რატომ არის SEO მნიშვნელოვანი თქვენი ვებსაიტისთვის?

რატომ არის SEO მნიშვნელოვანი თქვენი ვებსაიტისთვის?

რატომ არის SEO მნიშვნელოვანი თქვენი ვებსაიტისთვის?.

SEO (Search Engine Optimization – საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია) - თქვენი ვებსაიტის ბაზარზე წინსვლის მდგრადი საშუალებაა. SEO-ს გამოყენება აუდიტორიის შესაქმნელად და თქვენს საიტზე პოტენციური მომხმარებლების მოსაზიდად ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ვებსაიტის წარმატებისთვის.

B2B (კორპორაციული კლიენტების მარკეტინგული) მკვლევარების 70%-ზე მეტი შეძენის პროცესს ზოგადი ძიებით იწყებს. (SearchEngine Journal)

მყიდველთა 89% მსხვილი შესყიდვის განხორციელებამდე ონლაინ კვლევას ატარებს. (Retailing Today)

ონლაინ გამოცდილების 93% საძიებო სისტემით იწყება. (Techjury).

ქვემოთ მოცემულია თქვენს ვებსაიტზე საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის განხორციელებისა და SEO-ს მუდმივი მხარდაჭერის უზრუნველყოფის ზოგიერთი უპირატესობა.

თქვენს ვებსაიტზე SEO-ს განხორციელების უპირატესობებია:

1. PPC-თან (თითო დაწკაპუნებაზე გადახდა) შედარებით დაბალი ღირებულება

ორგანული SEO შედარებით დაბალი ღირებულებისაა. თქვენგან იგი მხოლოდ კარგი კონტენტისთვის დროის რეგულარულ დათმობასა და მოთმინების გონივრულ დოზას მოითხოვს. როდესაც თქვენ ჩვეულებრივი (ორგანული) საძიებო სისტემის შედეგების რეიტინგში პირველ ადგილზე აღმოჩნდებით, შეგიძლიათ მოდუნდეთ და თვალყური ადევნოთ შემომავალ ტრაფიკს. იგი არ საჭიროებს ყოველთვიურ ბიუჯეტს PPC (თითო დაწკაპუნებაზე გადახდა) რეკლამისთვის, როგორც მაგალითად Google Adwords.

PPC-ს (თითო დაწკაპუნებაზე გადახდა) რეკლამირების პრობლემა, როგორიცაა მაგალითად Google Adwords, იმაში მდგომარეობს, რომ როგორც კი ბიუჯეტი ამოიწურება, თქვენი ტრაფიკი ჩერდება. არსებითად, SEO არის საჩუქარი, რომელსაც მუდმივად შედეგი მოაქვს.

იმისდა მიხედვით, თუ როგორ ვითარდება თქვენი ვებსაიტის კონტენტი, იგი ინდექსირდება ისეთი საძიებო სისტემების მიერ, როგორიცაა Google, და თქვენ ქმნით ბექლინკებს (უკუბმულებს) თქვენი საიტის გვერდებზე. ადამიანებიც თქვენს კონტენზე უთითებენ და თქვენი ვებსაიტი იძენს ავტორიტეტს კონკრეტულ ან ძირითად თემასთან დაკავშირებით.

ამის საბოლოო შედეგი - ვებსაიტის უფრო მეტად ორგანული ტრაფიკია. ეს კი თქვენი ვებსაიტისთვის საკვანძო სიტყვების უკეთესი რანჟირების მეშვეობით მიიღწევა.

2. ბრენდის უფრო მაღალი ავტორიტეტი და სანდოობა

სინამდვილეში, უამრავი ადამიანი ენდობა ძიების პირველ შედეგს, რომელსაც საძიებო მოთხოვნის ან საკვანძო სიტყვის მიხედვით ხედავს, როდესაც იგი ისეთ საძიებო სისტემებში შეჰყავს, როგორიცაა მაგალითად Google. მათ მიაჩნიათ, რომ კომპანიები, რომლებიც კარგ პოზიციებს იკავებენ ისეთ საძიებო სისტემებში, როგორიცაა Google, პატივისცემას იმსახურებენ. ამრიგად, SEO-ს განხორციელებით, თქვენი ვებსაიტი ხდება ბრენდი, რომელსაც შესაძლებელია ვენდოთ.

Google ფილტრავს ვებ კონტენტს მკაცრი წესების საფუძველზე, რომლებსაც ალგორითმის რეგულარული განახლებები ემატება. ალგორითმის განახლებები განსაზღვრავს თუ როდის და სად აჩვენებს საძიებო სისტემა ყველაზე მაღალრეიტინგულ საიტს. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლები ძიების განხორციელებისას იღებენ ყველაზე რელევანტურ კონტენტს. სწორედ ამიტომ მომხმარებლები ენდობიან Google-ის მაღალრეიტინგულ შედეგებს. და სწორედ ამიტომ ეს საიტები სანდოობის ბევრად უფრო მაღალ დონეს გვიჩვენებენ, ვიდრე დაბალრეიტინგული საიტები.

3. თქვენი ვებსაიტი თავისი არსით Google-ის პირველ გვერდზე უნდა იყოს

ადამიანთა უმეტესობა საძიებო სისტემების პირველ გვერდს არ სცდება. ბოლოს როდის გადასულხართ ძიების შედეგების მეორე გვერდზე? ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენი ვებსაიტი არ არის Google-ის ან სხვა საძიებო სისტემის პირველ გვერდზე, თქვენ ხელიდან უშვებთ პოტენციურ დაწკაპუნებებს და ბრენდის ზოგად ცნობადობას.

ძიების შედეგების პირველ გვერდზე მოხვედრით, თქვენ საკუთარ თავს ვებსაიტზე ვიზიტორთა მუდმივი ნაკადით უზრუნველყოფთ.

პირველი გვერდის ზედა ნაწილთან მიახლოებით კი თქვენ იმის მტკიცებას იწყებთ, რომ თქვენი ბრენდი თავის სფეროში ლიდერია.

4. მონაცემებზე წვდომა საშუალებას გაძლევთ კონტენტი ეფექტურად გამოიყენოთ პოტენციური მომხმარებელების წრის განსაზღვრის მიზნით სრულიად უფასოდ

თქვენი ვებსაიტის ანალიტიკური მონაცემების გადახედვით, თქვენ ნახავთ, თუ რა პროდუქტებსა და სერვისებს ათვალიერებენ ვიზიტორები თქვენს საიტზე. თქვენ ასევე შეგიძლიათ იხილოთ საძიებო პირობები და მოთხოვნები, რომლებსაც ისინი იყენებენ თქვენი ვებგვერდის საპოვნელად საძიებო სისტემების მეშვეობით. ეს მოქმედება გაჩვენებთ, თუ სად არის ხარვეზი თქვენს კონტენტში.

ყველა ვებსაიტს აქვს ხარვეზი კონტენტში და თუ თქვენ თქვენს კონკურენტებზე ადრე შეძლებთ მიაწოდოთ ეს კონტენტი თქვენს პოტენციურ


კომენტარები

დაგვიკავშირდით.
ტელ: 557 729 794
ელ-ფოსტა: info@bestweb.ge
bes tweb