როგორ შევქმნათ Facebook Pixel და დავამატოთ ის საიტს?

Facebook Pixel არის ფეისბუქის მძლავრი სარეკლამო ინსტრუმენტი, რომელიც თქვენს ვებსაიტებზე დაინსტალირებული კოდის მცირე ნაწილს  იყენებს იმისთვის, რომ თვალყური ადევნოს საიტის ვიზიტორთა ქცევას.

თუ Facebook-ზე, ან Instagram-ზე რეკლამირებით ხარ დაკავებული, მაშინ Facebook Pixel-ის გამოყენებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმისთვის, რომ ბიზნესმა უფრო რაციონალურად გამოიყენოს დრო და რესურსები, რადგან Facebook Pixel გაძლევს საშუალებას, ნახო, თ როგორ იქცევა მომხმარებელი საიტზე მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში რეკლამას ნახავს.

როგორ უნდა შექმნათ Facebook Pixel?

ჯერ უნდა შექმნათ პიქსელი თქვენი Facebook Ad Manager ანგარიშიდან. ეს გამოიმუშავებს კოდს, რომელსაც შემდეგ შეიყვანთ თქვენს საიტზე.

გადადით Facebook Ads Manager-ზე

გადადით business.facebook.com-ზე, რათა შეხვიდეთ თქვენს Ads Manager-ში ანგარიშში.

თუ რამდენიმე ბიზნეს ანგარიში გაქვთ, აირჩიეთ ბიზნესი, რომლისთვისაც აყენებთ პიქსელს.

გადადით პიქსელების ჩანართზე.

Ad Manager-ის მთავარი ეკრანიდან დააწკაპუნეთ ჩამოსაშლელ ღილაკზე.

შემდეგ უნდა შეხვიდეთ Events Manager-ში.

ამის შემდეგ შექმნით პიქსელს.

ზედა მარჯვენა კუთხეში ნახავთ მწვანე ღილაკს „+ წყაროებთან დაკავშირება”. დააჭირეთ მასზე პიქსელის შექმნის პროცესის დასაწყებად.

თუ აქამდე არ შეგიქმნიათ მონაცემთა წყაროები, შუაში გამოჩნდება დიდი ლურჯი ღილაკი.

შემდეგ გამოჩნდება ფანჯარა, რომელშიც უნდა მონიშნოთ ინტერნეტი და დააჭიროთ დაწყებას.

არსებული შეზღუდვით, მხოლოდ 1 პიქსელის დაყენება შეგიძლიათ თითოეული ბიზნეს ანგარიშისთვის. ასე რომ, თუ რამდენიმე საიტი გაქვთ, რამდენიმე ბიზნეს ანგარიში დაგჭირდებათ. უფრო ზუსტად, 1 ვებსაიტისთვის, 1 აპლიკაციისთვის და 1 ოფლაინ ღონისძიებისთვის.

შემდეგ უნდა აირჩიოთ დაკავშირების მეთოდი.

მოიფიქროთ დასახელება და ჩასვათ ბმული საიტში.

როგორ უნდა დაამატოთ პიქსელის კოდი თქვენს ვებსაიტზე?

მას შემდეგ რაც შექმნით პიქსელს, კოდი თქვენს საიტზე უნდა დააინსტალიროთ.

ამისთვის გექნებათ სამი ვარიანტი:

  • ინტეგრაციის გამოყენება (თეგ მენეჯერი);
  • კოდის ხელით დაყენება;
  • ან კოდის გადაგზავნა დეველოპერისა ან ვებ-სპეციალისტისთვის.

Facebook ამჟამად აერთიანებს Facebook Pixel-ის კოდს პლატფორმების მთელ რიგთან Magneto-დან დაწყებული, Wix-ით დამთავრებული. ისეთი ინტეგრაციები, როგორიცაა Tag Manager და Facebook Pixel Helper, აადვილებს თქვენი Pixel კოდის შეყვანას.

სისტემა თავად გააანალიზებს საიტს, მაგალითად, ამოიცნობს WordPress-ს.

კოდის ხელით დაყენება გსურთ?

თუ თქვენს ვებსაიტს ამჟამად არ აქვს Facebook-ის ინტეგრაციის მხარდაჭერა, მოგიწევთ კოდის ხელით ჩასმა თქვენი საიტის HTML-ში. ამ ნაბიჯის დასრულებას ვერ შეძლებთ, თუ თქვენი ვებსაიტის შემქმნელი და ჰოსტინგის სერვისი არ მოგცემთ საშუალებას შეცვალოთ თქვენი ვებსაიტის შაბლონები.

ამის შემდეგ უნდა იპოვოთ თქვენი საიტის სათაურის კოდი:

ყველა ვებსაიტი განსხვავებული იქნება იმისდა მიხედვით, თუ ვინ შექმნა და რა პლატფორმაზეა ის აგებული. იპოვეთ თქვენი საიტის სათაურის კოდი, რომელიც გამოჩნდება თქვენი საიტის კოდში. ჩასვით კოდი სკრიპტის ქვემოთ კოდებს შორის.

შემდეგ, დააჭირეთ გაგრძელებას.

დაამატეთ მოვლენები ხელით ან მოვლენის კონფიგურაციის ხელსაწყოს გამოყენებით.

კონვერტაციის თვალთვალის დაყენება:

თქვენ უნდა გადახვიდეთ სპეციალურად კონფიგურირებული კონვერტაციების განყოფილებაში.

შემდეგ მიუთითეთ სახელი და აირჩიეთ მონაცემთა წყაროები, თუ რამდენიმე გაქვთ.

შემდეგი, აირჩიეთ ღონისძიების ტიპი.

ყველა პარამეტრის დასასრულს დააჭირეთ ღილაკს „შექმნა“.