სხვა ციფრული მარკეტინგის სტრატეგიებთან შედარებით, სოციალურ მედიაში პოპულარიზაცია ბრენდირებული შინაარსის პირდაპირ ონლაინ კომუნიკაციებში ჩასმით შედეგად მუშაობს. თუმცა, ამისთვის საჭიროა, კომპანიებმა განავითარონ ძლიერი ონლაინ ბრენდის იმიჯი, რომელიც მათ კონკურენტებისგან გამოარჩევს.
კომპანიებს, რომლებიც ახლა შემოდიან ონლაინ მარკეტინგის ასპარეზზე, დაეხმარებათ სასარგებლო რჩევები იმის თაობაზე, თუ როგორია სოციალური ქსელების საშუალებით ბრენდის პოპულარიზაციის ყველაზე გავრცელებული გზები:
1.წარმოადგინეთ თქვენი ბრენდი თანმიმდევრულად
ბრენდინგის მიზანია მომხმარებლის გონებაში გარკვეული იდეებისა და ემოციების გაღვივება. ამიტომ, ძლიერი ბრენდი არის ის, რომელიც აგზავნის მკაფიო მესიჯს და ამას თანმიმდევრულად აკეთებს.
სოციალური მედიის მარკეტინგის სფეროში, ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთი გზაა სოციალურ ქსელებში კონკრეტული ენისა და ტონის გამოყენება. მაგალითად, თუ ბრენდს სურს, რომ ასოცირებული იყოს მხირულებასთან და სიცილთან, მან მომხმარებლებთან საკომუნიკაციოდ უნდა გამოიყენოს უშუალო, ყოველდღიური სასაუბრო ენა და არა ოფიციალური და ფორმალური ლექსიკა.
2.რეგულარულად განაახლეთ თქვენი კონტენტი
არსებობს კომპანიები, რომლებმაც მიაღწიეს იმ დონეს, რომ მათი ბრენდინგი ავტოპილოტზე მუშაობდეს. Coca-Cola-ს, Apple-ს ან Disney-ს არ სჭირდება რეგულარულად შეახსენონ მომხმარებლები თავიანთი არსებობის შესახებ, მაგრამ სხვა კომპანიების უმეტესობას მუდმივად უწევთ თავიანთი ბრენდის პოპულარიზაცია, რათა ადგილი დაიმკვიდრონ აუდიტორიის გონებაში.
ამიტომ, აუცილებელია, თქვენი სოციალური ქსელები მუდმივად განაახლოთ პოსტებით, ვიდეოებით და ფოტოებით.
3.გამოიყენეთ ვიდეომარკეტინგი
სოციალურ ქსელებში ბრენდინგი არ შემოიფარგლება მხოლოდ ტექსტური შინაარსით. სურათები, მუსიკა და განსაკუთრებით ვიდეო ძალიან ეფექტური ინსტრუმენტებია ბრენდის პიროვნების გასაძლიერებლად.
ისეთი პლატფორმების პოპულარობა, როგორიცაა YouTube და Instagram მოწმობს, რომ სოციალურ მედიას უდიდესი პოტენციალი გააჩნია ბრენდების პოპულარიზაციისთვის.
4.კომუნიკაციაში შედით თქვენს აუდიტორიასთან
როგორც შესავალში აღვნიშნეთ, სოციალური მედია მომგებიანია კომპანიებისთვის, რადგან ის მარკეტინგული კომუნიკაციის პირდაპირ ხაზს გვთავაზობს. ბრენდის იდენტობის შექმნა და შენარჩუნება შეიძლება უფრო ეფექტურად მოხდეს, თუ მუდმივი უკუკავშირი იქნება კომპანიასა და მის მომხმარებლებს შორის.
პრაქტიკაში, ეს ნიშნავს, რომ კომპანიებმა დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ იმას, რასაც მათი აუდიტორია წერს მათი სოციალური მედიის პოსტების კომენტარების განყოფილებებში და შესაბამისად უპასუხონ. გარდა ამისა, კომპანიებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ჰყავთ ხელმისაწვდომი პერსონალი, რათა უპასუხონ პირდაპირ მოთხოვნებს სოციალურ მედიაში.
5.გაუკეთეთ მომხმარებლებს სასარგებლო შეთავაზებები
ყურადღების მისაქცევად ერთ-ერთი უმარტივესი გზა რაიმე სასარგებლო შესთავაზების გაკეთებაა – ეს ერთნაირად კარგად მუშაობს როგორც სოციალურ მედიაში, ისე რეალურ ცხოვრებაში.
სოციალური მედიის მარკეტინგის კონტექსტში, ეს ნიშნავს, რომ ბრენდირებული კონტენტი უნდა აკმაყოფილებდეს მომხმარებელთა მოთხოვნილებას, რათა ის დაიმახსოვრონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს რისკი, რომ ხალხი ამას ჩვეულებრივ რეკლამად აღიქვამს და აუდიტორიის ყურადღების მიღმა დარჩება.
შეჯამება:
თქვენი ბრენდის პოპულარიზაცია სოციალურ მედიაში ფასდაუდებელია თქვენი კომპანიის კონკურენტებისგან გამორჩევისთვის. ეს არის ორიენტირებული ონლაინ მარკეტინგული სტრატეგიის განუყოფელი ნაწილი, რომლის პოტენციური შედეგებიც არის ბრენდის ცნობადობის და სანდოობის გაზრდა.