როგორ შევიმუშაოთ ვებსაიტის პოპულარიზაციის სტრატეგია

ვებსაიტის პოპულარიზაციის სტრატეგიის შემუშავება – ეს არის გზა, თქვენი მიზნების  გრძელვადიან პერსპექტივაში მიღწევისათვის. ვებგვერდების რეკლამირება სტრატეგიის შედგენის გარეშე ბიუჯეტის არაეფექტურ ხარჯვას, დროის კარგვასა და სასურველი შედეგის ნაკლებობას გამოიწვევს.

რატომ არის საჭირო SEO სტრატეგია?

SEO ოპტიმიზაციის სტრატეგია გულისხმობს დეტალური სამოქმედო გეგმის შედგენას საიტის ინდივიდუალურ მახასიათებლებზე დაფუძნებით.

ვებგვერდის განვითარებაში წარმატების მისაღწევად არ არსებობს უნივერსალური გზა. ამიტომ, სანამ ვებგვერდის პოპულარიზაციას დაიწყებთ, აუცილებელია საკუთარი პროექტისა და კონკურენტების ანალიზი, შემდეგ კი მიზნების დასახვა და მათი მიღწევის საშუალებების დადგენა.

Მიზნების დასახვა:

გაყიდვების მაჩვენებლის ზრდა – კომერციული საიტებისთვის, ინტერნეტში ეფექტური პოპულარიზაციის ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელია საიტის ვიზიტორების მყიდველებად გადაქცევა. ამავდროულად, ყურადღება ეთმობა შეკვეთების რაოდენობის ზრდას;

საკვანძო ფრაზების გამოყენების შედეგად, პოზიციების გამყარება – ეს ემსახურება ონლაინ მაღაზიების პოპულარიზაციას, რომ მათ მეტი პოტენციური მყიდველი მოიზიდონ საიტზე;

უნიკალური ვიზიტორების რაოდენობის გაზრდა – ეს მიზანი მნიშვნელოვანია ბლოგების, გასართობი პორტალების და კომპანიების პოპულარიზაციისას.

როგორ დავადგინოთ პოპულარიზაციის სტრატეგიის ეფექტურობა?

ვებსაიტის პოპულარიზაციის დაწყებამდე იდენტიფიცირდება საჭირო მიზნები და იზომება მიმდინარე მაჩვენებლები. მათთვის თვალყურის დევნება შეგიძლიათ Google Analytics-ისა და Search Console-ს საშუალებით.  თუ საიტი ახალია, მაშინ ეს სერვისები უნდა დააინსტალიროთ, შეარჩიოთ მიზნები და შეაგროვოთ სტატისტიკა.

მაგალითისთვის, Google Analytics-ში შესაზლებელია ინფორმაციის მიღება ვიზიტორთა რაოდენობის შესახებ იმ პერიოდში, რომელიც გაინტერესებთ. ასევე შესაძლებელია გარკვეული პერიოდის წინა პერიოდთან შედარება და ცვლილებების დინამიკის შესახებ ინფორმაციის მიღება.

ვებსაიტის პოპულარიზაციის სტრატეგიის შედგენის ძირითადი ეტაპები

სტრატეგიის შექმნის სამუშაო იყოფა საიტის აუდიტზე, კონკურენტის ანალიზზე, სემანტიკური ბირთვის შედგენაზე, სტრატეგიის ტიპის არჩევასა და შიდა თუ გარე ოპტიმიზაციაზე.

საიტის აუდიტი

თქვენ უნდა დაიწყოთ საიტის ამჟამინდელი მდგომარეობის შეფასებით და არსებული პრობლემების იდენტიფიცირებით. ანალიტიკის ინსტრუმენტების გამოყენებით ტარდება SEO აუდიტი და მოწმდება შემდეგი ინდიკატორები:

დომენის ასაკი – უფრო რთული იქნება ახალი ვებსაიტის პოპულარიზაცია;

სანქციების არსებობა საძიებო სისტემებიდან – ზოგიერთ სიტუაციაში უფრო ადვილია დომენის შეცვლა, ვიდრე ფილტრების ქვეშ მოქცეული საიტის პოპულარიზაცია;

უსაფრთხო https პროტოკოლის გამოყენება ძალზე მნიშვნელოვანია კომერციული საიტებისთვის, მაგრამ სხვა საიტებმა ასევე არ უნდა უგულებელყოს მასზე გადასვლა;

დიზაინი და კონტენტის ხარისხი – მნიშვნელოვანია საიტი ადაპტირებული იყოს სმარტფონებზე, ტაბლეტებსა და ნეტბუქებზე;

ქცევითი ფაქტორები – ნახვის სიხშირე, ვიზიტების ხანგრძლივობა;

ინდექსირებული გვერდების რაოდენობა, დუბლიკატების არსებობა, შეცდომები html კოდში. ასევე მოწმდება საიტის ჩატვირთვის სიჩქარე.

არაგანმეორებადი მეტა თეგების არსებობა, რომლებიც შეესაბამება საჭირო მოთხოვნებს – სათაური, აღწერა;

სათაურების h1-h6 სწორი გამოყენება;

ტექსტების უნიკალურობა და აქტუალობა, საკვანძო სიტყვების გამოყენება, გრამატიკული და სტილისტური შეცდომები და ა.შ.

საიტზე გადამავალი და გარე ბმულების არსებობა.

ამის შემდეგ, უნდა შექმნათ პროექტი და ჩაატაროთ ანალიზი – შეიყვანეთ მონაცემები დომენის მისამართისა და პროექტის სახელწოდების შესახებ.

ანალიზის დასრულების შემდეგ გამოჩნდება ანგარიში საიტის შეფასებით და შეცდომების დეტალური ჩამონათვალი.

აუდიტის შემაჯამებელი ანგარიში

ბოლოს უნდა მომზადდეს აუდიტის შემაჯამებელი ანგარიში, რომელშიც ასევე მოცემული უნდა იყოს რეკომენდაციები შემდგომი ქმედებებისთვის.