საუკეთესო ინსტრუმენტები დისტანციური გუნდური მუშაობისთვის

თანამედროვე ცხოვრების რიტმმა, ისევე როგორც გარემო ფაქტორებმა, როგორებიცაა მაგალითად კორონავირუსის პანდემია, კომპანიებს დისტანციური მუშაობის უპირატესობები დაანახა. თუმცა, აქტუალობა არ დაუკარგავს გუნდური მუშაობის პრინციპს. ჩვენ გაგაცნობთ საუკეთესო სერვისს, რომელთა დახმარებითაც, დისტანციურად შეძლებთ ნაყოფიერ გუნდურ მუშაობას.

სამუშაო მესენჯერი – Telegram

Telegram არის სწრაფი, მოსახერხებელი და მარტივი. იგი აქტიურად გამოიყენება როგორც ყოველდღიური კომუნიკაციისთვის, ასევე თანამშრომლებს შორის საქმიანი ურთიერთობისთვის.

პლატფორმები: ვებ, Windows, macOS, Linux, Android, iOS.

ალტერნატივები: Slack, Skype, Flock, Discord.

ვიდეო კონფერენციის სერვისი: Zoom

ვიდეო შეხვედრები ქმნის არა მხოლოდ მჭიდრო ემოციურ კონტაქტს თანამშრომლებს შორის, არამედ კომუნიკაციის ეფექტურ პირობებსაც. თქვენი კოლეგების დანახვა და მოსმენა საშუალებას გაძლევთ მათთან ისეთი პროდუქტიული ურთიერთობა გქონდეთ, თითქოს ერთ მაგიდასთან იჯდეთ. გასაკვირი არ არის, რომ ვიდეო კონფერენციის სერვისები ასე პოპულარობით სარგებლობს.

ბაზრის ერთ-ერთი უპირობო ლიდერია Zoom. ის არა მხოლოდ უსაფრთხო ვიდეო ზარებს უზრუნველყობს, არამედ საშუალებას გაძლევთ გაუზიაროთ ეკრანი კონფერენციის მონაწილეებს, გადაიტანოთ ფაილები და შეინახოთ საუბრების ჩანაწერები.

პლატფორმები: ვებ, Android, iOS.

ალტერნატივები: Skype for Business, Slack, Hangouts Meet.

საოფისე პაკეტი – Google Sheets, Microsoft Word, Microsoft PowerPoint

Google გთავაზობთ მრავალპლატფორმულ, ფუნქციურ და უფასო სერვისების კომპლექტს პოპულარულ საოფისე ფაილის ფორმატებთან მუშაობისთვის.

მისი დახმარებით შეგიძლიათ შექმნათ და დაარედაქტიროთ ტექსტური დოკუმენტები, ცხრილები და პრეზენტაციები – როგორც დამოუკიდებლად, ასევე კოლეგებთან ერთად.

პლატფორმები: ვებ, Android, iOS.

ალტერნატივები: Office 365, Quip, Apple iWork.

Google Drive

ძნელი წარმოსადგენია დისტანციური გუნდური მუშაობა გუგლ დრაივის გარეშე, სადაც საერთო მონაცემებს შეინახავთ. თქვენს ხელთ ათობით მსგავსი სერვისია, მაგრამ Google Drive ადვილად შეიძლება ეწოდოს ერთ-ერთ საუკეთესო.

ის გთავაზობთ 15 გიგაბატ უფასო მეხსიერებას, ინტეგრირებულია Google-ის სხვა პროდუქტებთან და ხელმისაწვდომია ადვილად გამოსაყენებელი ინტერფეისით.

მოცულობის გასაზრდელად შეგიძლიათ გამოიწეროთ მხოლოდ ფასიანი Google Drive გეგმა.

პლატფორმები: ვებ, Windows, macOS, Android, iOS.

ალტერნატივები: Dropbox, OneDrive.