ERP სისტემა არის ცალკეული მოდულების ნაკრები, რომლებიც დაკავშირებულია და ინტეგრირებულია ერთმანეთთან. თითოეული ეს მოდული პასუხისმგებელია ბიზნესის კონკრეტულ სფეროზე, როგორებიცაა: ფინანსები, წარმოება, HR, მარკეტინგი და გაყიდვები, დაგეგმვა, შესყიდვები, ლოჯისტიკა და ა.შ.
სამრეწველო საწარმოებმა ERP სისტემების გამოყენება პირველემბა დაიწყეს, ხოლო მას შემდეგ, რაც მათი ეფექტურობა დადასტურდა, მის აქტიურ მოხმარებაზე გადავიდნენ მომსახურების სექტორი, სამთავრობო სტრუქტურები და არაკომერციული ორგანიზაციები.
როგორ მივიღოთ მაქსიმალური სარგებელი ERP სისტემების დანერგვით?
ERP-ის ძირითადი პრინციპია ინფორმაციის ცენტრალიზებული შეგროვება. ყველა მონაცემი არის ერთ საცავში, რომელიც საშუალებას აძლევს ყველა მომხმარებელს – აღმასრულებელი დირექტორიდან ბუღალტერამდე პერსონალამდე, რომ შეინახოს, შექმნას და გამოიყენოს იგივე განახლებული საწარმოს მონაცემები.
მთავარი სარგებელი, რის მოტანაც ამ სისტემის დანერგვას თქვენი ბიზნესისთვის შეუძლია:
გაზრდილი პროდუქტიულობა – ბიზნეს პროცესის ავტომატიზაცია საშუალებას მოგცემთ, თქვენი თანამშრომლების მიერ დაზოგილი დრო სხვა ამოცანების შესასრულებლად გამოიყენოთ;
კლიენტებთან გაუმჯობესებული ურთიერთქმედება – მონაცემთა ცენტრალიზებული საწყობი უზრუნველყოფს ყველა საჭირო ინფორმაციას მომხმარებელთა ბაზის შესახებ, რაც ამარტივებს კომუნიკაციას და ამცირებს მომხმარებელთა მომსახურებაზე დახარჯულ დროს.
სიტუაციის სიღრმისეული ანალიზი – გადაწყვეტილების მიმღებ პირებს უჩნდებათ ინფორმაციის ერთიანი წყარო, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ. ხელოვნური ინტელექტის მქონე ანალიტიკა დაგეხმარებათ სწრაფად მიიღოთ პასუხები კრიტიკულ კითხვებზე და დროულად ამოიცნოთ გამაფრთხილებელი ნიშნები.
მონაცემთა უსაფრთხოება – ინფორმაციის დამუშავების ცალკეული სისტემების დიდი რაოდენობა გარკვეულ რისკებს შეიცავს. ერთიანი, უსაფრთხო მონაცემთა ცენტრი იცავს თქვენი კლიენტების და თანამშრომლების პერსონალურ მონაცემებს, ასევე ფინანსურ მონაცემებს არასასურველი საფრთხეებისგან.
საწარმოს განვითარებასთან ერთად, მისი მართვის პროცესები რთულდება, შესაბამისად, იზრდება ინფორმაციის რაოდენობა, რომელიც წარმოადგენს გადაწყვეტილების მიღების საფუძველს, ხოლო ბიზნეს პროცესები, რომლებსაც ადრე მინიმალური დრო სჭირდებოდათ, მეტ ყურადღებას და ახალ პროგრესულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. ERP უნდა დანერგოთ, თუ: არ გაქვთ საკმარისი მონაცემები მენეჯმენტის ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად, გსურთ თქვენი წარმოების პროცესების სტანდარტიზაცია და აქამდე იყენებთ მოძველებულ სისტემებს.