სასარგებლო ბიულეტენის შექმნა ახალ წლამდე 5 დღით ადრე

ბიულეტენი მოკლე ოფიციალური ცნობაა საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე მოვლენის შესახებ. თუმცა, ბიულეტენს შიძლება სადღესასწაულო შინაარსიც ჰქონდეს, რომელიც საიტის მომხმარებლებს გაახალისებს და დაეხმარება. როგორც წესი, კომპანიები თავიანთ მომხმარებლებს დღესასწაულების მოახლოებამდე სწორედ ამ ფორმით ეკონტაქტებიან. ერთ-ერთი ასეთი დღეა ახალი წელი.

ამ სტატიაში ჩვენ გირჩევთ, როგორ უნდა მოამზადოთ სასარგებლო ბიულეტენი ახალ წალმდე 5 დღით ადრე.

მთავარია, სიჩქარეში არ დაგავიწყდეთ ხარისხი. გახსოვდეთ, დღესასწაული გაივლის, მაგრამ მომხმარებლები დარჩებიან – რაც ნიშნავს, რომ მათ უნდა მიიღონ სასარგებლო და საინტერესო ცნობები.

კონკურსები სოციალურ ქსელებში

ყველაზე აპრობირებული მეთოდი სოციალურ ქსელებში კონკურსების ჩატარებაა. ეს შეიძლება სწრაფად გაკეთდეს, მთავარია მოიფიქროთ გამარჯვებულებისთვის პრიზების მინიჭების მექანიზმი. ასევე შეგიძლიათ დაამატოთ ინტრიგა – მაგალითად, თუ თქვენ გეგმავთ აქციას, დააანონსეთ ის სოციალურ ქსელებში, კონკრეტული განცხადება კი თქვენს ბიულეტენში გააკეთეთ. ამით შეძლებთ, გაზარდოთ თქვენი აბონენტების ბაზა სხვა არხებზე.

ბონუსები „დღესასწაულების შემდეგ”

ეს იდეალური ვარიანტია ონლაინ მაღაზიებისთვის. თქვენს საინფორმაციო ბიულეტენში დაჰპირდით მომხმარებლებს ბონუსებს წლის ბოლო დღეებში შესყიდვებისთვის, რომლებსაც კლიენტები არდადეგების დასრულების შემდეგ გამოიყენებენ.

სასარგებლო მასალები და ონლაინ კურსები

შესთავაზეთ თქვენს აბონენტებს საგანმანათლებლო შინაარსის საინტერესო კურსები. ბევრი ადამიანი ცდილობს ახალი ცხოვრების დაწყებას ახალ წელს. გრძელი საახალწლო არდადეგების დროს კი მათ შეუძლიათ სასარგებლო კურსების გავლა, სადაც საინტერესო ლექციებს მოუსმენენ ან უყურებენ შემეცნებით გადაცემებს.

გამოწერები და ფასდაკლებები

კლიენტებისთვის ნაცნობი კურსები და სერვისები „პაკეტის” შეთავაზებით და საახალწლო ფასდაკლებით კარგი საჩუქარია დღესასწაულისთვის. ასეთი შეთავაზებები მომხმარებლებმა შეიძლება შეიძინონ თავისთვის ან აჩუქონ მეგობრებს და ოჯახის წევრებს.

საჩუქრების იდეები

ახალ წლამდე 5 დღით ადრე ბევრი ადამიანი უკვე სადღესასწაულო გაწამაწიაშია – ისინი ცდილობენ მნიშვნელოვანი საქმეების მოსწრებას, ამიტომ, შესაძლოა, საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრების ყიდვა გამორჩეთ. ამ შემთხვევაში, თქვენ მათ ნამდვილ მხსნელად შეიძლება მოევლინოთ.

გაუზიარეთ მათ იდეები, თუ რა შეიძლება აჩუქონ ახლობლებს. უმჯობესია, თუ ეს თქვენი კატალოგიდან იქნება – დაყავით პროდუქტები კატეგორიებად ისე, რომ მკითხველისთვის გასაგები: იაფი სუვენირები, უფრო ძვირი საჩუქრები, საჩუქრები ბავშვებისთვის თუ სიმბოლური სუვენირები კოლეგებისთვის.

ბონუსების სისტემა პარტნიორებისგან

პარტნიორებთან თანამშრომლობა და ერთობლივი საჩუქრები კლიენტებისთვის კარგი იდეაა. ჰკითხეთ მეგობრულ კომპანიებს, აქვთ თუ არა ბონუსები და საჩუქრები, რომლებზეც შეგიძლიათ ისაუბროთ თქვენი არხებით. თუ ერთდროულად რამდენიმე აქცია გაქვთ, გაუგზავნეთ თქვენს მკითხველს საახალწლო საჩუქრებისა და ფასდაკლებების არჩევანი.

გახსნის საათები და საკონტაქტო ნომრები

თუ ვიზიტორთა დიდი ნაკადი გყავთ, აუცილებლად დაწერეთ თქვენი სამუშაო გრაფიკის შესახებ არდადეგების დროს. ეს ვარიანტი შესაფერისია მათთვის, ვისი ბიზნესიც ეფუძნება პერსონალურ ვიზიტებს და შეკვეთების დამუშავებას.