CRM მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯმენტს ნიშნავს. ეს არის პრაქტიკის, სტრატეგიებისა და ინსტრუმენტების ერთობლიობა, რომელსაც კომპანიები ეფექტური კომუნიკაციისა და კლიენტებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად იყენებენ. CRM სისტემა პროგრამული უზრუნველყოფაა, რომელიც კომპანიებს სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის ვებსაიტებიდან, სოციალური მედიიდან, ელფოსტიდან და სხვა წყაროებიდან მომხმარებელთა მონაცემების შეგროვებასა და გაანალიზებაში ეხმარება.
სისტემა საშუალებას გაძლევთ, ინფორმაცია შეინახოთ მომხმარებლებთან ურთიერთობის ისტორიის, მათი წარსული შესყიდვების და სხვა პარამეტრების შესახებ. CRM-ის გამოყენებით, გაიზრდება თქვენი კლიენტების ნდობისა და კმაყოფილების დონე, რასაც შედეგად, გაყიდვების ზრდა მოჰყვება.
CRM სისტემებს ნებისმიერი ზომის კომპანია იყენებს მომხმარებლის მონაცემების შესანახად და გასაანალიზებლად, გაყიდვების პროცესების ავტომატიზაციისა და ბიზნესის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად.
CRM სისტემის ძირითადი უპირატესობებია:
- მომხმარებლების უკეთესი ინფორმირებულობა – CRM სისტემას აქვს უნარი, შეაგროვოს და გააანალიზოს მომხმარებელთა მონაცემები, რაც საშუალებას გაძლევთ, გაზარდოთ მათთან კომუნიკაციის ეფექტურობა და უზრუნველყოთ პერსონალიზებული მიდგომა თითოეული მომხმარებლისთვის.
- ნაკლები რუტინა – CRM გადაწყვეტილება საშუალებას გაძლევთ, მოახდინოთ მრავალი რუტინული პროცესის ავტომატიზაცია, როგორიცაა მონაცემთა შეგროვება, რეპორტინგი და ა.შ. ეს ამცირებს პერსონალის დატვირთვას და საშუალებას გაძლევთ ფოკუსირება მოახდინოთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ამოცანებზე.
- უფრო ეფექტური მარკეტინგული კამპანიების წამოება – CRM-ის საშუალებით შეგროვებულ მონაცემთა სრული სურათი ბიზნესს საშუალებას აძლევს, უკეთ გაიაზროს აუდიტორიის საჭიროებები და სურვილები.
- გაყიდვების მენეჯმენტი და დაგეგმვა – გადაწყვეტილება საშუალებას გაძლევთ თვალყური ადევნოთ მიმდინარე და პოტენციური გაყიდვების სტატუსს და, შესაბამისად, სწრაფად უპასუხოთ ცვლილებებს.
- მომხმარებლის ინფორმაციის შენახვა – მომხმარებელთა მნიშვნელოვანი ინფორმაციის , მაგალითად საკონტაქტო ინფორმაციის, ურთიერთქმედების ისტორის და წინა შეკვეთების დეტალების შენახვის შესაძლებლობა უზრუნველყოფს მომხმარებელთან უკეთეს კომუნიკაციას და გეცმარებათ გაუბებრობების თავიდან აცილებაში.
- რესურსების მართვის ოპტიმიზაცია – CRM სისტემა ბიზნესის ხელმძღვანელებს საშუალებას აძლევს, აკონტროლონ თანამშრომლების მუშაობა, თვალყური ადევნონ მომხმარებლებთან კომუნიკაციის ეფექტურობას და გააკონტროლონ დავალებების შესრულება.
- გაუმჯბესებული რეპორტინგი და ანალიტიკა – CRM-ში არსებული ინსტრუმენტები საშუალებას გაძლევთ შექმნათ მოსახერხებელი გაყიდვები და მომხმარებელთა ანგარიშები.
- პროდუქტის პორტფოლიოს მენეჯმენტი – CRM სისტემა ხელს უწყობს პროდუქტის პორტფოლიოს ცვლილებების დაგეგმვასა და კოორდინაციას.
- შიდა კომუნიკაციის ოპტიმიზაცია – მომხმარებელთა ინფორმაციაზე ცენტრალიზებული წვდომა აუმჯობესებს კომუნიკაციას სხვადასხვა განყოფილებებს შორის და ხელს უწყობს შიდა ინფორმაციის ხარვეზების თავიდან აცილებას.