ყველაფერი მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის (CRM) სისტემების შესახებ

მომხმარებელთან ურთიერთობის მართვა (CRM) არის თქვენი კომპანიის მომხმარებლებთან და პოტენციურ კლიენტებთან ურთიერთობის და ბიზნეს პროცესების მართვის ტექნოლოგია.

როგორც წესი, CRM სისტემა წარმოადგენს გაყიდვების და კომუნიკაციის მართვის პროგრამულ უზრუნველყოფას. ის გეხმარებათ პოტენციურ მომხმარებლებთან მუშაობის ორგანიზებაში, კლიენტების ქცევის ანალიზში და კომუნიკაციის ავტომატიზაციაში.

CRM სისტემების 4 ძირითადი ელემენტია:

კლიენტების ბაზა – სწორედ ერთიანი კლიენტთა ბაზის შექმნის აუცილებლობის გამო იწყებს ხელმძღვანელი CRM სისტემის დანერგვაზე ფიქრს. კლიენტთა ბაზის მართვისთვის საჭიროა ერთიანი სისტემა, რომლის მთავარი ფუნქციაც ცენტრალიზაციაა. ბაზა კომპანიის სერვერზე ინახება.

გარიგებები – გარიგებების მართვა იწყება პატარა ცნობარით, რომელსაც ქვია გარიგების ეტაპები. გარიგების ეტაპების ჩამონათვალს ყოველი კომპანია  თავისი ბიზნეს პროცესებიდან გამომდინარე განსაზღვრავს.

ცნობარები – ეს არის CRM სისტემის მნიშვნელობით მესამე ელემენტი. ცნობარები შეიძლება ჩამოიტვირთოს საბუღალტრო პროგრამიდან და გაკეთდეს სინქრონიზაცია სისტემებს შორის.

ავტომატიზაციის ინსტრუმენტები – CRM სისტემაში შეიძლება ძალიან ბევრი ავტომატიზაციის ინსტრუმენტი არსებობს: ინვოისების, წერილების და ხელშეკრულებების შაბლონები, SMS-ების ან მეილების ავტომატური დაგზავნა, შეხსენებები და ზოგადად, ყველაფერი, რაც კლიენტთან მუშაობის დასაჩქარებლად და კომუნიკაციის ხარისხის ასამაღლებლად შეიძლება დაგეგმო.

რისთვის გვჭირდება CRM სისტემა?

CRM სისტემა გარე ინტერაქციებისა და ურთიერთობების მართვის თანამედროვე საშუალებებს ბიზნესის ყველა მიმართულებას აძლევს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება გაყიდვების ან მომსახურების სფეროში.

ის, ორგანიზაციის შიგნით ამაღლებს პროდუქტიულობას და ხელმძღვანელობას საშუალებას აძლევს, მიიღონ ანალიტიკასა და სტატისტიკაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები.

CRM სისტემების გამოყენების უპირატესობები

CRM სისტემა ყველა პოტენციური კლიენტების მონაცემების ერთ სისტემაში მოქცევის საშუალებას იძლევა. თანაც, CRM სისტემა ამას ავტომატურად აკეთებს მასში ჩაშენებული ფუნქციონალის საშუალებით. მნიშვნელოვანია, რომ აქ თავს იყრის მომხმარებელთან კომუნიკაციის სრული ისტორია თავისი „თაიმლაინით“. თუმცა, CRM სისტემის ფუნქციონალში ეს მხოლოდ მცირე ნაწილია.

CRM სისტემების რა სახეობები არსებობს?

თავისი შესაძლებლობების მიხედვით ყოველი CRM სისტემა ერთ-ერთ ამ კატეგორიაში ვარდება:

საოპერაციო CRM სისტემები – გეხმარებათ თქვენი კომპანიის ყოველდღიური პროცესების მართვაში და რუტინული ამოცანების ავტომატიზაციაში;

ანალიტიკური CRM სისტემები – ეს არის უზარმაზარი მონაცემთა ბაზა დეტალური ინფორმაციით თქვენი კლიენტების და ბიზნეს პროცესების შესახებ;

კოლექტიური CRM სისტემები – გეხმარებათ თქვენი კომპანიის სხვადასხვა განყოფილებებს შორის ურთიერთობის ეფექტიანობის ამაღლებაში.

როგორ ზრდის CRM გაყიდვებს?

ცხადია, ყიდიან ადამიანები და არა სისტემები, თუმცა CRM სისტემა ადამიანებს ეხმარება:

  • დაზოგონ დრო და ენერგია პროცესების ავტომატიზაციის ხარჯზე;
  • სწორად დაგეგმონ და მართონ პოტენციურ კლიენტებთან ურთიერთობა;
  • კოორდინირებულად იმოქმედონ მარკეტინგის, გაყიდვების და მომსახურების მიმართულებებმა;
  • ჰქონდეთ ანალიტიკური და სტატისტიკური მონაცემები აქტივობების ეფექტიანობის შესაფასებლად.

ის, თუ რამდენი %-ით გაზრდით გაყიდვების გაზრდას CRM სისტემის დანეგვით, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გამოიყენებთ ამ სისტემას, რა ამოცანებს გადაგიჭრით ის, რამდენად პროფესიონალურად იქნება ის გამართული, რამდენად სიღრმისეულად გაივლიან ტრენინგს თქვენი თანამშრომლები და რამდენად სწორად გამოიყენებენ მას.