ღია კოდის დაზვერვის (OSINT) პროგრამული უზრუნველყოფა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ინდივიდებისა და ორგანიზაციების შესახებ ადვილად ხელმისაწვდომი მონაცემები შეაგროვონ წყაროების ისეტი ფართო სპექტრიდან, როგორიცაა საძიებო სისტემები, სოციალური მედიის პროფილები და სამთავრობო ჩანაწერები. OSINT სულ უფრო მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ხდება საჯარო ინფორმაციის შეგროვების კუთხით და მიზნად ისახავს ყოვლისმომცველი სურათის შექმნას.
მონაცემებზე ორიენტირებულ სამყაროში, მსგავსი ტიპის პროგრამული უზრუნველყოფა შეუცვლელ რესურსია კიბერუსაფრთხოების პროფესიონალებისთვის, რომლებიც მას ეთიკური ჰაკერებისთვის, შეღწევადობის ტესტირებისა და გარე საფრთხის იდენტიფიკაციისთვის იყენებენ.
OSINT ის (OSBI) ძირითადი კომპონენტია მეტა ტრენდი. ამჟამად, კომპანიების 30%-მდე იყენებს ღია კოდის ინსტრუმენტებს, როგორც მათი ბიზნეს სტრატეგიის ნაწილს.
ღია კოდის სადაზვერვო რა პლატფორმები არსებობს?
Maltego
ეს არის მრავალმხრივი ღია კოდის სადაზვერვო პლატფორმა, რომელსაც გამოძიების გამარტივება და დაჩქარება შეუძლია. ის უზრუნველყოფს მონაცემთა 60-მდე წაროზე წვდომას და ხელით ატვირთვის შესაძლებლობებს და ასევე, მილიონამდე ერთეულის მონაცემთა ბაზას, რაც უკეთესი ანალიზის ჩატარებაში დაგეხმარებათ.
Spiderfoot
ის არის ღია კოდის OSINT დაზვერვის ინსტრუმენტი, რომელსაც გააჩნია სხვადასხვა ფუნქცია, მათ შორის IP მისამართების, CIDR დიაპაზონების, დომენებისა და ქვედომენების, ASN-ების, ელექტრონული ფოსტის მისამართების, ტელეფონის ნომრების, სახელებისა და მომხმარებლის სახელების, BTC მისამართების და სხვათა მოპოვებისა და ანალიზის შესაძლებლობა.
SEON
SEON ციფრული პირადობის გადამოწმების პლატფორმა, რომელიც ბიზნესს აძლევს მოქნილობას, განახორციელონ მოთხოვნები ხელით, API-ით, ან თუნდაც Google Chrome-ის გაფართოების მეშვეობით; აადვილებს გამოყენებას და მისაწვდომობას.
Lampyre
ეს არის ფასიანი აპლიკაცია, რომელიც შექმნილია სპეციალურად OSINT-ისთვის და უზრუნველყოფს სათანადო ექსპერტიზის, კიბერ საფრთხეების დაზვერვის, დანაშაულის ანალიზისა და ფინანსური ანალიტიკის ეფექტურ გადაწყვეტას. აპლიკაცია შეგიძლიათ დააინსტალიროთ თქვენს კომპიუტერში ან მარტივად გაუშვათ ონლაინ.
Recon-ng
ეს არის ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება ვებსაიტების დომენებთან დაკავშირებული ინფორმაციის მოსაძებნად. იგი თავდაპირველად დაიწყო როგორც სკრიპტი, მაგრამ ახლა ის განვითარდა სრულ ჩარჩოში.