საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის რომელ ტაქტიკას უნდა უფრთხილდეთ?

ვებსაიტის პოპულარიზაციისასა შიდა ოპტიმატიზაციის ზოგიერთი მეთოდის გამოყენება რეკომენდირებული არ არის, რადგან არსებობს გარე ფაქტორები, რომლებმაც შესაძლოა საძიებო სისტემებში თქვენი საიტის ავტორიტეტი შეარყიოს.

მაგალითად, სპეციალისტები გვირჩევენ, რომ არ გამოვიყენოთ კატალოგების ავტომატური გაშვება – რატომ?

როგორც წესი,  კატალოგების ავტომატური გაშვება იწვევს თქვენი საიტის მოთავსებას პირველ კატეგორიაში და არა თემატურში. ხშირად, კატალოგის სათაურები განლაგებულია ანბანური თანმიმდევრობით და ავტომატურმა გაშვებამ შედეგად შეიძლება მოიტანოს ის, რომ თქვენი კოსმეტიკური პროდუქციის საიტი, ავტომობილების განყოფილებაში მოხვდეს.

ბმულების ყიდვისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ!

თქვენს ვებ-გვერდზე ასევე ცუდად აისახება ბმულების გადაჭარბებული სიმრავლე. როგორც წესი, ეს იმით მთავრდება, რომ ბიზნესის მფლობელი დაუსრულებლად დებს თანხებს არათემატურ რესურსებში, რომლებიც უკეთეს შემთხვევაში, არანაირად არ არისახება საიტის პოზიციებზე.

ბმულების შეძენისას ყურადღება უნდა მიაქციოთ შემდეგ ფაქტორებს:

  • არის ეს გვერდი საძიებო სისტემის ინდექსში?
  • არის ეს ბმული აქტუალურ რესურსზე ან აქტუალურ გვერდზე განთავსებული?
  • რამდენია ამ გვერდიდან გამავალი გარე ბმულების რაოდენობა? – რეკომენდებულია მათი რაოდენობა არ აღემატებოდეს ხუთს;
  • გვერდი უნდა შეიცავდეს ტექსტს, რომელიც შეესაბამება თქვენი საიტის თემატიკას.

სპამები:

საძიებო სისტემებს არ მოსწონთ სპამერები. ამიტომ, ფრთხილად იყავით ხელშეწყობის ამ მეთოდთან, რომელიც ადრე პოპულარული იყო. დღეს, თქვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს TOP რეიტინგები, მიზნობრივი ტრეფიკი და კარგი გაყიდვები, ამაში კი სპამების არსებობა ხელს შეგიშლით.