5 გამოცდილი მარკეტინგული სტრატეგია გლობალური მომხმარებლების მოსაზიდად

მხოლოდ ვებსაიტის ფლობა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ თქვენი ელექტრონული კომერციის ბიზნესი მზად არის, კლიენტებს მთელს მსოფლიოში მოემსახუროს. ცხადია,  საერთაშორისო კლიენტებს შეუძლიათ თავიანთი ქვეყნიდან წვდომა ჰქონდეთ თქვენს ვებსაიტზე, მაგრამ კითხვა იმაში მდგომარეობს – ისარგებლებენ თუ არა ისინი ამ შესაძლებლობით?

ნაკლებად სავარაუდოა, რომ აქტიური მარკეტინგის გარეშე უცხოელი მომხმარებლების მოზიდვა და მათი დარწმუნება შეძლოთ, გააკეთონ შენაძენი.

უცხოელი მომხმარებლების მოსაზიდად მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს თქვენი ბიზნესის შესახებ ცნობადობის გაზრდა მათ მშობლიურ ბაზრებზე. ამისთვის კი ექვსი მარკეტინგული ხერხის გათვალისწინებაა საჭირო.

რატომ უნდა ეცადოთ საერთაშორისო კლიენტების მოზიდვას?

საზღვარგარეთ მყოფი კლიენტების მომსახურება სრულიად განსხვავებული სფეროა. თქვენ უნდა დაარწმუნოთ მომხმარებლები, რომლებიც სხვა ენაზე საუბრობენ და სხვა ვალუტას იყენებენ, რომ თქვენი ბიზნესი ადგილობრივ რეგულაციებთან შესაბამისია. ჩრნდება კითხვა – ღირს პოტენციური დაბრკოლებები იმად, რომ გლობალურ ბაზარზე გასვლა სცადოთ?

ამაზე პასუხი რამდენიმე მიზეზის გამოა დადებითი:

  • საერთაშორისო ბაზრებზე თქვენი მომხმარებლების ბაზის გაფართოებით, თქვენ კარს გაუხსნით გაყიდვებისა და ბიზნესის დაჩქარებულ ზრდას. გარდა ამისა, თუ ისეთი პროდუქტის ექსკლუზიური დისტრიბუტორი ხართ, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი ადგილობრივად, საერთაშორისო მომხმარებლები იძულებულნი იქნებიან თქვენგან იყიდონ, რაც კიდევ უფრო გაზრდის თქვენს წარმატებას;

 

  • თქვენი სამომხმარებლო ბაზის გაფართოებით, შეძლებთ შეამციროთ ეკონომიკური ვარდნის რისკი ადგილობრ ბაზარზე. მომხმარებელთა ფართო ბაზის არსებობა დაგეხმარებათ იმის უზრუნველყოფაში, რომ თქვენი გაყიდვები სტაბილური დარჩეს მაშინაც კი, როდესაც ადგილობრივმა კლიენტებმა შესაძლოა განიცადონ ეკონომიკური სირთულეები;

 

  • თუ თქვენი ბიზნესის გაფართოება გსურთ საერთაშორისო დონეზე, შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი შიდა ბაზარი, როგორც საწყისი წერტილი. გამოიყენეთ თქვენი წარმატება ერთ ქვეყანაში, რათა გამოუშვათ თქვენი პროდუქტი ან მომსახურება მეზობელ ქვეყნებში და თანდათანობით მოიკიდოთ ფეხი საზღვარგარეთ.

რა არის საუკეთესო მარკეტინგული ტაქტიკა თქვენი ბიზნესის გლობალური გაფართოებისთვის?

მას შემდეგ, რაც ახალ რეგიონში შექმნით მაღაზიას, მნიშვნელოვანია თქვენი ბიზნესის მარკეტინგი, რათა დაიწყოთ ადგილობრივი პარტნიონების მოზიდვა. ამისთვის საჭიროა:

გამოიკვლიეთ თქვენი სამიზნე მომხმარებლები და დაუკავშირდით მათ – შეცდომა იქნება თუ ჩავთვლით, რომ უცხოურ ბაზრებზე კლიენტებს იგივე მახასიათებლები აქვთ, რაც ადგილობრივ არხებზე.

სრულად თარგმნეთ ბრენდის კონტენტი – არცერთი ბიზნესი არ იქნება წარმატებული, თუ თქვენი პერსპექტიული მომხმარებლები ვერ გაიგებენ, რას შესთავაზებთ.

მოახდინეთ თქვენი საიტის ლოკალება – თქვენი ვებსაიტის ლოკალიზაცია არის საკვანძო ნაბიჯი იმისთვის, რომ უცხოურ აუდიტორიას მიეცეთ საშუალება, გაიგონ თქვენი ბრენდის შეთავაზებები.

გამოიყენეთ აქციები და შეთავაზებები – პოტენციური მყიდველების მოზიდვა მაცდური შეთავაზებებით ეფექტური გზაა უცხო ბაზარზე ყურადღების მისაპყრობად.

თქვენი პროდუქტის შესახებ ადგილობრივი სოციალური მიმოხილვების დემონსტრირება მოახდინეთ – მომხმარებლები უფრო მეტად შეიძენენ პროდუქტებს, რომლებაც რეკომენდაციას უწევენ სხვები.