როგორ უნდა შეიქმნას ვიზუალური კონტენტი – 3 მაგალითი

დამაჯერებელი ვიზუალური კონტენტის შექმნა ადვილი არ არის. თქვენი რეკლამის გავლენის მაქსიმალური გასაზრდელად რამდენიმე სტრატეგიის გათვალისწინებაა საჭირო.

ახალი თაობა სულ უფრო მეტად ელის ინფორმაციის ვიზუალური საშუალებებით მიღებას, ამიტომ, ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად საჭიროა ვიზუალური ნარატივები შეიქმნას ფოტოების და ვიდეოების გამოყენებით ისეთ პლატფორმებზე, როგორებიცაა  Instagram, Facebook და Snapchat.

ამას გარდა, მომხმარებელი ხარისხის გარკვეულ დონეს ეჩვევა, რადგან არაკომერციული მიზნებითაც, სოციალური ქსელის მომხმარებლები ცდილობენ, თავისი საუკეთესო ფოტოები და ვიდეოები გაუზიარონ მეგობრებს. ამ ფონზე კი,  ბრენდირებული კონტენტის მიმართ კიდევ უფრო მაღალი მოთხოვნები არსებობს.

მრავალი ბრენდისთვის ვიზუალური თხრობა მათი ისტორიის მოყოლის მთავარ საშუალებად არის ქცეული. თუმცა, ვიზუალური თხრობა ადვილი არ არის. ჩვენს სტატიაში რამდენიმე რჩევას გაეცნობით, რაც ამ ამოცანას უფრო გაგიადვილებთ:

დარწმუნდით, რომ ინფორმაციის მიწოდების ფორმა ემთხვევა გზავნილის შინაარსს

ამბავი, რომლის მოყოლაც გსურთ, საბოლოოდ განსაზღვრავს, თუ რომელი ტიპის ვიზუალური კონტენტი შეესაბამება საუკეთესოდ თქვენს შეტყობინებას. მაგალითად, თუ გსურთ, ამბავი მოგიყვეთ იმის შესახებ, თუ როგორ შეიმუშავა თქვენმა კომპანიამ კონკრეტული ტექნოლოგია ან პროგრამული უზრუნველყოფა, უმჯობესია, თუ გამოიყენებთ  უფრო აბსტრაქტულ, მეტაფორულ გამოსახულებებს და გადასვლებს, რომლებშიც ასახული იქნება მოძრავი გრაფიკა თუ ინფოგრაფიკა.

 განსაზღვრეთ თქვენი აუდიტორია და თქვენი მიზნები

კონტენტის გამოსაქვეყნებლად სწორ არხს ვერ შეარჩევთ, სანამ არ გეცოდინებათ, თუ სად არის თქვენი აუდიტორია. ანუ, თქვენ ვერ შეძლებთ გადაწყვიტოთ რომელი მიწოდების საშუალება იქნება საუკეთესო თქვენი პროექტისთვის, თუ წინასწარ არ განსაზღვრავთ, როგორ გაავრცელებთ თქვენს მასალებს — იქნება ეს Twitter-ის, YouTube-ის, ელფოსტის თუ სხვა მარკეტინგული არხის მეშვეობით. კონტენტი, რომელსაც თქვენ ამუშავებთ YouTube-ისთვის, სრულიად განსხვავებული უნდა იყოს კონტენტისგან, რომლის გაგზავნასაც მეილზე აპირებთ პოტენციური კლიენტებისთვის.

ანალოგიურად, სანამ წარმატებისკენ მიმავალ გზას დაადგენთ, მკაფიოდ უნდა განსაზღვროთ თქვენი მიზნები. რისი მიღწევა გსურთ ამბის მოყოლით? სოციალური მედიის მიმდევართა რაოდენობის გაზრდა გსურთ თუ კონკრეტული პროდუქციის გაყიდვა? თუ თქვენი მიზანია მომხმარებლების მიერ თქვენი საიტის გვერდებზე გატარებული დროის გაზრდა, ეს სრულიად განსხვავებული ამბავია და ამისთვის საუკეთესო ვარიანტი იქნება მოძრავი გრაფიკა ან ვიდეო.

დაამყარეთ ემოციური კავშირი

რატომ გვიყვარს ისტორიები? გაიხსენეთ თქვენი საყვარელი ფილმები ან სერიალები და პასუხს ადვილად მიაგნებთ – ჩვენ ემოციურ კავშირ ვამყარებთ გმირებთან, თანაუგრძნობთ მათ და გვსურს მათი წარმატება.

თქვენი ბრენდის ვიზუალურმა სიუჟეტმა იგივე კავშირი უნდა დაამყაროს თქვენს აუდიტორიასთან. თუ ეს არ მოხდა, მაშინ ვერ შეძელით სრულად გამოიყენოთ ის უზარმაზარი პოტენციალი, რომელსაც სოციალური ქსელები იძლევა.

ჩართეთ ეს სამი მნიშვნელოვანი ფაქტორი თქვენს ვიზუალურ თხრობაში, რომ მიიღოთ ის უკურეაქცია მიიღოთ, რომელიც თქვენს მიზანს წარმოადგენს.