როგორ შევქმნათ ონლაინ ტესტი მენეჯერების გადასამზადებლად?

ბოლო პერიოდში კომპანიები სულ უფრო მეტ დროს უთმობენ თანამშრომლების გადამზადებას, ანაც, იმის შემოწმებას, რამდენად მზად არიან ახალი მენეჯერები მოვალეობის შესასრულებლად. ამ დროს, სულ უფრო მეტი კომპანია ვერბალურ გასაუბრებას ამჯობინებს ონლაინ-ტესტირებებს, რომლებშიც სხვადასხვა სიტუაციური მაგალითიდან გამომდინარე, ადგენენ დასაქმებულთა უნარ-ჩვევებს და რეაგირების მექანიზმებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი ონალინ ტესტირება?

ცოდნის მისაღებად საჭიროა არა მხოლოდ კითხვების დასმა, არამედ მათზე პასუხის გაცემაც. ეს საშუალებას გაძლევთ უკეთ დაიმახსოვროთ მასალა და საინტერესო გახადოთ სასწავლო პროცესი. ამასთან, მნიშვნელოვანია დაიწეროს ისეთი კითხვები, რომლებიც შეაფასებენ არა ცოდნის დონეს, არამედ მისი გამოყენების შესაძლებლობას.

ონლაინ ტესტი არის დისტანციური სწავლების დროს ცოდნის ტესტირებისა და კონსოლიდაციის ინსტრუმენტი. ტესტების შესამუშავებლად გამოიყენება ონლაინ სწავლის მართვის სისტემა.

ამ სტატიაში ჩვენ გეტყვით, თუ როგორ უნდა შექმნათ ტესტები, რომლებიც ონლაინ სწავლებას კიდევ უფრო ეფექტურს გახდის.

სასწავლო ტესტების შექმნის მიზანი:

ზოგიერთი ადამიანის აღქმაში, მათ ტესტი უნდა დაწერონ საკუთარი ცოდნის დონის დასამტკიცებლად. თუმცა, ტრენინგის ტესტირების შემთხვევაში, ეს მიდგომა არ არის სწორი. ონლაინ სწავლისთვის პროფესიონალური ტესტების შემუშავების მიზანია თქვენი ნასწავლის განმტკიცებაში დახმარება.

ეს მიდგომა განვიხილოთ უცხო ენების სწავლის მაგალითის გამოყენებით – როდესაც ადამიანი კითხულობს და იმახსოვრებს სიტყვებს, ინფორმაცია ინახება მეხსიერების სიღრმეში და ყალიბდება ე.წ. პასიური ლექსიკა. იმისათვის, რომ ის გააქტიურდეს, უნდა გამოიყენო ნასწავლი პრაქტიკაში. ტესტის კითხვებზე პასუხების მოძიება ასევე მეხსიერების სიღრმიდან ცოდნის გაცოცხლებას უწყობს ხელს.

გარდა ამისა, კითხვებზე პასუხის გაცემით გაიგებთ, რა მასალაა კარგად ნასწავლი და რომელი საჭიროებს გამეორებას.

ტესტების შემუშავების ეტაპები:

პირველ რიგში, უნდა უპასუხოთ კითვას – ცოდნის შეფასება გსურთ თუ უბრალოდ მისი გაძლიერება? რა მოხდება არასწორი პასუხების შემთხვევაში?

მაგალითად, პლატფორმა Equip-ის შემთვევაში შესაძლებელია სასწავლო ვიდეოს შუაში კითხვების შემცველი ჩანართების დამატება. თუ პასუხი არასწორია, სტუდენტი იძულებული იქნება კვლავ გადახედოს სასწავლო მასალას. ხოლო თუ ტესტებს არ აქვთ არასწორ კითხვებზე გათვალისწინებული „სასჯელი“, მაშინ თითოეული პასუხისთვის უნდა მომზადდეს მოკლე ახსნა-განმარტება.

ამის შემდეგ, შეგიძლიათ გააგრძელოთ კითხვების ტიპების შერჩევა. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს კითხვები რამდენიმე პასუხით – დიახ/არა ან სწორი/მცდარი პასუხებით. ექსპერტები გვირჩევენ სხვადასხვა ტიპის კითხვების გამოყენებას. ამავე ეტაპზე, თქვენ უნდა აირჩიოთ ტესტის სირთულის დონე.

ტესტის შემუშავების პროცესი ასევე მოიცავს თავად კითხვების დაწერას. მნიშვნელოვანია, რომ ისინი ადვილად გასაგები იყოს და დაუშვას მხოლოდ ცალსახა ინტერპრეტაცია. იმისათვის, რომ კითხვები დაგეხმაროთ სასწავლო პროცესში, ისინი უნდა დაწერონ საქმის პროფესიონალებმა. ტესტი ასევე უნდა შემოწმდეს სიზუსტეზე და ფაქტობრივ შეცდომებზე. ზოგიერთი კითხვა ან პასუხი შეიძლება წარმოდგენილი იყოს სურათების სახით. ეს დაგეხმარებათ დაარღვიოთ ერთფეროვნება და უფრო სახალისო გახადოთ ტესტირების პროცესი.

ტესტის კითხვების მაგალითები:

კითხვა 1 – რა არის საუკეთესო მიდგომა სამუშაო ადგილზე კონფლიქტის მოსაგვარებლად?

ა) მოერიდეთ კონფლიქტს;

ბ) თქვენი თვალთახდვის სხვა ადამიანზე მოხვევა;

გ) თქვენი პოზიციის აგრესიულად დაცვა;

დ) პრობლემის იგნორირება.

კითქვა 2 – რა როლი აქვს მენეჯერს კომპანიის მიზნების დასახვაში?

ა) უზრუნველყოს ხელმძღვანელობა და მართვა;

ბ) პასუხისმგებლობის გადაცემა სხვებზე;

გ) არ მიიღოს მონაწილეობა მიზნების დასახვაში;

დ) უკარნახოს თანამშრომლებს მიზნები.

კითხვა 3 – როგორ გადავანაწილოთ გუნდში დავალებები ეფექტურად?

ა) პროცესის ყოველი საფეხურის მიკროკონტროლით;

ბ) მოლოდინებისა და პასუხისმგებლობების მკაფიოდ განსაზღვრა;

გ) ბუნდოვანი ინსტრუქციების მიცემა და გუნდისთვის დამოუკიდებელი ინტერპრეტაციების საშუალების დატოვება;

დ) დავალებების დელეგირება მხოლოდ გუნდის ყველაზე გამოცდილ წევრებზე.

ამის შემდეგ, თქვენ უნდა აირჩიოთ ონლაინ პლატფორმა საგანმანათლებლო ტესტების შესამუშავებლად. მნიშვნელოვანია, რომ ის შეესაბამებოდეს კომპანიის ამოცანებს და შესაძლებლობებს და ხელმისაწვდომი იყოს იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც უნდა შეავსონ კითხვარი.

პლატფორმის არჩევანი განსაზღვრავს, თუ როგორ გამოითვლება ქულები (ავტომატურად თუ ხელით), იქნება თუ არა შესაძლებელი მცდელობების რაოდენობის, დროის ლიმიტების და ა.შ. დადგენა.

რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს ონლაინ-ტესტმა?

კითხვების შედგენა განსაკუთრებულ უნარ-ჩვევებს მოითხოვს, უბრალოდ გამოცდილებით, ლოგიკითა და საღი აზრით ხელმძღვანელობით არ შეიძლება, რადგან ტესტის შემუშავების პროცედურა უნდა ეფუძნებოდეს სპეციალისტთა მიერ შემუშავებულ მეთოდებს.

როგორია სტანდარტები?

ტესტი უნდა მოიცავდეს კითხვებს ყველა თემაზე, რასთანაც შეხება შეიძლება მოუხდეს დაქირავებულს;

ტესტის საფუძვლიანი ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს სასწავლო კურსის/სამუშაო პირობების შინაარსს;

შეგიძლიათ გამოიყენოთ მხოლოდ თემები, რომლებიც არ შეიცავს საკამათო თვალსაზრისს;

სასწავლო ტესტებისთვის მნიშვნელოვანია დეტალებზე კონცენტრაცია, კითხვები არ უნდა იყოს ზედაპირული;

მნიშვნელოვანია ტესტს დაემატოს ყველა მნიშვნელოვანი პუნქტი, რომლის გარეშეც შესწავლილი თემის ცოდნა არასრული იქნება.

ყველაზე ხშირად, მსგავსი ტესტების შესაქმნელად მობილური ტელეფონის აპლიკაციებს ან კომპიუტერის პროგრამულ უზრუნველყოფას. ინტერფეისი უნდა იყოს მარტივი და ინტუიციური. მომხმარებლებმა უნდა გაიგონ, როგორ აირჩიონ სასურველი პასუხის ვარიანტი, როგორ ნახონ წინა კითხვები და ა.შ.

ტესტების შესაქმნელად პროგრამის შერჩევა:

არსებობს რამდენიმე სახის ტესტის განვითარების პროგრამა, მათგან აღსანიშნავია:

ispring

Google Forms

Moodle