროფესიონალებს.

ინტერესები და ჰობი – ჩამოწერეთ ყველაფერი, რაზეც გსურთ თავისუფალი დრო გაატაროთ.

ამ ეტაპზე შეიძლება ჯერ კიდევ გაგიჭირდეთ იმის წარმოდგენა, თუ რა გზას უნდა დაადგეთ, თუმცა შემდგომი ძიების პროცესში გაირკვევა, რომელი იდეა იქნება მომგებიანი.

ახალი ბიზნეს იდეების შეფასება

უნდა აირჩიოთ ყველაზე პერსპექტიული იდეები. ამისათვის შექმენით ცხრილი, რომელშიც ჩაწერთ იდეებს ვერტიკალურად და მთავარ კრიტერიუმებს ჰორიზონტალურად. უმჯობესია რეიტინგების მინიჭება 5-ბალიანი სკალით.

ამ ეტაპზე იდეები ჯერ კიდევ ძალიან სუბიექტურია და უფრო მეტად ასახავს თქვენს ხედვას, ვიდრე რეალურ სურათს. რამდენად ახლოს არის თქვენი შეხედულება ობიექტურ შეფასებასთან, ცხადი გახდება მხოლოდ ბაზრის განხილვის ეტაპზე და, განსაკუთრებით, იდეების ტესტირებისას.

ყურადღება მიაქციეთ შემდეგ ფაქტორებს:

  • გააჩნია თუ არა თქვენს იდეას ანალოგი? რამდენად ახლოსაა ის იმასთან, რის განხორციელებასაც თქვენ გეგმავთ?
  • არის თუ არა მოთხოვნა იმაზე, რის შეთავაზებასაც მომხმარებლებისთვის აპირებთ?
  • პერსპექტივები – რამდენად სავარაუდოა, რომ მომავალში ეს იდეა განვითარდეს და გაუმჯობესდეს?
  • კონკურენტუნარიანობა – შეუძლია თუ არა თქვენს იდეას სხვებთან კონკურენცია? რა არის მისი უპირატესობა?
  • მომგებიანობა – შეუძლია თუ არა ამ იდეას შემოსავლის მოტანა?

ამ ეტაპზე, იდეები უფრო მარტივად გაიცხრილება და შეძლებთ, საუკეთესოები ამოარჩიოთ.

ბაზრის მიმოხილვა

მას შემდეგ, რაც რამდენიმე საინტერესო იდეას შეარჩევთ, უნდა ჩაატაროთ კვლევები ბაზრის უფრო ღრმა ანალიზისთვის.

გაეცით პასუხები შემდეგ კითხვებს:

  • თქვენი პოტენციური კლიენტები ეძებენ იმას, რაც თქვენ უნდა შესთავაზოთ მათ?

ამის შემოწმება შესაძლებელია 2 ხელსაწყოს გამოყენებით: Google Trends და Google Ads. თუ მსგავსს არავინ ეძებს, ეს ნიშნავს, რომ მოთხოვნის შექმნაა საჭირო და ეს საკმაოდ ძვირი და ძალიან სარისკოა – უმჯობესია თავი შეიკავოთ ასეთ იდეებზე.

  • ვინ არის ამ ბაზარზე და რამდენი ხანია?

ამისათვის უბრალოდ ჩაწერეთ შეკითხვა საძიებო სისტემაში, რომლითაც პოტენციურ კლიენტებს შეუძლიათ მოძებნონ კონკრეტული პროდუქტი ან მომსახურება.

თუ ძირითადი მოთამაშეები დიდი ხანია არსებობენ, მაშინ მათთან კონკურენცია მოგიწევთ, რაც ადვილი არ იქნება.

  • რამდენია მთავარი მოთამაშეა ბაზარზე და რა არის მათი კონკურენტული უპირატესობა?

ამაში დაგეხმარებათ Similarweb ინსტრუმენტები და Serpstat (იმის უფრო ღრმად გასაგებად, თუ რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა).

ვინ იქნეაბ თქვენი მთავარი კლიენტი?

ამისათვის უმჯობესია შეადგინოთ კლიენტის სრული სოციალურ-ფსიქოლოგიური პორტრეტი (აირჩიეთ ის კრიტერიუმები, რომლებიც შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი მარკეტინგული სტრატეგიის ფორმირებისთვის: ასაკი, სქესი, საცხოვრებელი ადგილი, სოციალური სტატუსი, საშუალო თვიური შემოსავალი, ჩვევები და ინტერესები).

მაგალითად, თუ თქვენი ბიზნესი დაკავშირებულია სამზარეულოს კერძების მიწოდებასთან, სამიზნე აუდიტორიის პორტრეტი შეიძლება ასე გამოიყურებოდეს:

სქესი – არ აქვს მნიშვნელობა;

ასაკი – 25-დან 35 წლამდე (ეს იმას არ ნიშნავს, რომ 35 წელზე უფროსი ადამიანები შეკვეთას არ განახორციელებენ. უბრალოდ, თქვენი ძირითადი აუდიტორია მომუშავე უფრო ახალგაზრდები არიან, რომლებიც უფრო აქტიურად იყენებენ სმარტფონებს.

სოციალური სტატუსი – დასაქმებული, საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე (რადგან საჭმლის გამოძახების სერვისს მიტანის საფასური და კურიერისთვის გადახდილი „ჩაი“ ემატება, რაც საკმაოდ ხარჯიანია, თუ საკვებს სისტემატურად უკვეთავთ).

ჩვევები – სოციალურ ქსელებში დღის განმავლობაში მინიმუმ ორჯერ შედის. ელფოსტას ამოწმებს ყოველ საღამოს (ეს ყველაფერი იმისთვის, რომ დარწმუნდეთ, თქვენი კლიენტი გაეცნობა ონლაინ შეთავაზებებს).

ინტერესები – ახალი ტექნოლოგიები, კინო, მუსიკა, ხელოვნება (როგორც წესი, ადამიანები, რომლებიც საკვებს ხშირად უკვეთავენ, აქტიური ცხოვრების წესით ცხოვრობენ და სახლში კერძების მოსამზადებლად დრო არ რჩებათ).

ასეთი პორტრეტი საშუალებას მოგცემთ დაინახოთ, რაზე ღირს ყურადღების მიქცევა მარკეტინგული საქმიანობის გეგმის შედგენისას.

რამდენს და, რაც მთავარია, რამდენად ხშირად გადაიხდის პოტენციური კლიენტი?

ბიზნეს მოდელის ფორმირებისას არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შესყიდვების სიხშირე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. ამის გაგება სჯობს ნიშის ძიების ეტაპზე ან, უკიდურეს შემთხვევაში, არჩეული იდეის ტესტირებისას.

ამ კითხვებზე პასუხების შეგროვების შემდეგ, თქვენ უკვე უნდა გქონდეთ წარმოდგენა იმაზე, თუ:

  • რა საწყისი კაპიტალი დაგჭირდებათს – მატერიალური რესურსებისა და პერსონალის ასაყვანად.
  • რამდენი დრო შეიძლება დასჭირდეს სასურველი შედეგის მიღწევას?
  • რა არის თქვენი მნიშვნელოვანი უპირატესობა?
  • და რაც მთავარია, რა არის მომავალი ბიზნესის აქილევსის ქუსლი? გამოცდილება აჩვენებს, რომ აბსოლუტურად ყველა ბიზნეს მოდელს აქვს სუსტი წერტილი. მისი აღმოფხვრა ყოველთვის არ არის შესაძლებელი.

ამ ეტაპზე თქვენი სიიდან რამდენიმე იდეა უნდა დარჩეს (სასურველია არაუმეტეს 5), რომლითაც გადახვალთ შერჩევის შემდეგ ეტაპზე.

დანარჩენი იდეებისთვის შექმენით ბიზნესის მონახაზი – ეს საკმაოდ მარტივი მეთოდია, რომელიც საშუალებას მოგცემთ მოკლედ და სრულად გამოავლინოთ ბიზნესის არსი. ამაში დაგეხმარებათ Canvanizer.

სანამ უშუალოდ იდეების ტესტირებაზე გადახვალთ, შეგიძლიათ ჩაატაროთ დამატებითი გამოკითხვა თქვენს პროფესიულ კონტაქტებს შორის.

გამოხმაურების მიღების საუკეთესო გზაა:

  • გამოკითხვები (ამ ეტაპზე უმჯობესია გამოიყენოთ Google Forms);
  • გვერდები სოციალურ ქსელებში.

თქვენ უნდა დაინახოთ პოტენციური მომხმარებლების ინტერესი, ისევე როგორც სურვილი, მონაწილეობა მიიღოს იდეის ტესტირების ეტაპზე.

ბოლო ნაბიჯი კი არის ნიშის შემოწმება და იდეის ტესტირება

თქვენი იდეის შესამოწმებლად ყველაზე ოპტიმალური გზა არის Lean Startup კონცეფცია. მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ თითოეულ ეტაპზე დახარჯოთ მინიმალური რაოდენობის რესურსები, რათა გაიგოთ თქვენს მიერ არჩეული ბიზნეს მოდელის სიცოცხლისუნარიანობა.

ბიზნესში პერსპექტიული ნიშის არჩევისას გახსოვდეთ, რომ ბევრი იდეა განხორციელების ღირსია, მაგრამ მაინც საჭიროებს დროის და აუდიტორიის შერჩევას – ის, რაც გუშინ არ მუშაობდა, ხვალ შეიძლება შესანიშნავ ბიძნესად იქცეს.