თქვენ ასევე თვალყური უნდა ადევნოთ, რამდენად შესაფერის სიტყვებს იყენებთ და აგრეთვე, რამდენად დიდი პოპულარობით სარგებლობს ეს სიტყვები მომხმარებლებში.
ამას გარდა, საკვანძო სიტყვების დახმარებით თქვენ შეძლებთ, შექმნათ შესაბამისი საძიებო კამპანიები.
Google Ads Planner-ის შესაძლებლობები:
- შეარჩევთ ახალ საკვანძო სიტყვებს – მიიღეთ რეკომენდაციები, რომლებიც მორგებულია თქვენს პროდუქტებსა და სერვისებზე და ეფუძნება თქვენს საიტზე განთავსებულ კონტენტს;
- მიიღებთ ყოველთვიურ საძიებო მაჩვენებლებს – მიიღეთ მონაცემებს თითოეული საკვანძო სიტყვისთვის ძიების რაოდენობის მიხედვით;
- ინფორმაცია ღირებულების შესახებ – შეამოწმეთ კონკრეტული საკვანძო სიტყვის ძიების შედეგებში რეკლამის ჩვენების საშუალო ღირებულება;
- საკვანძო სიტყვების ორგანიზება – შეაფასეთ, როგორ ჯდება თქვენი საკვანძო სიტყვები თქვენს ბრენდთან დაკავშირებულ კატეგორიებში;
- კამპანიების შექმნა – გამოიყენეთ საკვანძო სიტყვის გეგმა საკვანძო სიტყვების სიღრმისეული კვლევის საფუძველზე კამპანიების შესაქმნელად.
გაითვალისწინეთ, რომ Planner გაძლევთ საშუალებას იპოვოთ პოტენციურად წარმატებული საკვანძო სიტყვები, მაგრამ კამპანიების ეფექტურობა დამოკიდებულია სხვა ფაქტორებზე:
- შეთავაზებებზე;
- ბიუჯეტზე;
- პროდუქტზე;
- მყიდველის ქცევაზე;
- ინდუსტრიის სპეციფიკაზე და ა.შ.
1.შექმენით საკვანძო სიტყვების გეგმა
დააწკაპუნეთ „ახალი საკვანძო სიტყვების ძებნაზე“ ძიების დასაწყებად;
არსებული საკვანძო სიტყვების ჩამოსატვირთად დააწკაპუნეთ ძიების მოცულობებისა და პროგნოზების ნახვაზე.
2.გააანალიზეთ პროგნოზი საკვანძო სიტყვებით
ამის საშუალებით გაანალიზებთ, რამდენი კონვერტაცია, დაწკაპუნება ან გამოხმაურება შეგიძლიათ მიიღოთ თქვენი საკვანძო სიტყვებიდან კონკრეტული ბიუჯეტისთვის.
3.საკვანძო სიტყვების ორგანიზება სარეკლამო ჯგუფებად
შეიყვანეთ სიტყვები ან ვებსაიტების მისამართები, რომლებიც დაკავშირებულია თქვენს ბიზნესთან, რათა მიიღოთ ვარიანტების სია.