რატომ უნდა ჩავატაროთ კონკურენტების ვებსაიტის ანალიზი?
კონკურენტების SEO ანალიზი საკუთარი ნიშის ბოლომდე გაგებაში დაგეხმარებათ.
თქვენ შეძლებთ კონკურენტების ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირებას და მთლიანობაში, მოახდენთ ბაზრის ანალიზს, რაც ხელს შეუწყობს აუდიტორიის საჭიროებების შესწავლას, ახალი იდეების მოძიებას და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას.
მიღებულ შედეგებს გამოიყენებთ თქვენი მარკეტინგული სტრატეგიის განახლებასა და საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაციის გაუმჯობესებაში.
როგორ მივაგნოთ პირდაპირ კონკურენტებს
სანამ ვებგვერდის გაანალიზებას დაიწყებთ, აუცილებელია გამოავლინოთ პირდაპირი კონკურენტები. მაგალითად:
დიდი ონლაინ სასურსათო სუპერმარკეტი არ არის პატარა ონლაინ მაღაზიის პირდაპირი კონკურენტი.
ვებგვერდი, რომელიც გთავაზობთ პიცის მიწოდებას, პირდაპირ კონკურენციას არ უწევს გურმანთა რესტორანს;
მაღაზიათა ქსელი, რომელიც სპორტული საქონლის ფართო ასორტიმენტს სთავაზობს მომხმარებლებს, ვერ იქნება იმ პატარა მაღაზიის პირდაპირი კონკურენტი, რომელიც ფარიკაობის კოსტუმებს ყიდის ბავშვებისთვის.
აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია თქვენს ნიშაში მოახდინოთ ლიდერების იდენტიფიცირება.
როგორ უნდა გავარკვიოთ მომხმარებელთა აზრი
გაანალიზეთ ბიზნესი მომხმარებლის თვალსაზრისით. მიიღეთ გამოხმაურება საკუთარი კლიენტებისგან და თქვენი ოპონენტებისგან, რომ საკუთარი სუსტი და ძლიერი მხარეების შესახებ შეიტყოთ.
რა კითხვები უნდა დაისვას:
რა მოგეწონათ ჩვენს პროდუქტში?
რა არ მოგეწონათ ჩვენს პროდუქტსა თუ მომსახურებაში?
როგორ აფასებთ ჩვენი პროდუქტის ხარისხს?
კიდევ რა ვარიანტები განიხილეთ?
რამდენად ხშირად იყენებთ ჩვენს პროდუქტს?
რა ცვლილებები უნდა განვახორციელოთ ჩვენი პროდუქტის გასაუმჯობესებლად?
რომელ კონკურენტებს აქვთ ისეთი თვისებები, რაც ჩვენს პროდუქტს არ გააჩნია?
როგორ აფასებთ ჩვენს საიტს და სხვა საიტებს, რომლებიც წარმოდგენილია?
კმაყოფილი ხართ თუ არა მხარდაჭერის სერვისით?
რამდენად ხშირად ურჩევთ ჩვენს პროდუქტს თქვენს მეგობრებსა და ნაცნობებს?
რა შეფასებას მისცემდით ჩვენს კომპანიას მთლიანობაში?
როგორ შევაგროვოთ ზოგადი ინფორმაცია კონკურენტების ვებსაიტებიდან?
შეაგროვოთ ზოგადი ინფორმაცია კონკურენტების ვებსაიტებზე სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით შეაგროვოთ:
შეისწავლეთ რესურსები ხელით, გამოიყენეთ ონლაინ ანალიზის ხელსაწყოები, გააანალიზეთ კომპანიების სოციალური ქსელები, წაიკითხეთ მომხმარებლის მიმოხილვები და ა.შ.