ტოპ SEO ხელსაწყოები

ტოპ SEO ხელსაწყოები

ტოპ SEO ხელსაწყოები.

ვინაიდან SEO სრულიად ტექნიკური დისციპლინაა, არსებობს უამრავი ხელსაწყო და პროგრამული უზრუნველყოფა, რომლებიც ვებსაიტების ოპტიმიზაციაში ეხმარება. ქვემოთ მოცემულია ფართოდ გამოყენებადი უფასო და ფასიანი ხელსაწყოები:

Google Search Console - Google Search Console (ადრე ცნობილი როგორც „Google Webmaster Tools“) არის Google-ის მიერ მოწოდებული უფასო ხელსაწყო და SEO-ს ხელსაწყოების ნაკრების სტანდარტული ხელსაწყო. Google Search Console გვაწოდებს რეიტინგისა და ტრაფიკის შესახებ ანგარიშებს საკვანძო სიტყვებისა და გვერდების მიხედვით, ასევე ეხმარება ადგილზე ტექნიკური პრობლემების გამოვლენასა და გადაწყვეტაში.

Google Ads Keyword Planner - Keyword Planner Google-ის მიერ არის მოწოდებული კიდევ ერთი უფასო ხელსაწყოა, როგორც Google Ads პროდუქტის ნაწილი. მიუხედავად იმისა, რომ იგი განკუთვნილია ფასიანი ძიებისთვის, იგი შეიძლება იყოს შესანიშნავი ხელსაწყო SEO-სთვის, რადგან გაძლევთ რჩევებს საკვანძო სიტყვების შესახებ და საკვანძო სიტყვების ძებნის მოცულობას, რომელიც სასარგებლო იქნება საკვანძო სიტყვების კვლევის ჩატარების დროს.

Backlink Analysis Tools (ბექლინკების ანალიზის ხელსაწყოები) - ბმულების ანალიზის მრავალი ხელსაწყო არსებობს, რომელთაგან ორი მთავარია AHREF და Majestic. ბექლინკების ანალიზის ხელსაწყოები საშუალებას აძლევს მომხმარებლებს გაანალიზონ, თუ რომელი ვებსაიტებია მიბმული მათ საკუთარ ვებსაიტთან ან კონკურენტების ვებსაიტებთან, ხოლო ბმულების შექმნის დროს გამოიყენება ახალი ბმულების საპოვნელად.

SEO პლატფორმები - არსებობს მრავალი სხვადასხვა SEO პლატფორმა, რომლებიც საიტების ოპტიმიზაციის მიზნით SEO-სთვის საჭირო უამრავ ხელსაწყოს აერთიანებს. მათგან ყველაზე პოპულარულია Moz, BrightEdge, Searchmetrics და Linkdex. ეს პლატფორმები თვალყურს ადევნებს საკვანძო სიტყვების რეიტინგს, ეხმარება საკვანძო სიტყვების კვლევაში, განსაზღვრავს SEO-ს შიდა და გარე ოპტიმიზაციის შესაძლებლობებს, ისევე როგორც SEO- სთან დაკავშირებულ ბევრ სხვა ამოცანას.

ოციალური მედია - სოციალური მედიის საიტების უმეტესობას არ აქვს პირდაპირი გავლენა SEO-ზე, მაგრამ შეიძლება სასარგებლო იყოს სხვა ვებ-მასტერებთან კომუნიკაციისთვის და იმ ურთიერთობების დამყარებისთვის, რომლებსაც შედეგად შესაძლოა მოჰყვეს ბმულების შექმნა და სტუმრების მიერ პოსტების განთავსება.

საძიებო ტრაფიკის ოპტიმიზაცია: დაწკაპუნებიდან კონვერსიამდე

სათანადოდ განხორციელებულმა საძიებო სისტემის ოპტიმიზაციამ შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს ტრაფიკი, რომელსაც ვებსაიტი იღებს, მაგრამ მთელი ეს საძიებო ტრაფიკი ხელს არ შეუწყობს ბიზნესის განვითარებას, თუ იგი არ გადაიქცევა გადამხდელ მომხმარებლებად. სწორედ აქ იწყებს მოქმედებას კონვერსიის კოეფიციენტის ოპტიმიზაცია (conversion rate optimization (CRO)).

კონვერსიის კოეფიციენტის ოპტიმიზაცია გულისხმობს ისეთი მეთოდების გამოყენებას, როგორიცაა A/B ტესტირება ვებსაიტებზე ცვლილებების შესატანად და საიტის კონვერსიის კოეფიციენტზე მოხდენილი მათი გავლენის შესაფასებლად. წარმატებულმა საძიებო მარკეტინგის სპეციალისტებმა იციან, რომ საიტზე მხოლოდ ტრაფიკის მიღება საკმარისი არ არის, ასეთივე მნიშვნელობა აქვს იმას, რასაც ტრაფიკი განახორციელებს საიტზე შემოსვლის შემდეგ.

CRO რთული და მაღალტექნოლოგიური პროცესია, მაგრამ Optimizely-ის მსგავსი პროგრამული უზრუნველყოფის წყალობით, თქვენს საიტზე კონვერსიის გასაუმჯობესებლად ტესტების ჩატარება ისეთივე ადვილი იქნება, როგორც Javascript-ის ერთი სტრიქონის ჩასმა. ყველაზე კარგი კი ის არის, რომ Optimizely-ს ვიზუალური რედაქტორი საშუალებას გაძლევთ ცვლილებები შეიტანოთ საიტზე კოდის ერთი სტრიქონის დაწერის გარეშეც კი.

 



კომენტარები

დაგვიკავშირდით.
ტელ: 557 729 794
ელ-ფოსტა: info@bestweb.ge
bes tweb