6 მიზეზი თუ რატომ არის Wordpress- ი საუკეთესო მართვის სისტემა SEO - სთვის

6 მიზეზი თუ რატომ არის Wordpress- ი საუკეთესო სისტემა SEO - სთვის

6 მიზეზი თუ რატომ არის Wordpress- ი საუკეთესო სისტემა SEO - სთვის.

2003 წელს ვორდპრესის გამოშვების  შემდეგ მას არასოდეს შეუწყვიტავს განვითარება და ზრდა, დღეისათვის wordpress- ზე ვებგვერდების დაახოლებით 30% არის შექმნილი.  2019 წლის 12 ნოემბერს  WordPress 5.3 ვერსიას დაახლოებით 8,088, 611 გადმოწერა ჰქონდა! რა არის მიზეზი  WordPress- ის პოპულარობის და რატომ გახდა ის ასეთი მოთხოვნადი მსოფლიო ბაზარზე? მიზეზი ძალიან ბევრია მაგრამ მარკეტინგის წარმომადგენლებისთვის არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი ეს ვორდპრესის დამახასიათებელი თავსებადობა და თვისებებია SEO (Search Engine Optimization) - თან მიმართებაში.

ქვემოთ მოცემულია 6  მნიშვნელოვანი მიზეზი თუ რატომ არის Wordpress- ი საუკეთესო საიტების მართვის სისტემა SEO - სთვის.

1. WordPress ორიენტირებულია მომხმარებლის გამოცდილებაზე

Wordpress- ის თემების და მოდულების  მუშაობა მაქსიმალურად ხდის ვებსაიტს პროფესიონალურს, მოსახერხებელს და მიმზიდველს. ვორდპრესის პლატფორმა შესაძლებლობას იძლევა ნებისმიერი კოდის წერის გარეშე დააყენოთ სასურველი დიზაინი, შეცვალოთ ნებისმიერი დეტალი და ვებსაიტი გახადოთ თვენს სურვილებზე მორგებული და მიმზიდველი.

შედეგად საიტის ვიზიტორები  უფრო მარტივად ძებნიან საძიებო სისტემებში თქვენს ვებგვერდს, ისინი უფრო მეტხანს რჩებიან საიტზე რის შედეგადაც იზრდება თქვენი საიტის მთლიანი სტატისტიკა , რაც დიდ გავლენას ახდენს SEO ოპტიმიზაციაზეც, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ Wordpress საუკეთესოდ ერგება თითქმის ყველა საჭირო ციფრულ მარკეტინგულ არხს, რომლებიც დიდ გავლენას ახდენს თქვენს საქმიანობაზე.  

2. WordPress საშუალებას გაძლევთ შექმნათ საჭირო და მიმზიდველი პერმალინკები

"პერმალინკი" ეს არის ტერმინი, რომელიც გამოიყენება თითოეული გვერდის URL სტრუქტურაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ვებსაიტის საძიებო სისტმებეში ოპტიმიზირებისათვის.

ვორდპრესი კი გაძლევთ შესაძლებლობას მარტივად შეცვალოთ ან დააყენოთ სასურველი პერმალინკი თქვენს სტატიაზე თუ ნებისმიერ სერვისზე . რაც მხოლოდ სილამაზეს არ წარმოადგენს, არამედ სწორი შერჩეული პერმალინკი გეხმარებათ ვიზიტორების მოზიდვასა და რეიტინგის გაზრდაში.

3. WordPress– ზე  SEO - სთვის სურათების ოპტიმიზაცია მარტივი და მოსახერხებელია.

ფოტოები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ნებისმიერი პოსტისა თუ სერვისის აღწერისთვის, რომელიც განთავსებული გაქვთ ვებსაიტზე, მაგრამ სურათები მხოლოდ ილუსტრაციისთვის და ლამაზი დიზაინისთვის არ გამოიყენება. ისინი წარმოადგენენ მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს SEO-სთვის და ვებსაიტის რეიტინგზე ახდენენ გავლენას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც Wordpress იყენებთ.   

Wordpress  კი წარმოადგენს მარტივ გზას ოპტიმიზაცია გაუკეთოთ თქვენს ფოტოებს SEO - ს მხარდაჭერისთვის და უკეთესი შეფასებისთვის. მისი დახმარებით შეგიძლიათ ფოტოებზე შექმნათ „ალტერნატიული ტექსტები“  ეს ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ თქვენი საკვანძო სიტყვები, ფოტოს აღწერილობები, რასაც ყველაზე კარგად აღიქვამს საძიებო სისტემები.

ასევე ვორპდრესით შგიძლიათ შცვალოთ ფოტოს ზომები, რომ ფოტოებმა არ შეანელოს თქვენი საიტის მუშაობა და ჩატვირთვა, აქვე უნდა აღვნიშნოთ რომ Wordpress  ავტომატურად ქმნის alt ტექტსებს სურათებისთვის, რაც აგრეთვე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საძიებო სისტემებში საიტის მოწინავე პოზიციებზე გადმოსვლაზე.  

4. WordPress ოპტიმიზირებულია მობილურ ტელეფონებზე.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მობილური ტელეფონებით ვებსაიტების სარგებლობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუ თქვენ ხართ მარკეტერი  თქვენი კომპანიის ვებსაიტს მნიშვნელოვანია ჰქონდეს მობილური მხარდაჭერა, რომ არ დაკარგოთ და მოიზიდოთ მომხმარებლები.  ვებსაიტის მობილურტელეფონზე ოპტიმიზირება წარმოადგენს საიტის მოდულებისა და დიზაინის იმ მეთოდით ჩამოყალიბებას, რომ ნებისმიერი გაფართოების ეკრანზე ვებგვერდი იხსნებოდეს ეფექტურად და ინფორმაციის მიღება მაქსიმალურად მარიტივი და მოსახერხებელი  იყოს მომხმარებლისათვის.   

ხოლო თუ თქვენ იყენებთ Wordpress  ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი ვებსაიტი მორგებული და ოპტიმიზირებულია ყველა გაფართოების ეკრაზე და ამისათვის თქვენ არ გჭირდებათ დამატებით ფინანსების გაღება ან დროის დაკარგვა, რაც თავისთავად მოსახერხებელს ხდის თითოეული მომხმარებლისათვის თქვენი საიტით სარგებლობას.

5. WordPress საუკეთესო გზააა თქვენი სერვისებისა თუ პროდუქციის სოციალურ მედიაში ეფექტურად ინტეგრირებისთვის.

სოციალურ მედია და ციფრული მარკეტინგული არხები დღეს განსაკუთრებული ინსტრუმენტებია საკუთარი პროდქუციისა თუ სერვისების რეკლამირებისთვის, ხოლო სოციალურ მედიაში თქვენი აქტიური და წარმატებული კამპანია ირიბად დაგეხმარებათ ვებსაიტის გაუმჯობესებასა და SEO - ოპტიმიზაციაში.  Wordpress- ზე თქვენ შეგიძლიათ შექმნათ მორგებული სოციალური მედიის ღილაკები და მოდულები, რაც მომხარებელს გაუადვილებს ინფორმაციის მიღებას და თუნდაც მის გაზიარებას. უნდა აღნიშნიშნოს, რომ Wordpress - ზე  ინტეგრირდება დღეისათვის თითქმის ყველა  დიდი სოციალური არხის პროდუქტები, ზედმეტი ენრეგიისა და უნარის გარეშე თქვენ შეგიძლიათ ჩააშენოთ facebook pixel, Instagram ან თუნდა youtube ვიდეო არხი.

 

6. WordPress- ს აქვს შესანიშნავი პლაგინები , რომლებიც სპეციალურად SEO- სთვისაა შექმნილი

როდესაც იყენებთ Wordpress-ს მისი ოპტიმიზაცია უმაღლეს დონეზე მარტივია. ყველაფერი რაც თქვენ გჭირდებათ ამისათვის, არის სწორი და ეფექტური პლაგინის დაყენება. გთავაზობთ ერთ-ერთ საუკეთესო პლაგინს  Yoast SEO- ს, რომელიც უფასოა და მის გამართვას არ ჭირდება რამე დამატებით ტექნიკური უნარი და ცოდნა.

 აღნიშნულ პლაგინს აქვს მილიონობით გადმოტვირთვა მთელ მსოფლიოში, რადგან ეს ქმნის გვერდის ოპტიმიზაციისთვის ტექნიკურად საჭირო ყველა დეტალს ვიზუალურად.  თქვენ შეგიძლიათ თითოეულ გვერდს შეუქმნათ ის მნიშვნელოვანი შინაარსი, რომელსაც განსაკუთრებულად აღიქვამს საძიებო სისტემები. სწორად და მიზნობრივად შექმნილი კონტენტი კი დიდ გავლენას მოახდენს ვებსაიტზე და ძალიან მალე თქვენ ძიებისას იქნებით მოწინავე პოზიციაზე საძიებო სისტემებში. 



კომენტარები

დაგვიკავშირდით.
ტელ: 557 729 794
ელ-ფოსტა: info@bestweb.ge
bes tweb