როგორ მუშაობს საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია

როგორ მუშაობს საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია (SEO)

როგორ მუშაობს საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია (SEO).

საძიებო სისტემები, როგორიცაა, მაგალითად Google, იყენებენ ალგორითმს ან წესების კრებულს იმის დასადგენად, თუ რომელი გვერდები აჩვენონ ნებისმიერი მოთხოვნისთვის. ეს ალგორითმები გახდა ძალიან რთული და ითვალისწინებს რანჟირების ასობით ან თუნდაც ათასობით სხვადასხვა ფაქტორს მათი SERP-ის რანჟირების დასადგენად. ამასთან, არსებობს სამი ძირითადი მაჩვენებელი, რომლებსაც საძიებო სისტემები აფასებენ საიტის ხარისხისა და რეიტინგის დასადგენად:

ბმულები - სხვა ვებსაიტების ბმულები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ Google-სა და სხვა საძიებო სისტემებში საიტის რეიტინგის განსაზღვრაში. მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ ბმული შეიძლება ჩაითვალოს როგორც სხვა ვებსაიტების მიერ ხმის მიცემა ხარისხის სასარგებლოდ, რადგან ვებსაიტების მფლობელებმა ნაკლებად სავარაუდოა, რომ სხვა დაბალი ხარისხის ვებსაიტების ბმულები განათავსონ. საიტები, რომლებიც იღებენ ბმულებს სხვა მრავალი საიტიდან, ნდობას მოიპოვებენ (რომელსაც ეწოდება Google-ის „PageRank“- გვერდის ხარისხი, რანგი) საძიებო სისტემის თვალში, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მათზე მიბმული საიტები თავისთავად ნდობას იმსახურებენ.

კონტენტი - ბმულების გარდა, საძიებო სისტემები ასევე აანალიზებენ ვებ-გვერდის კონტენს იმის დასადგენად, თუ რამდენად შესაბამისი იქნება იგი მოცემული საძიებო მოთხოვნისთვის. SEO-ს უდიდესი ნაწილი იმ საკვანძო სიტყვებზე ორიენტირებული კონტენტის შედგენაში მდგომარეობს, რომლებსაც საძიებო სისტემის მომხმარებლები ეძებენ.

გვერდის სტრუქტურა - SEO-ს მესამე მთავარი კომპონენტია გვერდის სტრუქტურა. ვინაიდან ვებგვერდები HTML-ში იწერება, იმან თუ როგორ არის სტრუქტურირებული HTML კოდი შესაძლოა გავლენა მოახდინოს საძიებო სისტემის მიერ გვერდის შეფასების უნარზე. შესაბამისი საკვანძო სიტყვების ჩართვა სათაურებში, URL და გვერდების სათაურები, ისევე როგორც საიტის ხილვადობის უზრუნველყოფა, არის ქმედებები, რომლებიც საიტის მფლობელებს შეუძლიათ განახორციელონ თავიანთი საიტის SEO-ს გასაუმჯობესებლად.

საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის პროცესი გულისხმობს საძიებო სისტემის ალგორითმების თითოეული ამ ძირითადი კომპონენტის ოპტიმიზაციას იმისათვის, რომ საძიებო შედეგებში უფრო მაღალი პოზიციები იქნეს მიღწეული.



კომენტარები

დაგვიკავშირდით.
ტელ: 557 729 794
ელ-ფოსტა: info@bestweb.ge
bes tweb