6 რჩევა, რაც მომავალ პროგრამისტებს დროს დაუზოგავს

ვებ-დეველოპინგი მუდმივად ხვდება მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი და პოპულარული პროფესიების სიაში. დღესდღეობით აქტურალურია პროგრამისტის პროფესია, რადგან ამ სფეროში ბევრი იშოვება და პროფესიონალებისთვის, ყოველთვის ღიაა დიდი კომპანიების კარი.

ამ სტატიაში თავი მოვუყარეთ რამდენიმე რჩევას, თუ საიდან უნდა დაიწყოს ვებ-დეველოპერმა და რა პერსპექტივები აქვს პროგრამისტის პროფესიას.

ბაზარზე არსებული სიტუაცია:

2019 წელს პორტალზე Superjob კვლევა გამოაქვეყნა სათაურით – ყველაზე მოთხოვნადი IT პროფესიები, რომლის მიხედვითაც, 2020 წლისთვის მობილური აპლიკაციების შემქმნელებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად უნდა გაზდილიყო. მართლაც, ბოლო წლებში ძალიან გაიზარდა ინტერესი მობილური დეველოპერების მიმართ და ბევრი კომპანია, ინვესტიციას ახორციელებს Android-ისა და iOS-ისთვის პროდუქტების შექმნაში. მობილური აპლიკაციების შემქმნელებს აქვთ მაღალი ხელფასები, კვალიფიციურ პერსონალზე მოთხოვნა კი ყოველწლიურად იზრდება.

მობილური და Back-end დეველოპერები რეიტინგის სათავეში არიან და ოდნავ ჩამორჩებიან მენეჯმენტის წარმომადგენლებს. თანაც, „ლოქდაუნმა“ მთელს მსოფლიოში დიდი სტიმული მისცა დისტანციურ მუშაობას. ბევრმა კომპანიამ დაიწყო ბიზნესისი ონლაინში გადატანა და მასში ფულის ინვესტიცია, რამაც დეველოპერებს დამატებითი ბაზრები აათვისებინა.

ვებ დეველოპერის პროფესიის პერსპექტივები

მაღალი ხელფასები და კვალიფიციური კადრების დეფიციტი დიდ შესაძლებლობას უქმნის კვალიფიციურ კადრებს. ვებ დეველოპერებს, ისევე როგორც ათობით სხვა პროფესიის წარმომადგენლებს, შეუძლიათ დისტანციურად მუშაობა. ბევრი ადამიანი დისტანციურად თანამშრომლობს უცხოურ კომპანიებთან, შესაბამისად, მათ არ აფერხებთ გადაადგილების, ბიუროკრატიული პროცედურების და უცნობ ქალაქში ცხოვრების სირთულეები.

IT-ისგან შორს მყოფ ადამიანებსაც კი კარგად ესმით, რომ ეს მომავლის ინდუსტრიაა. მსოფლიოში მუდმივად ჩნდებიან ტექნოლოგიური კომპანიები, რომლებიც ინვესტიციას ახდენენ პროგრამული უზრუნველყოფის, გაჯეტებისა და ტექნოლოგიების შექმნაში.

მობილური აპლიკაციების განვითარების ნიშა კი ახლა პოპულარობის პიკზეა. Android-ისა და iOS-ის პროდუქტები მილიონობით დოლარს გამოიმუშავებს და გამოცდილ დეველოპერებზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება. კომპანიები მზად არიან, მათ დიდი თანხები გადაუხადონ, თუმცა, სანაცვლოდ მათგან ელიან პროფესიონალიზმს და კომპლექსური პრობლემების სწრაფ გადაწყვეტას.

იმისათვის, რომ დამწყებებმა უკეთ გაიგონ, რა ელის მათ მომავალში, ჩვენ თავი მოვუყარეთ ვებ დეველოპერის პროფესიის დადებითი და უარყოფითი მხარეებს.

უპირატესობები:

  • სტაბილური მოთხოვნა – IT არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ნიშა, რომელიც სჭიროებს კვალიფიციური კადრებს;
  • მიმართულებების მრავალფეროვნება – შეგიძლიათ იმუშაოთ ვებსაიტებზე, მობილურ აპლიკაციებზე, სისტემის ადმინისტრირებაზე და სხვა ამოცანებზე;
  • მაღალი ხელფასები – დამწყებმაც შეიძლება გამოიმუშაონ საკმაოდ მაღალი ხელფასები, დეველოპერების ანაზღაურება 3 000 ლარიდან იწყება;
  • მასშტაბურება –  ვებ პროგრამისტები ხშირად მუშაობენ დისტანციურად და დამოუკიდებლად გეგმავენ თავიანთ ამოცანებს. თქვენ შეგიძლიათ ჩაერთოთ პროექტის მხარდაჭერაში და მიიღოთ სტაბილური შემოსავალი როგორც თქვენს ქვეყანაში, ისე მის გარეთ არსებული კომპანიებისგან;
  • უნიკალური გამოცდილება – დეველოპერებს იშვიათად ადარებენ მხატვრებს, მაგრამ ეს პროფესია მოითხოვს შემოქმედებითობას. პროგრამისტები ქმნიან პროდუქტებს, რომლებსაც მილიონობით ადამიანი იყენებს მთელ მსოფლიოში;
  • კარგი პერსპექტივები – გლობალური IT ბაზარში წელიწადში მილიარდობით დოლარი ბრუნავს. მაგალითად, მხოლოდ ამაზონმა მხოლოდ 2018 წელს 13,6 მილიარდი დოლარი დახარჯა თავის ინფრასტრუქტურაზე;
  • უწყვეტი განვითარება – IT სფეროში მუდმივად ახალი ტექნოლოგიები და ტენდენციები ჩნდება. ამიტომ, შეგიძლიათ ერთ ნიშაზე არ იყოთ კონცენტრირებული და დაეუფლოთ უფრო მომგებიან მიმართულებას, ან შეიცვალოთ სპეციალობა.

ხარვეზები:

  • მჯდომარე მუშაობა – დეველოპერები დროის უმეტეს ნაწილს კომპიუტერთან ატარებენ;
  • Ჯანმრთელობის პრობლემები – თუ 8-10 საათის ერთფეროვან მუშაობას სპორტდარბაზში ვარჯიშით არ ანაზღაურებთ, ადრე თუ გვიან ხერხემალთან და კისრის მალებთან დაკავშირებული პრობლემები შეგექმნებათ;
  • მაღალი კონკურენცია – დამწყებთათვის რთულია კარგი შემოსავლის მიღება, რადგან დამკვეთები პრიორიტეტს ანიჭებენ გამოცდილ კადრებს.

დეველოპერები სხვადასხვა დავალების შესრულებით არიან დაკავებულნი და წარმატების მისაღწევად, ისინი მინიმუმ ერთ სფეროს უნდა დაეუფლონ. ახლა მობილური აპლიკაციების შექმნის ტენდენციაა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ამ ნიშაში მოღვაწე სპეციალისტები შოულობენ ფულს.

მსხვილი კომპანიები ხშირად ერთმანეთის მეტოქეები ხდებიან კვალიფიციური პერსონალის მოზიდვაში. ფრონტ-ენდის დეველოპერები, ტესტერები და სხვა IT სპეციალისტები სამუშაოს გარეშე არ დარჩებიან, თუ მათ შეუძლიათ დამსაქმებელს შესთავაზონ ჩართულობის მაღალი დონე, გამოცდილება და სრულყოფილად განვითარებული უნარები.