რას გვაძლევს ანალიტიკა?
ანალიტიკის დახმარებით შეგიძლიათ გაიგოთ რა აინტერესებთ საიტის ვიზიტორებს და რა სახის კონტენტია მათთვის უინტერესო; რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და რა გიშლით ხელს სასურველი შედეგის მიღწევაში.
ვებ ანალიტიკის გარეშე შეუძლებელია ზუსტად ვიმსჯელოთ საიტის მდგომარეობაზე, მისი მოძრაობის ვექტორზე და იმაზე, თუ რა რესურსების გამოყოფაა საჭირო მისი პოპულარიზაციისა და განვითარებისთვის, გაყიდვების გაზრდისა და ვიზიტორთა რაოდენობის მატებისთვის.
თქვენ უნდა დასვათ კითხვაბი:
- მომხმარებლებს მოსწონთ საიტი?
- მოსახერხებელია მათთვის საიტით სარგებლობა, ადვილია თუ არა გამოხმაურების მიღება, შესყიდვის გაკეთება, კონსულტაციის მიღება;
- იპყრობს თუ არა თქვენი პარტნიორების სარეკლამო ბლოკები მომხმარებლების ყურადღებას;
- თქვენი საიტი ყოველთვის ფუნქციონირებს თუ არის ჩავარდნები და თუ არის, მაშინ – რატომ.
- ვებ ანალიტიკა ინფორმაციას მოგაწვდით საიტის ვიზიტორთა და მონახულებული გვერდების რაოდენობაზე, ტრეფიკის წყაროებზე, იმაზე, თუ საიტის რომელი სექციებია პოპულარული და რომელი ნაკლებად.
- ვებ ანალიტიკის შედეგების ინტერპრეტაციით, შეძლებთ შეწყვიტოთ არასაჭირო ძმოქმედებები და გაზარდოთ ისეთი ქმედებები, რასაც საიტისთვის მეტი სარგებელი მოაქვს.
რა ინფორმაციას მოგაწვდით ვებ-ანალიტიკა?
- უნიკალური ვიზიტორთა მონაცემები;
- ინფორმაცია გვერდის ნახვებზე;
- რა გვერდები დაათვალიერეს ვიზიტორებმა საიტის მონახულებისას და რამდენ ხანს ათვალიერებდა თითოეულ მათგანს;
- ვიზიტორთა გეოგრაფია და ვიზიტორთა ასაკი. აუდიტორიის შედარებითი ანალიზი;
- გამოყენებული ბრაუზერები;
- საიტის მიმართვის წყაროები – ამ ინფორმაციით შეგიძლიათ მიიღოთ მეტი მონაცემები, მაგალითად, შეიყვანოთ რომელი საკვანძო სიტყვა მუშაობს ყველაზე უკეთ;
- ვიზიტორთა პროცენტი, ვინც მოინახულა საიტის არაუმეტეს ერთი გვერდი;
- დრო, რომელიც მომხმარებელმა დახარჯა საიტის დასათვალიერებლად;
- ზოგიერთი სისტემა ასევე საშუალებას გაძლევთ გაარკვიოთ, ნამდვილად ნახა თუ არა სტუმარმა გვერდი და არ გახსნა საიტი მხოლოდ არააქტიურ ფანჯარაში;
- როგორ იქცევიან ვიზიტორები საიტზე;
- რამდენად ეფექტურია სარეკლამო ინსტრუმენტები, რომელსაც კომპანია იყენებს?
- როგორია კონვერტაციის დინამიკა, შეკვეთები და შემოსავალი.
როგორია ვებ ანალიტიკის ინსტრუმენტები?
ეს არის ინფორმაციის შეგროვების მეთოდები და სერვისები, მისი გაზომვის, დამუშავებისა და ანალიზის, სტრუქტურირებული ფორმით ჩამოყალიბებისა და ინტერპრეტაციისთვის.
ინფორმაცია შეგროვება:
- მონაცემთა დამუშავების სერვისი;
- ინტერნეტ სტატისტიკის მრიცხველები.
მათგან ყველაზე პოპულარულია Google Analytics – ეს სისტემა ძალიან მოსახერხებელია აუდიტორიის ქცევითი ფაქტორების და ტრეფიკის მოზიდვის სხვადასხვა წყაროების ეფექტურობის გასაანალიზებლად. ეს სერვისი ასევე სასარგებლოა, თუ გსურთ მიიღოთ დეტალური ინფორმაცია საიტის პოპულარული განყოფილებებისა და გვერდების შესახებ.